x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
დამივიწყე,თუ შეძლებ 5 ....
imageთაზომ იცოდა თუ რომელ რესტორანში აღნიშნავდა ჯული დაბადების დღეს ვინაიდან თინა ვერ დაითანხმა ცოტახანს დაბადების დღიდან გამოპარვაზე თავად გადაწყვიტა რესტორანში წასვლა არც ბიჭების დათანხმება გაჭირვებია..დათას და ლევანს ინტერესი კლავდათ ენახათ გოგონა რომელმაც მათ ძმაკაცს თავი შეაყვარა..

-ძმაო როგორ ხარ?

-კარგად მომწერა ლევანმა რვაზე გავიდეთ..გაგვაცანი აბა შენი გოგო...

-შენთან სათხოვარი მაქვს...


-რახდება?

-დამიხატო მინდა..

-ფოტო გამოუშვი...

-არაა...დაინახე და დახატე...

-გიჟი ხარ...

-გავგიჟდი...
-ბაზარი არაა ...

ბიჭები ცხრისთვის უკვე რესტორანში იყვნენ თინას მათი მისვლა არც გაუგია თერთ მოკლე კაბაში და გაშლილ თმებში ანგელოზს გავდა...ცოტ-ცოტას სვამდნენ დათა კი თინას ხატავდა..მორჩა მზადა შეგიძლია გაუგზავნო..თაზომ მიმტან გოგონას სთხოვა დახმარება... რომელმაც სამზარეულოდან წითელი ლენტი მოიტან ნახატი შეკრა და თინამ მაგიდისკენ წავიდა...

-უკაცრავად...

-გისმენთ.

-ეს თქვენ გამოგიგზავნეს...

-მე? იუბილარი აი ის გოგონა...გეშლებით..

-არა თინა არ მეშლებით...

თინამ ნახატი გაშალა...ნახატიდან გოგონა უმზერდა რომელიც მისი ასლი იყო...ესეიგი ეხლა აქ არის?ნეტავ ვინ არის?

რესტორანი მოათვალიერა მეორე სართულის ფანჯრის მაგიდასთან მჯდომი ბიჭებიდან თაზო ამოიცნო...

"გიჟია" თავისთვის ჩაილაპარაკა და ისევ პატარა ბავშვივით გაწითლდა...ვიღაცამ ნახატი ხელიდან გამოართვა და ხელიდან ხელში გადადიოდა..

მაგიდას თვალი მოავლო...სალო და ჯული თვალებით ეკითხებოდნენ რახდებაო...თამოს გახედა რომელიც უკვე დარწმუნებული იყო რომ თაზოს და თინას ურთიერთობა უკვე აღარ იყო ხანმოკლე რომანი, კარგად ხვდებოდა რომ არაფერი გაივლიდა...

თაზოს მართლაც სერიოზული გრძნობები აქვს თინას მიმართ თინაც ყურებამდეა შეყვარებული...აი რაც შეეხებოდა გიოს ის ცოცხალი თავით არ დათმობდა თინას...

ეხლა უკვე ინანა რომ თინას უჩია ეცადა თაზოსთან ურთიერთობა...

დარწმუნებული იყო რომ თინა გიოს აირჩევდა და თაზოც უკვალოდ გაქრებოდა ....თუმცა გულის სიღრმეში არ უნდოდა თინას გიოს გვერდით ნახვა..რადგანაც იცოდა რომ თინა არ იყო ბოლომდე ბედნიერი...გიო მას თავის საკუთრებად თვლიდა...

თინამ გოგოებს მოავლო თვალი ადგა და თაზოს მაგიდისკენ წავიდა..

-გამარჯობთ...თაზო პირველი წამოდგა ფეხზე და ბიჭების აყვნენ...

-გაიცანით, თინა...ეს ლევანია ეს კი დათა...

-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა..

-ჩვენც გვიხარია რომ გაგიცანით ამჯერად უკვე პირადად...ხელი გაუწოდა დათამ...

-აბა რა გვაინტერესებდა გოგონას ნახვა რომელმაც ჩემს მეგობარს თავგზა აურია..

არ ისვენებდა ლევანი..

-არამგონია ჩემი ბრალი იყოს...ვშიშობ ჩემს გაცნობამდეთ კარგად ქონდა არეული თავგზა...

-ეს გოგო უკვე მომწონს...შემოგვიერთდით...

-გმადლობთ ლევან მე უბრალოდ ნახატისთვის მადლობის გადახდა მინდოდა..იუბილარი გამიბრაზდება...

