x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ულამაზესი თურქი მსახიობი ებრუ იოზქანი
imageებრუ იოზქანი დაიბადა 1978 წლის 18 ნოემბერს, ანკარაში. ოჯახში სულ 4 და ძმა არიან (3 და 1 ძმა) ებრუ ყველაზე უმცროსია.

მან დაამთავრა ბილკენტის უნივერსიტეტი, სადაც 21 წლიდან 25 წლამდე სწავლობდა, ხოლო შემდგომ კი ჩააბარა ანკარის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა თურქული ენის, გეოგრაფის, ისტორისა და თეატრალურის ფაკულტეტზე .



მისი მიზანი გამხდარიყო მსახიობი ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან დაიწყო ამიტომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაიწყო მონაწილეობის მიღება თეატრალურ დადგმებში, მან მონაწილეობა მიიღო "რომეო და ჯულიეტა"ში სადაც ჯულიეტა განასახიერა.


ებრუს დებიუტი სატელევიზიო შოუშ შედგა 2006 წელს "ზამთრის ზღაპარი" სადაც მელისა განასახიერა.


მისმა სილამაზემ და თავდაჯერებულმა თამაშმა პროდიუსერებისა და რეჟისორების ყურადღება მიიქცია და მის ცხოვრებაშ დაიწყო ახალი ეტაპი, სთავაზობდნენ სხვადასხვა საპნის ოპერებში მონაწილეობას, მან თეატრიდან დიდ კინოშ გადმოინაცვლა.

image




2010 წელს მონაწილეობა მიიღო სერიალში "ჩინარის ხე" სადაც პარტნიორობა ნეჯათ იშლერს გაუწია






სერიალმა "როლი ჩემს ცხოვრებაში" ებრუს ნამდვილი წარმატება მოუტანა, აქედან დაიწყო ებრუს კარიერული წინსვლა, რასაც მოჰყვა 2014 წელს საკმაოდ ცნობილი ფილმის "უბის წიგნაკის" თურქული ვერსია სადაც სუნას პერსონაჟი განასახიერა

image




2014 წელს ებრუს მონაწილეობით გამოვიდა სერიალი "ნამსხვრევები" სადაც დილარა გურპინარის როლი განასახიერა, მან პარტნიორობა ერკან პეტეკაიასა და ბარიშ ფალაის გაუწია, მათი ერთობლივი პროექტი საოცრად პოპულარული გახდა და ის არაერთმა უცხო ქვეყანამ შეისყიდა

გარდა ამისა სერიალმა მრავალი ჯილდო აიღო როგორც საუკეთესო საპნის ოპერა .

ნამსხვრევები ინდონეზიაში ყველაზე რეიტინგულ სერიალად გამოცხადდა, უკანასკნელმა სერიებმა რეიტინგის პიკს მიაღწიეს, ქართველმა მაყურებელმა სწორედ ამ სერიალით გაინო ებრუ, ებრუმ ამ როლით კი მიიღო ჯილდო როგორც საუკეთესო მსახიობი დრამა ჟანრში, თამამად ჩაცმულობამ კი მას ერთ-ერთი თურქი სექს სიმბოლოს სახელი მიანიჭა.

image





















2015 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში "ქარის მოგონებები" სადაც პარტნიორობა ტუბა ბუიუკუსტუნს და ონურ საილაკს გაუწია ფილმისს გადაღება 4 ქვეყანაში მიმდინარეობდა :თურქეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და საქართველოში

image

ებრუ იოზქანი 2013 წლიდან ურთიერთობაშია თურქ მსახიობ და მწერალ ერთან საბანთან, ისინი ურთიერთობას არ ასაჯაროებდნენ, თუმცა ჟურნალისტებმა და პაპარაცებმა ისინი ერთად დააფიქსირეს საღამოზე, წყვილი ერთად ცხოვრობს და 2016 წლის 3 ივნისიდან ქორწინებაშ იმყოფებიან .







ებრუ იოზქანის ფოტოები:

imageimageimageimageimageimageimage




imageimageimageimageimageimageimageimageimage






0
5634
1-ს მოსწონს
ავტორი:კენჯი
კენჯი
5634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0