x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ექს-მოდელთან განქორწინება არაბ შეიხს შესაძლოა 200 მილიონი ფუნტი დაუჯდეს
რეკორდული ალიმენტის მოთხოვნით მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ლონდონში, რომელზეც ყოფილი ტოპ-მოდელი კრისტინა ესტრადა, რომელიც 13 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში არაბ შეიხთან - ვალიდ ჯაფალისთან, ამჟამად მისგან განქორწინების სანაცვლოდ, არც მეტი, არც ნაკლები,

196 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს, პლიუს ყოველწლიურად მილიონ დოლარს გარდერობის გასაახლებლად და კიდევ 50 ათასს საშობაო წვეულებებისათვის.


image



"მე მივეჩივე მდიდრულ ცხოვრებას"- აი, ყოფილი მოდელის რკინის არგუმენტი.


ყოფილი ტოპ-მოდელი და შემდგომში მაღალი წრის ქალბატონი კრისტინა ესტრადა ყოველთვის დიდი სიმპათიით იყო გამსჭვალული მდიდარი მამაკაცების მიმართ, თუმცა ხელსაყრელ ქორწინებას მან მხოლოს 2000 წელს მიაღწია, როცა 38 წლის ასაკში არაბეთის შეიხზე-მილიარდერ ვალიდ ჯაფალიზე დაქორწინდა.


image


ჯაფალისთან ქორწინებაში კრისტინამ 13 წელი გაატარა., თუმცა მათ ურთიერთობაში პრობლემებმა იჩინა თავი და 2013 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სამი წელი ფიქრობდა კრისტინა, როგორ ეძია შური ყოფილ ქმარზე და აი, სულ ცოტაოდენი ხნის წინ მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ყოფილი ქმრისაგან ალიმენტის სახით 196 მილიონ ფუნტ სტერლინგს თხოულობდა. რა თქმა უნდა, პროცესზე მოსამართლემ ქალს თხოვა დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნის ადეკვატურობა, რაზედაც კრისტინამ მოკლე და ამომწურავი პასუხი გასცა: "სწორედ ასეთ ცხოვრებას მივეჩვიე მე ქორწინებაში ყოფნის დროს".


image


გარდა ამისა, ესტრადამ სასამართლოს წარუდგინა სია, თუ რისთვის სჭირდება მას ამდენი ფული: " 21 ათასი ყოველწლიურად მე მჭირდება ფეხსაცმელების შესაძენად, რადგან ზუსტად ამდენი ღირს ის ფეხსაცმელი, რომელსაც მე ვატარებ, - ამბობს 54 წლის ექს-მოდელი, - 39 ათასი მესაჭიროება მაჯის საათების შესაძენაქდ, კიდეც 105 ათასი ჩანთებისათვის, 28 ათასი - უიმბლდონის ტურნირის ბილეთისათვის, ხოლო 485 ათასი იახტით ორკვირიანი გასეირნებისათვის; კიდევ 247 ათასი ფუნტი პარიზის საპრეზიდენტო აპარტამენტებში მდებარე ოტელ ''რიცში'' ორი კვირით საცხოვრებლადაა განკუთვნილი, ხოლო 50 ათასი წვრილმანი ხარჯებისათვის. აი, სწორედ ესაა ის ცხოვრების სტილი, რომელსაც მე 13 წლის განმავლობაში მივდევდი", - სრულიად სერიოზულად განაცხადა კრისტინამ სასამართლოზე.


image


შეიხ ჯაფალის ადვოკატები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ცდილობენ გააბათილონ თავიანთი კლიენტის ექს-მეუღლის არგუმენტები; ასე, მაგალითად, კრისტინას მოთხოვნებში იყო 12 ათასი ფუნტი წელიწადში რამდენჯერმე ოპერაზე დასასწრებად. ცდილობდა რა სასამართლოსათვის დაემტკიცებინა თავისი მოთხოვნის ადეკვატურობა, ქალმა განაცხადა, რომ ოპერის გარეშე ცხოვრება მას არ შეეძლო, მაგრამ როცა შეიხის ადვოკატმა მას სთხოვა დაესახელებინა თუნდაც ერთი ოპერის სახელი, მან ეს ვერ შეძლო. როგორც ჩანს, ქალს საოპერო სპექტაკლებს საღამოს ხმაურიანი, გლამურული წვეულებები ურჩევნია.


image


თუმცა ყველაზე მხურვალე დებატები უძრავი ქონების შესახებ კამათმა გამოიწვია. კრისტინას მალე მოუწევს სურათზე გამოსახული მდიდრული სასახლის დატოვება, რომელიც უინძორების სასახლის ახლოს მდებარეობს და მას სულაც არ უნდა, ნაკლებ ფუფუნებაში იცხოვროს. ქალი მოითხოვს საკუთარ სახლს აუზითა და ყოველგვარი ფუფუნებით ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ რაიონში -ბელგრავიაში, რომელიც 55 მილიონი ფუნტი ღირს. მისი ანგარიშით, კიდევ 6, 5 მილიონი დაჭირდება სახლის საკუთარ გემოვნებაზე გადაკეთებას. ადვოკატის კითხვაზე, რით არ აკმაყოფილებს მას იგივე ბელგრავიაში მდებარე ჯაფალის კუთვნილი სასახლე, რომელიც 6, 5 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, ქალმა უპასუხა, რომ ის მეტისმეტად პატარაა მისთვის, არადა, ადვოკატების განმარტებით, სასახლეში 56 ოთახია.

ანგარიშის წამოყენების შემდეგ კრისტინა თავისი გამოსვლის ემოციურ ნაწილზე გადავიდა. მან კარგად იცის, რომ ყველაზე მკაცრი მოსამართლის გულიც კი უძლურია ბავშვის ცრემლების წინაშე. ცრემლიანი ხმით მოუყვა მან სასამართლოს თავისი მოზარდი გოგონას ნათქვამი, რომელმაც ვითომდა შიშით ჰკითა დედას: '' ახლა მე ღარიბი გოგონა ვიქნები?"


image


შეიხ ჯაფალის ამჟამად არ შეუძლია თავად უპასუხოს სასამართლოზე ყოფილი ცოლის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. ის ამჟამად მკურნალობის კურსს გადის შვეიცარიაში, რადგან კიბოს მძიმე ფორმა აღმოაჩნდა. შეიხის ადვოკატების სიტყვით, მისი ექს-მეუღლის პრეტენზიები იმდენად გაზვიადებულია, რომ ადამიანს გაოცებისაგან შეიძლება პირი დარჩეს ღია. როგორ დასრულდება ეს მარათონი, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტი ერთია: ესტრადას და მის მცირეწლოვან გოგონას ღარიბული ცხოვრება ნამდვილად არ ემუქრებათ.




0
290
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0