-შეგვიძლია იუბილარიც დავხატოთ და შევირიგებთ...გაუღიმა ლევანმა..

-საინტერესო შემოთავაზება...მადლობთ თაზო ნახატი ძალიან მომეწონა....


-აბა რას ამბობ რა მადლობა...სიამოვნებით შევუსრულე მეგობარს თხოვნა...

-ძალიან ნიჭიერი ხართ, მომეწონა ნამდვილად...

-უდაოდ ნიჭიერია ჩემი მეგობარი..

-მე უბრალოდ სილამაზე გადავიტანე ფურცელზე...

-მგონი ნახატიდან რომ გოგო მიყურებს ჩემზე ბევრად ლამაზია...კიდევ ერთხელ მადლობა...ეხლა დაგტოვებთ..

თინა მობრუნდა და ნელი ნაბიჯით გაშორდა მაგიდას..გული გამალებით უცემდა...მაგიდამდე მისვლამდე ჯულიმ ხელი ჩაავლო და საპირფარეშოსკენ გააქცია..

მას სალო და თამოც გაყვა...

-ვინ არის ის ბიჭი?

-მოდი ამაზე სახლში ვილაპარაკოთ ჯული დღეს შენი დღეა და სტუმრებს უნდა მიხედო..

-ისინი თავის თავს მიხედავენ..როდის გაიცანი?ჩვენ რატომ არაფერი ვიციოდით...

-ჯული თინა მართალია სჯობს სახლში ვისაუბროთ ამ თემაზე..თინას დაეთანხმა სალოც...წამოდი გავიდეთ...ჯულის ხელი მოკიდა და საპირფარეშოდან გავიდნენ..

-ძალიან გიჟია...

-ვიცი..

- თან შეყვარებულია...

-ვგრძნობ...

-საშიშია..

-მაგასაც ვგრძნობ...

-მეგონა ყველაფერი გაივლიდა ეს რომანი მაქსიმუმ ერთ კვირას გაძლებდა მაგრამ შევცდი...და თან პირველად შევცდი შენში..

-თამო, მე ის მიყვარს...

-ერთი თვეც კი არ გასულა რაც ერთმანეთს იცნობთ..

-ხანდახან ადამიანის შეყვარებას ერთი წამი ჭირდება...

-თინა მე შენ ვერ გცნობ..შენ ასეთი არ ხარ...4 წელია შენთვის გიოს გარდა არავინ არსებობდა..რას უპირებ თქვენს სიყვარულს?შეძლებ წარსულს ჩააბარო...

-არ მინდოდა გიოსთვის გულის ტკენა, მე მართლა ვეცადე გეფიცები, ვცადე თაზოს უარყოფა მაგრამ არაფერი გამოვიდა...

-გიო ამ ფაქტს იოლად არ შეეგუება ...

-მოუწევს...

თამომ მიხვდა რომ თინასთან საუბარს აზრი არ ქონდა წამოდი დავბრუნდეთ მაგიდასთან სირცხვილია...ორივენი უხმოდ დაბრუნდენ სუფრასთან...ჯული როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად ერთობოდა და არც სხვას აძლევდა უფლებას მოეწყინათ...თინას მესიჯი მოუვიდა ცეკვას თავი მიანება და მაგიდასთან დაჯდა...

"არ გინდა სადმე მყუდრო ადგილას გავიპაროთ"

"გაგიჟდი? დღეს შენი წყალობით სასამართლოს წინაშე უნდა წავრსდგე"

"რატომ? რამე დავაშავე რომ მოწონხარ?ვინმეს შენს თავს ვართმევ?"

"ვინ იცის"

"ოდესმე გყავრებია?"

"ეხლა რატომ მისვამ ამ კითხვას?"

" არვიცი, მიზეზს ვეძებ თუ რატომ უმალავ საუკეთესო მეგობრებს ჩემს არსებობას..??"


"არაფერია.დავიწყე..გოგოები გამიბრაზდნენ რადგანაც შენს შესახებ არაფერი ვუთხარი"ისევ ტყუილის თქმა ამჯობინა თინამ ..უკვე თინაც ვეღარ ცნობდა საკუთარ თავს...

" არ მინდა ასე შორიდან გხედავდე...სულ ორი წუთი მნახე.გარეთ დაგელოდები"


თინას არაფერი უპასუხია თაზოს გასვლას დაელოდა და ისიც გაყვა..

-ექიმი სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს...

-ეს ისე იშვიათად...

-როცა ნერვიულობ?

-ასე გამოდის...

