x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508581
მორალური გამართლების თეორია
imageალბერტ ბანდურა, არის კანადაში დაბადებული, ამერიკელი ფსიქოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი ფსიქოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებშ, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობდა და იკვლევდა აგრესიის გამომწვევ მიზეზებს, ბავშვების ქცევას და იმ ეკონომიკურ თუ სოციალურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის რწმენაზე.


მორალური გამართლება არის ტერმინი, რომელსაც იყენებს სოციალური ფსიქოლოგია იმ პროცესის აღსაწერად, რომელშიც ადამიანი აჯერებს საკუთარ თავს, რომ ეთიკური სტანდარტები არ ეხება მას, რომელიმე კონკრეტულ კონტექსტში.

ამ დროს ადამიანი განაცალკევებს მორალურ რექციებს, არაადამიანური ქმედებისგან და თიშავს მექანიზმს, რომელიც პასუხისმგებელია თვით-დასჯაზე.


ბანდურამ შემოგვთავაზა მორალური გამართლების თეორია, რათა აეხსნა, რატომ ახორციელებენ ადამიანები ამორალურ და საზარელ ქცევას საკუთარი მორალური გადაწყვეტილების საპირისპიროდ, როდესაც ამას ავალებს ავტორიტეტი ან არის ძლიერი სოციალური ზეწოლის ქვეშ.



ბანდურას მიხედვით, ინდივიდები სოციალური დასწავლის მეშვეობით ახდენენ მორალური პრინციპების ინტერნალიზებას, რაც კარგი ქმედების განხორციელების შემთხვევაში იწვევს თვითპატივისცემას, ხოლო არასწორი ქმედების შემთხვევაში - ქმედების დაგმობას. აქედან გამომდინარე, ეს არის სიტუაციის ძალა, რომელიც განსაზღვრავს პიროვნების ქმედებებს. ადამიანების მორალურმა პრინციპებმა შეიძლება იქონიოს ძლიერი გავლენა, იმდენად რამდენადაც ის იცავს მას ამორალური და უკანონო ბრძანებებისგან.


ბანდურა ვარაუდობს, რომ მანამ სანამ ადამიანს შეუძლია დაკავდეს ძალადობრივი ქცევით, ის საკუთარ თავს ათავისუფლებს მორალური სანქციებისგან და თავს არიდებს საკუთარი თავის განსჯას.

ბანდურამ, ბარბარანელმა, კაპრარამ და პასტორელიმ იპოვეს დელიკვანტური ქცევისგან მორალური გათავისუფლების მრავალი მეთოდი, რომელიც ეყრდნობოდა მორალურ გამართლებას.

კანონდამრღვევს შეიძლება აპატიო ანტისოციალური ქცევა, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა სახის მორალურ ჩარჩოს და ქცევის სტანდარტს.

დეჰუმანიზაცია მხარს უჭერს რწმენას, რომ ადამიანში არის დემონური, სასტიკი თვისებები. ისინი მსხვერპლს ხედავენ, როგორც არაადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ იგივე გრძნობები ან იმედი რაც კანონდამრღვევებს, ამგვარად მათ არ შეუძლიათ რაციონალიზება შესაბამისი მორალური პრინციპებისა.

უკანასკნელ კვლევებში ბანდურამ ახალგაზრდა მამაკაცები შეადარა ახალგაზრდა ქალებს, მას აინტერესებდა თუ რომელ ჯგუფს ჰქონდა მიდრეკილება დაეწესებინათ სანქციები საკუთარი თავისთვის, საზიანო ქცევის შემთხვევაში.

კვლევები შეიცავს სოციალური დასწავლის გავლენას გენდერულ განსხვავებებზე.


კვლევებმა გვაჩვენა:

ერთის მხრივ, გოგონები არიან რეალურად უფრო მანუგეშებლები, უფრო მეტად აქვთ განვითარებული ემპათიის უნარი, მიდრეკილები არიან ადამიანების დახმარებისაკენ, არიან დამაჯერებლები.

მეორეს მხრივ, ბიჭები ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერთონ თანატოლებს დისკუსიაში, მათი ნეგატიური ემოციები მტრულად მიმართულია სხვებისკენ. ბანდურას კვლევები ხაზს უსვამს სიტუაციის მნიშვნელობას იმის გაგებაში, თუ რატომ აკეთებენ ადამიანები იმას რასაც აკეთებენ.

0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბაგაური
მარიამ ბაგაური
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0