x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბათუმში ჰარდ როკ-ლეგენდები ჩამოვიდნენ

image


დღეს საღამოს ბათუმშის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ლეგენდარული როკ-მომღერლების და ბათუმის სიმფონიური ორეკესტრის ერთობლივი გამოსვლა.


ორკესტრს უდირიჟორებს ზვიად ბოლქვაძე . უცხოელებთან ერთად, კონცერტში ქართველი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას.შესრულედება 14 ცნობილი როკ-კომპოზიცია. კონცერტზე დასასწრებად გაიყიდება 20, 30, 40 და 100 ლარიანი ბილეთები. უცხოელი მუსიკოსების ჰონორარისთვის კი 17 000 ევროა გამოყოფილი.


დენ მაკაფერტი, დუგი უაითი და ტიმ ოუენსი უკვე ბათუმში არიან. საღამოს კი ბრაიან ჰაუსს ელოდებიან.




დენ მაკაფერტის(Dan McCaffert) როკ-ფანები ძირითადად იცნობენ, როგორც ლეგენდარული შოტლანდიური როკ-ჯგუფის Nazareth-ის ლიდერს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დენმა 2013 წელს მიატოვა ჯგუფი.(აღსანიშნავია, რომ მაკაფერტი მეორედ არის საქართველოში ჩამოსული.Nazareth-მა 1990 წელს გამართა თბილისში კონცერტები)





დუგი უაიტი(Doogie White)-შოტლანდიელმა მომღერალმა სახელი და დიდება მას შემდეგ მოიპოვა, როდესაც ლეგენდარულმა რიჩი ბლეკმორმა ჯგუფ Rainbow-ში მიიწვია და ჩაწერა ალბომი "Stranger In Us All"(1995)შემდეგ უკვე უაიტი ინგვი მალმსტინთან და მაიკლ შენკერთან თანამშრომლობდა.





ტომ ოუენსი-იგივე რიპერი-(Timothy Owens-Ripper)ამერიკელი მომღერალი, ლეგენდარულ ჯგუფ Judas Priest-ის(1997-2003) და Iced Earth( 2003-2007) სოლისტი, აგრეთვე თანამშრომლობდა ინგვი მალმსტინთან.





ბრაიან ჰოუ-(Brian Howe)ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელმაც 1986 წელს პოლ როჯერსი შეცვალა Bad Company.-ში.აქვს რამდენიმე სოლო ალბომიც გამოშვებული.


0
58
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0