x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტკივილის ფსიქოლოგია

imageტკივილი არის ორგანიზმის
რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია, რათა
ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს ან მას საფრთხე შეუქმნას.ტკივილი იმდენად მრავალმხრივი და საინტერესო შეგრძნებაა, რომ მსოფლიოში მისი შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციაც კი არსებობს.მისი განმარტებით, ტკივილი ქსოვილთა ჭეშმარიტ ან პოტენციურ დაზიანებაზე აღმოცენებული უსიამოვნო სენსორული და ემოციური განცდაა.


დამაზიანებელი სტიმულების არსებობისას ტკივილს სპეციალური ტკივილის რეცეპტორები (ნოციცეპტორები) აღიქვამენ, რომლებიც კანში, შინაგან ორგანოთა და სასახსრე ზედაპირებზე, ძვლისსაზრდელაში არიან განლაგებულნი.

არსებობს ორი სახის ტკივილის შეგრძნება:ნოციცეპტური და ნევროპათიური. ნოციცეპტური ტკივილი არის უარყოფითი შეგრძნება, რომელსაც მავნე ზემოქმედების
გამღიზიანებლები იწვევს.მაგალითად, ეს არის შეგრძნება რომელიც გაგიჩნდებათ ცხელ ქურასთან შეხებისას.ნევროპათიური ტკივილი კი გამოწვეულია ნერვების არანორმალური, გადაჭარბებული ფუნქციონირებით.ის ნერვების დაზიანების ან დაავადების მიზეზია.

ემოციური რეაციები, კონტექსტუალური ფაქტორები და სიტუაციის ინტერპრეტაცია შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს ტკივილის განცდაში, როგორც რეალური ფიზიკური სტიმული.

ის, თუ როგორ აღიქვამთ ტკივილს, რას ეუბნებით მის შესახებ სხვებს და როგორ რეაგირებთ ტკივილგამაყუჩებლებზე, თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო
ასახავს, ვიდრე ტკივილის გამომწვევი გამღიზიანებლის ინტენსივობას.ის, რასაც თქვენ აღიქვამთ, შეიძლება იყოს საკმაოდ განსხვავებული და ზოგჯერ სრულებითაც დამოუკიდებელი იმისგან, თუ რას შეიგრძნობთ.

ერთ-ერთი თეორია, რომელიც ტკივილის შემცირების გზებს ეხება, ცნობილია კარიბჭის კონტროლის თეორიის სახელით.ამ თეორიის მიხედვით, ზურგის ტვინის უჯრედები მოქმედებენ როგორც ნევროლოგიური კარი, რომელიც ხელს უშლის ტკივილის ზოგიერთი სიგნალის თავის ტვინში შეღწევას და მის ბლოკირებას ახდენს, ზოგიერთს კი-ატარებს.თავის ტვინი და კანის რეცეპტორები სიგნალს ზურგის ტვინისკენ აგზავნიან, რათა მან გააღოს ან დაკეტოს ეს კარი.თავის ტვინიდან სწორედ ეს დაღმავალი სიგნალი უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ კონტექსტს, რომელიც თან ახლავს ტკივილს.

თუ სხეულის რომელიმე ნაწილი გტკივათ, მაგრამ არ არსებობს ამის გამოკვეთილი მიზეზი, მაშინ საქმე გვაქვს თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე სხეულის
ფსიქოსომატურ რეაქციასთან.ფსიქოსომატიკა ეს არის მეცნიერება, რომელიც იკვლევს ადამიანის ფსიქიკისა და ფიზიოლოგიური პროცესების ურთიერთქმედებას.

თავის ტკივილი-თუ ზედმეტად დატვირთული რეჟიმი გაქვთ და ხშირად გიწევთ სტრესულ სიტუაციაში ყოფნა, ნუ გაგიკვირდებათ, რომ თავი გტკივათ.მის დასამარცხებლად საუკეთესო საშუალებაა მოდუნება, მედიტაცია ან იოგა.

მხრების ტკივილი-მხრები ეს არის ზონა, რომელსაც აწვება ადამიანის პასუხისმგებლობა და საზრუნავი.ამიტომ ამ ტკივილის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა პასუხისმგებლობის სხვებთან განაწილება.

კისრის ტკივილი-ის ადამიანები, რომლებიც ვერ პატიობენ საკუთარ თავს, უჩივიან კისრის ტკივილს.სხეულის ამ ზონას აზიანებს დანაშაულის გრძნობა, ამიტომ უნდა გათავისუფლდეთ ამ გრძნობისგან.

ზურგის ზედა ნაწილი-ეს ზონა პასუხისმგებელია სიყვარულზე.ამ ნაწილის ტკივილი მიგანიშნებთ რომ უნდა დაიწყოთ ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარება.

წელის ტკივილი-ამ ნაწილის ტკივილის მიზეზია უკმაყოფილება საკუთარი მატერიალური მდგომარეობით.

მუხლების ტკივილი-მუხლები გამოხატავენ თვითშეფასების პრობლემას.მაგალითად თუ ადამიანი დაუმსახურებლად აკნინებს საკუთარ თავს, ან სხვებზე მაღლა აყენებს.


ტერფების ტკივილი-ამ ნაწილის ტკივილი გამოწვეულია თქვენი პრობლემებით.უნდა
გათავისუფლდეთ ნეგატივისგან და დააფასოთ ყველა პოზიტიური წვრილმანი.

იმ დიდი უსიამოვნების მიუხედავად, რომელიც ტკივილს სდევს თან, იგი სასიცოცხლო მნიშვნელობის შეგრძნებაა, ორგანიზმს აიძულებს, მოსცილდეს იმ გამანადგურებელ ობიექტებსა და ძალებს, რომლებიც მტკივნეულ რეაქციებს იწვევენ.ტკივილი ორგანიზმის
თავდაცვის სისტემის უმთავრესი კომპონენტია, ქსოვილთა დაზიანებისა და პათოლოგიური პროცესის დაწყების პირველი სიგნალი, რომელიც დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვს.






0
372
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ტუხაშვილი
ქეთევან ტუხაშვილი
372