-მე განერვიულებ?

-დღეს კი...თითქოს რაღაცის თქმა გინდა და ვერ ამბობ...

-მოგეჩვენა...

-დაქალებს რატომ უმალავდი ჩემს შესახებ..

-უბრალოდ..შესაფერის მომენტს ვარჩევდი.

-დაქალებთან საუბარს ბიჭზე რომელიც მოგწონს დრო და მომენტი არ ჭირდება...

ან იქნებ არც მოგწონვარ?..

-სისულელეს ამბობ...თუ საჩხუბრად დამიბარე ჯობია წავიდე...

თინამ წასვლა დააპირა მაგრამ თაზობ ხელი ჩაჭიდა და გულში ჩაიკრა..

-ჩემო პატარა, არ გამებუტო

-არ გებუტები, გამიშვი..

-ვერ გაგიშვებ, მაგრამ იცოდე რომ შენს დაკარგვას ვერ შევეგუები“ამ მოკლე დროში ჩემი ცხოვრება შეცვალე.და მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში დარჩე ...

-შენ ხომ არ შეგიყვარდი ...?? ისევ მაცდურად გაუღიმა თინამ და ორი ნაბიჭით უკან დაიხია...

-შენი ბრალია...

-ჩემი? მე არაფერი გამიკეთებია...

-მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს...

-წავედი, თორემ ჩემს გვერდით დიდხანს ყოფნა საშიშია..იოლად გიყვარდება თურმე...

-ხვალ შემხვდები?

-არა...

-კი ..

-კარგი...ხვალ არ ვმუშაობ..

-ძალიანაც კარგი...ბუნებაში გავიდეთ დილიდან შეგიძლია შენი გოგონებიც გამაცნო...

-ვნახოთ....


საღამოს სასამართლო შედგა თინამ დაწვრილებით მოყვა ყველაფერი...

–და ეხლა რას აპირებ?

-რას უნდა ვაპირებდე? ცოლად არ მივყვები ახლო მომავალში ჯული...

-შენი არ მესმის თინა გიოზე რატომ არ იფიქრე, ხომ იცი რა გიჟია არ შეგეშვება...

ოთხი წელია ყირაზე დგას იმისთვის რომ გასიამოვნოს, დაბადების დღესე შენთვის ხელის თხოვნას გეგმავს...ადამიანისთვის რომელსაც წესიერად არც იცნობ რომელთანაც შენი მომავალი გაურკვეველია გინდა მიატოვო ადამიანი რომელსაც მთელი ცხოვრება იცნობ?

რა გარანტია გაქვს რომ ეყვარები?

-მე არანაირი გარანტია არ მაქვს..მაგრამ თაზო ის ადამიანი რომლის დანახვაზეც გული მიჩქარდება...ეს გრძნობა გიოს მიმართ არასდროს მქონია...ვიცი სალო რომ გიოსთან არასწორი ვარ მაგრამ ის უფრო არასწორი იქნება გიოს გვერდით ვიყო და თაზოზე ვიფიქრო..

-გაცოფებული ვარ...რატომ ცდილობს ეს ხალხი სხვას სიყვარული წაართვან?სხვისი სიყვარულის ახევა მოდაშია...

-ჯულია თაზომ არაფერი იცის გიოს შესახებ...

-ხოდა ძალიანაც კარგი ნურც გიოს ეტყვი მაგის შესახებ...ყველაფერი ძველებურად იქნება შენ გიო გიყვარს გიოს კი შენ..ეგ ბიჭი კი უბრალოდ დავივიწყოთ...

-ჯული შენ ჩემი არ გესმის...გიოს მეგობარი ხარ თუ ჩემი...

-შენი, და არ მინდა ვიღაცის გამო დაკარგო ბედნიერი და ლამაზი მომავალი...იმ ვიღაცას კი ერთ კვირაში აღარც ახსოვდე...

-იმ ვიღაცას სახელი აქვს...

-კარგი..რაო თაზომ მიყვარხარო?

-არა ჯულია არ უთქვამს ჯერ მაქამდე არ მივსულვართ...

-თამო შენ მაინც უთხარი რამე ჩუმად ნუ ხარ...უთხარი თავს ნუ იღუპავს...

-ჯული რა ვუთხრა მითხარი...მოატყუე გიოთქო?

-შენ იცოდი...როგორ არა...სწორედ მაგიტომ ხარ ასე მშვიდად...

