x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩვენი კუმირი გმირები, რომლებიც ახალგაზრდობაში აქამდე არ გინახავთ
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.

კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.

1895 წელს, პარიზში კაპუცინების ბულვარზე ძმებმა ლიუმერებმა წარმოადგინეს ახალი სანახაობა- მათ კინო სწორედ როგორც ატრაქციონი ისე ჩაიფიქრეს. ლიუმერებმა გამოაცოცხლეს გამოსახულება. ოღონდ ეს გამოსახულება ფოტოქაღალდის ნაცვლად ცელულოიდის ფირზე იქნა დაბეჭდილი. მათ წარმოადგინეს ორი ფილმი: დოკუმენტური- „მატარებლის შემოსვლა“ და მხატვრული- „ გაწუწული მებაღე“.

თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).

წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, თუმცა მაყურებელს ალბათ არც კი წარმოუდგენია მათ საყვარელ მსახიობებს წარმატებული კადრისთვის თავგანწირული შრომის გარდა "ტრაგედიების" გადატანა რომ უწევთ. ბევრს ისიც ვერ გაუცნობიერებია, რომ ჩვენმა კუმირმა გმირებმა გარკვეული ასაკის შემდეგ დაიწყეს კარიერა და ჩვენთვის საყვარელ როლში საკმაოდ ხანდაზმულიც კი გვევლინება, ბოლოს და ბოლოს პოპულარობა და წარმატება ყოველთვის დროულად ხომ არ მოდის.


image


წარმოგიდგენთ 9 კუმირ მსახიობს, რომელთაც კარიერა განსაზღვრულ ასაკში დაიწყეს და ახალგაზრდობაში თითქმის არ გყავთ ნანახი.



1. Alan Rickman. ალანი სამსახიობო კარიერაში 42 წლიდან ჩაება და პოპულარული გახდა ფილმიდან "კერკეტი კაკალი", სადაც ბოროტი როლის შესრულება მოუწია.


image



2. Diana Rigg. მიუხედავად იმისა, რომ დიანა ძალიან ბევრჯერ გადაუღიათ ტელევიზიით, პოპულარული მხოლოდ მელოდრამა "შეღებილი ვუალი"-ს შემდეგ გახდა (The Painted Veil), რომელიც 2006 წელს გამოვიდა ეკრანზე. ახლა კი მაყურებელი მას კარგად იცნობს სერიალი "სამეფო კარის თამაშები"-დან.

image



3. Tommy Lee Jones. მიუხედავად იმისა, რომ ტომმა მთელი თავისი ცხოვხრება თაეტრსა და კინოს მიუძღვნა, ცნობილი 47 წლის ასაკში, ფილმ "გაქცეული"-დან გახდა.

image



4. Maggie Smith. მიუხედავად იმისა, რომ მეგიმ პირველი ოსკარი 36 წლის ასაკში აიღო, სქვეყნოდ ცნობილი მხოლოდ ფილმი "ჰარი პოტერის" შემდეგ გახდა, სადაც ის 67 წლის არის.

image



5. Patrick Stewart. პატრიკი ცნობილი 47 წლის ასაკში ფილმიდან "ვარსკვლავური ომები: შემდეგი თაობა" გახდა ცნობილი.

image



6. Morgan Freeman. საქვეყნოდ აღარებული და თითქმის ყველასათვის საყვარელი მსახიობი ცნობილი მხოლოდ 50 წლის ასაკში გახდა ფილმი "ქუჩის ბიჭი"-ს შემდეგ.

image



7. Helen Mirren. მსოფლიო აღიარება მსახიობს ფილმმა "დედოფალი" მოუტანა, სადაც მან მთავარი- დედოფლის როლი 61 წლის ასაკში შეასრულა.

image



8. Ian McKellen. იანმა სახელი გენდალფის როლით ფილმი "ბეჭდების მბრძანებლიდან" გაითქვა, სადაც ის უკვე 62 წლის იყო.

image



9. Judi Dench. მსახიობი მაყურებელმა მას შემდეგ გაიცნო, რაც "ჯეიმს ბონდის" მეჩვიდმეტე ნაწილი "ოქროს თვალი" გამოვიდა ეკრანებზე, სადაც ჯუდი 61 წლის იყო.

image

0
871
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
871
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0