x
მეტი
  • 05.12.2019
  • სტატია:97143
  • ვიდეო:343985
  • სურათი:459106
მხოლოდ ერთი მალამო აფთიაქიდან და ნაოჭები აღარაა!


image

ვინ თქვა, რომ ნაოჭებზე გამარჯვებისთვის მხოლოდ ძვირიანი პრეპარატებია საჭირო? სინამდვილეში ხომ დიდი კოსმეტიკური და ფარმაცევტული კორპორაციები ამ გზით გამოიმუშავებენ ფულს ჩვენს სურვილზე, დავრჩეთ ახალგაზრდები და ლამაზები!

image


როგორ მოგვაბეზრეს თავი ამ ნაოჭებმა! დილით სარკეში ჩახედვისას ამ ფრაზას ყოველ დღე იმეორებს ათასობით ქალი. ყველაზე მეტად ტუჩების გარშემო წარმოქმნილი ნაოჭები არ გვსიამოვნებს. დროთა განმავლობაში ხომ ისინი ღრმა ნაკეცებად გადაიქცევიან და მერე ვეღარ ვშველით.


ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან თანამედროვე ფარმაცევტულმა წარმოებამ
გამოუშვა უნიკალური პრეპარატი სოლკოსერილი. ნაოჭების საწინააღმდეგოდ მას უკვე
მრავალი ქალი იყენებს და შედეგიც უბრალოდ განსაცვიფრებელია. ეს სამკურნალო
საშუალება გამოიცემა ორი კონსისტენციის სახით: მალამო და გელი.


სოლკოსერილი მალამოს სახით

image

მისი ფასი დაახლოებით 8 – 9 ლარია. თუ მას ძილის წინ კვირაში 2 ან 3-ჯერ წაისვამთ, დილით მიიღებთ არაჩვეულებრივად დატენიანებულ კანს. ეს ფარმაცევტული საშუალება ძალიან ბევრ რამეს აკეთებს თქვენს ორგანიზმში: აუმჯობესებს უჯრედის სუნთქვას, ასტიმულირებს გლუკოზის ცვლის პროცესს, ახდენს კანის რეგენერაციას. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რაც სოლკოსერილს შეუძლია.


მაშინვე რა თქმა უნდა შედეგი შეუმჩნეველია, მაგრამ 20 დღის შემდეგ შეამჩნევთ რომ ბულგაკოვის მარგარიტასავით შიგნიდან დაიწყებთ ნათებას. იგრძნობთ ამასთანავე, რომ თქვენი კანი ატლასივითაა.


სოლკოსერილი როგორც გელი დიმექსიდით

image

ამ კონსისტენციით გაახალგაზრდავების პროცედურა თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს მხოლოდ. აუცილებელია დიმექსიდზე ტესტის ჩატარება: რადგან ზოგს მასზე ალერგია აქვს. თუ ცდამ კანის მცირე ნაწილზე წარმატებით ჩაიარა, მაშინ დიმექსიდი გააზავეთ პროპორციით 1 : 10. სხვაგვარად რომ ვთქვათ: 1 ჩ. კ. პრეპარატი 10 ჩ. კ. წყალში. დაასველეთ ბამბის ტამპონი, წაისვით სახეზე და შეიშრეთ.


როცა გაშრება, სქელ ფენად დაიდეთ გელი. გაითვალისწინეთ, რომ რადგან ეს მასა შრება, პერიოდულად სახე წყლით დაინამეთ. მთელ პროცედურას 60 წუთი დასჭირდება. აიღეთ ტამპონი ან ხელსახოცი, გაწმინდეთ სახე და წაისვით რამე მსუბუქი კრემი. ასეთი პროცედურა კანის გასწორებას უწყობს ხელს: მცირე ნაოჭები ქრება, დიდი ნაკეცები კი შესამჩნევად სწორდება. რეგენერაციის პროცესი სახეზეა!


მადრამ ესეც ცოტაა. მათთვის, ვისაც სურს მეტი ეფექტის მიღება, ნაოჭების საწინააღმდეგო სოლკოსერილი _ ასაკთან ბრძოლის მხოლოდ ნაწილია. აუცილებლად ჩაიტარეთ ღრმა პილინგი (გაწმენდა ). ეს ჰოლივუდური რეცეპტი ჩვენს ქალებამდეც ჩამოვიდა.

შეიარეთ აფთიაქში და შეიძინეთ კალციუმის ქლორიდი ამპულებში, და საბავშვო საპონი. სხვა ძვირადღირებული საშუალებები არაეფექტურია.


image


გახსენით 2-3 ამპულა, კარგად დაასველეთ ტამპონი და სახე გაიწმინდეთ ორ -სამჯერ. თუ ცოტა წვა იგრძენით, ეს ნორმალურია. აცადეთ რომ შეშრეს, კარგად გაიქაფეთ ხელები და შეიზილეთ კანში მანამდე, სანამ კალციუმის ქლორიდი მოშორებას არ დაიწყებს. სწორედ ეს იქნება მკვდარი უჯრედებისგან გაწმენდვა, ფორების გათავისუფლება ჭუჭყისგან. მას შემდეგ, როცა ყველაფერს ჩამოიყრით სახიდან,
თბილი სველი პირსახოცით გაისუფთავეთ და წაისვით მსუბუქი, ნაკლებცხიმიანი კრემი.
მიიღებთ გასწორებულ, აბრეშუმივით რბილ სახეს. აი, სულ ესაა თქვენი პილინგი!


2
18909
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
18909
  
2016, 1 ივლისი, 20:23
სისხლზე დამზადებული რომაა ეტყობა მიტომააქვს ასეთი კარგი მახასიათებლები
2016, 1 ივლისი, 20:01
სოლკოსერილი ამპულებში წყლულოვანი დაავადების დროსაც ძალზე ეფექტურია.
ისე კი საბრალო ბოჩოლების სისხლით მზადდება...
0 1 2