x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
55 წლის "ლუკოილის" ტოპ-მენეჯერმა 13 წლის გოგონა შეაცდინა
imageგასულ უქმე დღეებში ნიცაში, ციხესიმაგრე "Saint Jeannet"-ში გაიმართა ქორწილი.სიძე, 55 წლის ვალენტინ ივანოვი, "ლუკოილის" სინგაპურის ფილიალის ტოპ-მენეჯერი და პატარძალი, 18 წლის მოდელი ლიზა ადამენკო.


ქორწილით ძალზე მოიხიბლა მრავალ კორპორაციულ ღონისძიებებზე და გასტროლებზე ნამყოფი ახალგაზრდა მომღერალი ვლად სოკოლოვსკიც:"გუშინ იყო ულამაზესი დღესასწაული ძველ ფრანგულ შატოში.დიდი მადლობა ზეიმის მომწყობებს, ამ სილამაზისთვის და იმისთვის, რომ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი ამ უნიკალურ ადგილზე."-წერს იგი "ინსტაგრამზე".


image


ვალენტინ ივანოვმა ლიზას მაშინ დაადგა თვალი, როდესაც ჯერ კიდევ გოგონა სკოლაში სწავლობდა, 13 წლის ლიზიმ მშობლების თანხმობის შემდეგ გადაწყვიტა სამოდელო სამყარო დაეპყრო, ციმბირიდან სინგაპურში გაემგზავრა და საყვარლის ბინაში დასახლდა.



-არავის არ ანაღვლებს, რომ ძველმა პედოფილმა შეაცდინა 13 წლის გოგონა და თქვენ წერთ ნიცაში გამართულ დიდებულ ქორწილზე?ეს არამზადა წესით საკნის ფიცარნაგზე უნდა ეგდოს და იქ უნდა ითბობდეს უკანალს და არა თავისუფლად დანავარდობდეს.სირცხვილი და თავის მოჭრა, -აღშფოთებული წერს ინტერნეტ მომხმარებელი Masha Mikey და ავრცელებს აზრს, რომ "Elle"-ს ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, რომლებმაც პირველმა გაავრცელეს ქორწილის ინფორმაცია, მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი.

image



აი რას წერს Gula Gulina:"თუ ფულია, ყველაფერი შეიძლება? ეს არ არის "ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი"? -ეს საშინელებაა! ზრუნავდა მასზე სამი წლის განმავლობაში!ზრუნავდა!!!ბავშვს საერთოდ ჰქონდა არჩევანი?!აი სიმახინჯე!მორალური სიმახინჯე!"


სახალხო აღშფოთებას ქსელში სერგეი ანდრიუკა ეხმაურება:"დიახ, ტესაკი და მისი ოკუპაი-პედოფილები ცუდ დროს ჩასვეს." (შენიშვნა:ტესაკი, იგივე მაქსიმ მარცინკევიჩი, რომელმაც შექმნა მოძრაობა "ოკუპაი-პედოფილები".მოძრაობის წევრები თავს ესხმოდნენ, ცემდნენ და ამცირებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც პედოფილიაში იყვნენ შემჩნეულები.ტესაკი დააკავეს 2013 წელს)

image

1
2230
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2230
  
2016, 2 ივლისი, 12:26
გარეწარი პედოფილი, მართლა ციხეშია მისი ადგილი...
0 1 1