-მე წავედი.აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი...იმედი მაქვს გამიგებთ...ხო მართლა ხვალ თაზოსთან ერთად ბუნებაში გავდივარ, მისი მეგობრებიც იქნებიან..თქვენც გეპატიჟებათ.თუ რათქმაუნდა სურვილი გექნებათ...

პასუხს არ დალოდებია ისე გავიდა ოთახიდან თინა...

-თურმე პიკნიკზეც უნდა ვიაროთ მასთან ერთად.მეტი საქმე არ მაქვს..ბრაზობდა ჯული

-კი ჯული უნდა წავიდეთ, მოდი ჩვენი თვალით ვნახოთ ჩვენი დაქალი იღუპავს თავს თუ პირიქით ბედნიერება იპოვა...

-მეც ვეთანხმები თამოს...ვნახოთ რას გეგმები აქვს ჩვენს ბიჭს...დაეთანხმა სალო თამოს წინადადებას...

თინას თვალები გაუნათდა როცა დილით გოგონები მზად დახვდნენ..."მიყვარხართ" სამივეს მაგრად ჩაეხუტა...

-გადი იქეთ ნუ მეაფირისტები, შენ არ შეგრიგებივარ...უბრალოდ მაინტერესებს შენს ბიჭს რა გეგმები აქვს...

-არ შემირიგდე ჯული, მაგრამ გთხოვ ცუდად არ ელაპარაკო თაზოს..

-კარგი წავიდეთ, ჯულის ჩემს თავზე ვიღებ ორმაგი სკოჩი მომაქვს დააიმედა თინა სალომ...

დღე მშვენივრად გატარეს...

თაზოს სამეგობრომ და თინას სამეგობრომ ერთმანეთს კარგად გაუგეს ...რაც შეეხება თინას და თაზოს ვერავის და ვერაფერს ამჩნევდნენ...

-ჯული რას იტყვი ამ წყვილზე? თაზო თინას ხელში აყვანილს პატარა ბავშვივით აფრიალებდა..ნახე რა ბედნიერად გრძნობენ თავს..

-გიოც ხელით ატარებს თინას...

-მე არ ვსაუბრობ თაზოზე, ნახე თინა რა ბედნიერია, ასეთი ბედნიერი ოდესმე გინახავს...

თინას ამდენი ტრიალიდან თავბრუ დახვეოდა და მინდორში გაწოლილიყო...

-იპოვა მეორე გიჟი და რატომ არ გაერთობიან...გი არ არის ასეთი ცანცარა...

-ერთად კარგად გამოიყურებიან არა?გოგოებს დათა შეუერთდა რომელმაც მიხვდა რომ გოგოები თაზოზე და თინაზე საუბრობდნენ..

-როგორც თქვენი მეგობარი ზედმეტად ჭკუა მხიარულია...

მაინც დაგესლა ჯულიმ და ჩქმეტაც დაიმსახურა თამოსგან...

-შენ წარმოიდგინე თაზო თინას გაცნობამდე ძალიან სერიოზული იყო..

-დააბრალდა ჩემს მეგობარს?

-მე არაფერს ვაბრალებ თინას“პირიქით მიხარია ბედნიერებს რომ ვხედავ...სიყვარულისთვის კრიტერიუმები და ჩარჩოები არ უნდა არსებობდეს...

-მე არ მჯერა ასე მალე შეყვარების..

-მე ჩემი მეგობრის მჯერა და ვიცი რომ ის გულს არავის ატკენს...

-კარგი ადამიანი სჩანს თაზო ნამდვილად..ასევე კარგი ადამიანია თინაც..დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...ჩვენ ვერაფერს გადავწყვიტავთ მათ ცხოვრებაზე..სცადა სიტუაციის განმუხტვა თამომ.

-გეთანხმებით..მაგრამ შეგვიძლია რომ ხელი არ შეუშალოთ...

-ნამდვილად დათა...

დღემ კარგად ჩაიარა..მაგრამ უკვე ყველა გაურკვევლობაში იყო...

ერთი კვირაც მალე გავიდა...თინა ვეღარაფერს უდებდა გულს ერთი სული ქონდა როდის მორჩებოდა სამსახურს რომ თაზო ენახა ეზარებოდა ის დღე როცა თაზო მორიგე იყო...

თინა დაძინებას აპირებდა როცა ტელეფონმა დარეკა...

-თაზო...

-მოემზადე ნახევარ საათში გამოგივლი...

-შენ ხომ მორიგე ხარ დღეს...

-მოგატყუე.. ასე რომ დროს ნუ მაკარგვინებ მოემზადე შენთვის სურპრიზი მაქვს

-უკვე გვიან რომ არის..

