x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
შეუძლია თუ არა ადამიანს ტელეპორტაცია?


image

1954 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ალბერტ აინშტაინი კალიფორნიის ერთ-ერთ საზღვაო ბაზაზე მეცნიერთა მცირე ჯგუფთან ერთად საიდუმლო ექსპერიმენტზე მუშაობდა. ექსპერიმენტი ტრაგიკულად დასრულდა. როდესაც სპეციალური დანადგარი ჩაირთო, იქვე, რეიდზე მდგომი მცირე სამხედრო ხომალდი თავის ეკიპაჟთან ერთად მოულოდნელად გაქრა. ექსპერიმენტი სასწრაფოდ შეწყვიტეს და გემზე ძებნა გამოაცხადეს. გემი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, იგი მშვიდად მიაპობდა იაპონიის ზღვის ტალღებს (რომელიც კალიფორნიიდან 6000 კილომეტრითაა დაშორებული), ეკიპაჟის ყველა წევრი მკვდარი იყო…
image

1935 წელს კენიაში მუშაობდა ინგლისელების ექსედიცია ვივიან ფუშის ხელმძღვანელობით. ორი კოლეგა – მარტინ შელფისი და ბილ დაისონი უცნობ კუნძულზე გაემართა. გავიდა თხუთმეტი დღე. მეცნიერები აღარ დაბრუნდნენ. შეშფოთებულმა ხელმძღვანელმა კუნძულზე მაშველთა რაზმი გაგზავნა. მათ მეგობრების კვალს ვერ მიაგნეს. კუნძულზე მხოლოდ აბორიგენების მიერ მიტოვებული სოფელი აღმოაჩინეს. გამოიძახეს თვითმფრინავი, რომელიც ორი დღის განმავლობაში დაფრინავდა კუნძულის თავზე, მაგრამ ვერავის და ვერაფერს მიაგნო. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფუშს უამბეს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, კუნძული ოდესღაც დასახლებული ყოფილა. ხალხი იჭერდა თევზებს, ნადირობდა, ვაჭრობდა მატერიკზე მცხოვრებ თანამემამულეებთან. მაგრამ გავიდა დრო და ისინი სანაპიროზე აღარ ჩნდებოდნენ.მაშინ კენიელებმა ზღვისპირა სოფელ ლოინგლანიდან კუნძულის დასაზვერად ტივი გააგზავნეს. კუნძულზე გადამსხდარი ხალხი განცვიფრებული შესცქეროდა მიტოვებულ სახლებს, ხელუხლებლად დარჩენილ ნივთებს და უკვე დამპალ თევზებს, ჩამქრალ კოცონებს.ადამიანები არსად ჩანდნენ. დაზვერვაზე მისულები სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. მას შემდეგ კუნძულზე მისვლის სურვილი არავის გასჩენია.
image

მრავალი ზეპირი გადმოცემის თანახმად, ადამიანების იდუმალებით აღსავსე გაუჩინარება ზოგჯერ მოწმეების თვალწინ მომხდარა. 1915 წლის 23 აგვისტოს, კონსტანტინოპოლის ახლოს განლაგებული სამხედრო ნაწილების ჯარისკაცებმა იხილეს უცნაურ ღრუბელში გახვეული მეტოქის სამხედრო ნაწილები, რომლებიც სწრაფად გაუჩინარდნენ. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 1943 წელს. ანომალიური მოვლენების ცნობილი ამერიკელი მკვლევარის, ჩარლზ ბერლიცის მონაცემებით, აშშ სამხედრო საზღვაო ძალები ატარებდნენ ექსპერიმენტს, რომლის დროსაც ფილადელფიის დოკიდან გაქრა სამხედრო ხომალდი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში გამოჩნდა ნორფოლა-ნიუპორტის დოკში, პორტსმოტის რაიონში. ეს ორი დოკი ერთმანეთისგან რამდენიმე ასეული მილით არის დაშორებული. ცოტა ხანში ხომალდი კვლავ გაქრა და ისევ ფილადელფიაში გამოჩნდა. ეკიპაჟი, რომელიც ამ დროის განმავლობაში ხომალდზე იმყოფებოდა, ვერაფრით ხსნიდა ამ მოვლენას: ოფიცრებისა და მეზღვაურების ნახევარი ჭკუიდან შეიშალა, ნახევარი კი მოკვდა. ეს საიდუმლო დაედო საფუძვლად მხატვრულ ფილმს “საიდუმლო ექსპერიმენტი”. რა იყო ეს – მასობრივი ჰალუცინაცია თუ რაღაც სხვა?

4
279
4-ს მოსწონს
ავტორი:ანა ქარჩავა
ანა ქარჩავა
279
  
ეჭვი მეპარება ამ ყველაფერში, როგორც სტატია მოსაწონია. ვნახოთ! დრო გვიჩვენბს ყველაფერს!
2016, 1 ივლისი, 11:10
მადლობა.
2016, 1 ივლისი, 9:46
რამდენი აუხსნელი რამ არის...საინტერესო სტატიაა. :)
2016, 1 ივლისი, 1:01
შეიძლება ტელეპორტაცია, მაგრამ თვითონ მეცნიერები ამბობენ იმას რომ ადამიანის სხეული ვერ გაუძლებს ამხელა ზეწოლას , თორე მეტალი და ნივთი შესაძლებელია ტელეპორტაციის მეშვეობით გადააადგილონ ...
0 1 4