x
image
alex999
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე საშინელი 10 ციხე!

image

ციხე ოდითგანვე მხოლოდ საპყრობილეს არ წარმოადგენდა, იქ მოხვედრილ ადამიანებს ყოველთვის ელოდებოდა სხვადასხვა წესით ტანჯვა- წამებაც. ციხის წესები თითქმის ყოველ წელს იცვლება. ფაქტია, რომ ციხეში მოხვედრილ ადამიანებს ცხოვრება დღითიდღე უმარტივდებათ. თუმცა არის ისეთი საპყრობილებიიც, სადაც არცერთ მოქალაქეს არ აქვს სურვილი, რომ მანდ მოხვდეს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, მსოფლიოს 10 ყველაზე საშინელ ციხეს და დეტალებს მათ შესახებ!



1. Rikers Island - ნიუ იორკი, აშშ

image

ცნობილი სერიალი - "Law & Order" არის ამ ციხიდან შთაგონებული. ციხე პოპუარულია სხვადასხვა სისასტიკეებით. თვით კუნძულზეც რამოდენიმეჯერ დაფიქსირებულა ლინჩის სახით ადამიანის დასაჯავა და ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები. უკანასკნელად 2014 წელს რაიკერსის ციხეში 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი ცემით მოკლეს!





2. გლდანის ციხე - თბილისი, საქართველო

image

გლდანის ციხე პოპულარული გახდა 2012 წლის მოვლენებით, ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყანაში გამოიძიეს ციხეში გაუპატიურების კადრები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ჩანაწერებში ნაჩვენებია ბადრაგები, რომლებიც სისტემატიურად ამცირებენ და ცემენ პატიმრებს. გლდანის ციხე უდიდესია ციხეა საქართველოში. როგორც ხედავთ, ნებისმიერ სტატიაში, სადაც სასტიკ და საშინელ ციხეებს ეხება თემა, გლდანის ციხე ყველგან ხვდება!





3. ლა სანტე - პარიზი, საფრანგეთი

image

პატიმრებთან ერთად, ეს ციხე მასპინძლობს ტილებსა და ცოფიან ვირთხებს! კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება, რომლის საშულებითაც ლა სანტეს ციხე ამ რეიტინგში მოხვდა, არის სასტიკი ინსპექტორების ქცევა პატიმრებისადმი. ციხეში იმდედან საშინელი სიტუაციაა, რომ 2002 წელს 73 პატიმარი დასალევი წყლით გარდაიცვალა!





4. სან ხუან დე ლურიგანჩო - ლიმა, პერუ

image

ციხის მაქსიმალური ტევადობა გათვლილია 2500 კაცისთვის, მაგრამ დღეს ამ ციხეში 7000 პატიმარია. ციხე სამხრეთ ამერიკის ყველაზე საშინელ ციხედ ითვლება, აქ მიმდინარეობს ნარკო-ვაჭრობა, დაუნდობელი ორთაბრძოლები ფულზე და ასევე მამლების ჩხუბიც.





5. შავი სანაპიროს ციხე - ეკვატორული გვინეა

image

ციხე პოპულარულია ძალიან ბევრი უარყოფითი თვისებებით. მათ შორის თაგვების ჭარბი რაოდენობით და საკვების ნაკლებობით, ამ ორი უკანასკნელი მიზეზის გამო, ყოველწლიურად ციხეში ათობით ადამიანი კვდება!





6. ბუტირკის ციხე - მოსკოვი, რუსეთი

image

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხე! თავდაპირველად კურდების ბუნაგსაც ეძახდნენ. ციხე არსებობს 1600 წლიდან დღემდე. ციხის თითო საკანში დაახლოებით 10 პატიმარს ათავსებენ, აქედან გამომდინარე ციხეში დიდი სიბინძურე სუფევს, ამ ციხეში ხშირია ტუბერკულოზი და შიდსის დაავადებებიც.





7. კამიტის მაქსიმალური უსაფრთხოების ციხე - ნაირობი. კენია

image

ციხის მაქსიმალური ტევადობა გათვალისწინებულია 800 კაცისთვის, მაგრამ დღესდღეობით ციხეში 3000 კაცზე მეტი პატიმარია, ამ საპყრობილეში ადვილად ვრცელდება ქოლერის დაავადება, ხშირ შემთხვევაში პატიმრები შიმშილითაც კვდებიან.





8. გიტარამას ცენტრალური ციხე - რუანდა

image

ზემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ პატიმრებს გიტარამას ცენტარალურ ციხიდან(რუანდა, აფრიკის კონტინენტი). როგორც ამ სტატიაში ჩამოთვლილი ყველა ციხე, აქაც საშინელი სიტუაციაა. ციხის ტევადობა განკუთვნილი იყო მხოლოდ 400 კაცისთვის, მაგრამ აფრიკაში მიმდინარე შიდა ომებიდან (1990 წელს) გამომდინარე, რუანდის საპყრობილეში 7000 პატიმარი დაამწყვდიეს. როგორც ცნობილია, აქ პატიმრები თავის სარჩენად ადამიანების ხორცით იკვებებოდნენ.





9. ბანაკი 22 - ჰერიონგი, ჩრდილოეთ კორეა

image

ბანაკი 22 - ცოტა არიყოს უცნაური საპყრობილეა. ამ საპყრობილეში უმეტესად პოლიტ-პატიმრებს ათავსებენ. ციხის უცნაურობას წარმოდგენს ის ფაქტი, რომ როდესაც პატიმრის მნახველები შედიოდნენ, მათი 90% სახლში უკან აღარ ბრუნდებოდნენ. დანარჩენს თავად მიხვდით, თუ რა ხდებოდა ამ საშინელ საპყრობილეში.





10. ბენგ ვანი - ბანგკოკი, ტაილანდი

image

ჩვენი ჩამონათვალის ბოლო ციხე. როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, უეჭველად ბანგ ვანის ციხეც სასურველ საპყრობილეს არ წარმოადგენს. ციხეს ასევე უწოდებენ "ბანგკოკ ჰილტონსაც". ამ ტაილანდურ ციხეში გაუპატიურებიდან დაწყებული, დახვრეტამდე კანონით არ იკრძალება.







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
3710
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3710
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0