-ნუ წუწუნებ, როცა მოგინდება უკან დაგიბრუნებ...

-კარგი...

დათქმულ დროს თაზომ თინას გამოუარა .თინას დაჟინების მიუხედავად თაზომ არ გაამხილა თუ სად მიდიოდნენ...გზა კი არადა არ ილეოდა თაზომ მანქანა ერთ სახლთან გაჩერა..

-სად ვართ? ეს ვისი სახლია...

-დედაჩემის...

-თავად სად არის?

-აღარ არის...

-მაპატიე...მე მეგონა..

-არაუშავს...დედინაცვალი მყავს... მართლა კი არა. ცუდი ნათქვამია კარგი ქალია...

თაზომ კარი გააღო შუქი აანთო თუ არა თინა გაოცებული დარჩა..

-ეს რა არის?ჩემთვის არის? რას ავღნიშნავთ...

-ჩემს დაბადების დღეს...

-გილოცავ ... თინა თაზოსკენ მობრუნდა და მაგრად ჩაეხუტა...

-მადლობა საყვარელოო..

-დაბადების დღე საჩუქრის გარეშე?

-შენ ხარ ჩემი საჩუქარი...

კარგახანს ისხდენ მაგიდასთან ცოტას სვავდნენ და ბევრს საუბრობდნენ...თინამ ფანჯრიდან გაიხედა...

-გაწვიმებულა...

-აქ ძალიან ლამაზია წვიმა...მიყვარს აივანზე ჯდომა როცა წვიმს..

თინა უხმოდ ადგა და აივანზე გავიდა...

სავარძელში ჩაჯდა თვალები დახუჭა და წვიმის ხმას უსმენდა...

-თინა გინდა წაგიყვანო?

-ცოტახანს ვიყოთ...თაზო თინას გვერდით მიუჯდა მათი ხელები ერთმანეთს შეეხენ...

თინას გააჟრჟოლა...

-შეგცივდა?

-არა..ცოტაა ალბათ..სცადა თაზოსგან შორს ყოფნა თინამ

-თინა...

-გისმენ თაზო...თინა თაზოსკენ მობრუნდა და მათი თავალები ერთმანეთს შეეფეთნენ..

-მიყვარხარ...

სიჩუმე ჩამოწვა...თინას უნდოდა ეყვირა რომ უყვარდა მაგრამ ხმას ვერ იღებდა...

თვალწინ გიო ედგა..თვალები დახუჭა და ცრემლს გზა მისცა...

იცოდა როგორ არ იცოდა რომ ეს დღე დადგებოდა, ოცნებობდა კიდეც ამაზე მაგრამ ასე მალე და ეხლა არ უნდა მომხდარიყო...როგორ ვთქვა თანხმობა როცა ჯერ ჯიდევ ერთი ადამიანის შეყვარებული მქვია...

-თინა რა დაგემართა?

-მაპატიე...

-რა უნდა გაპატიო?

-რატომ ტირიხარ? რამე დავაშავე?

-შენ არა...

-რატომ მაგიჟებ რაგინდა...

-მიყვარხარ...

თაზომ თინა ხელში აიტაცა და რამოდენიმეჯერ დაატრიალა..."ვიცოდი"დასვა და თავლები დაუკოცნა...

იმ ღამეს თინა სახლში აღარ დაუბრუნებია თაზოს... მდივანზე ჩაძინებულ თინას უყურებდა და ფიქრობდა რომ ძალიან გაუმართლა...

დილით თინა ჩუმად შეიპარა სახლში...არ უნდოდა გოგოები გაეღვიძებინა ...ის იყო სააბაზანოში უნდა შესულიყო რომ კარზე ზარი დარეკეს...

თინამ კარები გააღო და ადგილზე გაშეშდა..კართან გაშეშდა ...

კართან გიო და თინას ძმა ნიკა იდგნენ...

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა ი ქ ნ ე ბ ა ... .




სიყვარულით ინტერ-გოგონა


4
301
3-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
301
  
2016, 4 ივლისი, 21:52
გავაგრძელებ მალეე :)
2016, 3 ივლისი, 21:27
au male dade ra :p
2016, 3 ივლისი, 9:02
ყველა ნაწილი დევს გაგრძელებაც მალე იქნება...შეგიძლიათ ჩემს გვერდზე ნახოთ
2016, 3 ივლისი, 0:46
მე 3 და მე 4 ნაწილი არ არის და გაგრზელება როდის იქნება ზაან დამაინტერესა
0 1 4