x
image
alex999
Mediator image
რა ბედი ეწია მუამარ კადაფის უფროს ვაჟს? გაანთავისუფლეს თუ არა იგი ციხიდან?!
მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-ყადაფი - დაიბადა

1942 წლის 7 ივნისს, ხოლო გარდაიცვალა 2011 წლის 20 ოქტომბერს ლიბიაში.


ლიბიის დე-ფაქტო ლიდერი1969-2011 წწ. ცნობილია როგორც „პოლკოვნიკი კადაფი“. 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველი რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს. 2010-2011 წლებში არაბულ სამყაროს მოედო საერთო სახალხო მღელვარება რმელსაც არაბული გაზაფხული ეწოდა. ეს მღელვარებები ლიბიაში ფართომაშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ლიბიაში სამხედრო დაპირისპირება 2011 წლის 17 თებერვლიდან - 23 ოტომბრამდე გრძელდებოდა. რომელიც მუამარ კადაფის მკვლელობით და და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.


image



კადაფის შვილების უმეტესობაც დახოცეს, თუმცა მისი უფროსი შვილი სეიფულისლამ

კადაფი ამჟამად ლიბიის "ზიტანის" -ციხეში იმყოფება.


ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიბიის მთავრობამ სეიფ

კადაფის გათავისუფლების შესახებ აქტს მოაწერა ხელი, თუმცა ციხის სამმართველომ

ვრცელი წერილი გაავრცელა იმის შესახებ, რომ სეიფულისლამ (სეიფ) კადაფი ციხიდან

არ განთავისუფლებულა.


image


მოგახსენებთ, რომ ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის შვილი სეიფ ალ-ისლამი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დააკავეს 2011 წლის თებერვლის თვეში. სეიფ ალ-სილამი და მისი მცველები სამართალდამცავებმა საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. მათ ნიგერის ტერიტორიაზე სურდათ გადასვლა. 2011 წლის ივნისში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მუამარ კადაფის, სეიფ ალ-ისლამისა და ლიბიის დაზვერვის სამსახურის უფროსის აბდულ ას-სენუსის დაკავების შესახებ ორდერი გასცა. ალ-ისლამს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულიში ედება ბრალი.



0
566
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
566
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0