x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას გზას არ დაუთმობს შემდეგნაირად უნდა დაჯარიმდეს

image ხშირად ხდება როცა გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად ვერ მიდის პაციენტთან, რაც კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის პაციენტის ოჯახის წევრებსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას შორის.
არა და უმეტეს შემთხვევაში ორივე მხარე მართალია, პაციენტის ოჯახი ბუნებრივია იმისათვის იძახებს სასწრაფო დახმარებას დროულად რომ მიიღოს დახმარება, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ინტერესშიცაა დროულად მივიდეს გამოძახებულ ოჯახში და დროულად მიიღოს საჭირო ზომები.
ასეთ შემთხვევებში დამნაშავეა არა სასწრაფო დახმარების ბრიგადა არამედ "ლიხაჩი" მძღოლები რომლებიც ყველა მისაღებ თუ მიუღებელ ხერხებს მიმართავენ ოღონდ კი გზაზე შექმნილი საცობიდან გავიდნენ და ამ დროს დაბრკოლებას უქმნიან სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელიც სირენა და ციმციმა ჩართული იძულებულია დაელოდოს გზის გახსნას, ამ დროს კი მძიმე ავადმყოფი და მისი ოჯახი მოუთმენლად ელოდება ბრიგადის გამოჩენას, დაგვიანებით მისულ ბრიგადას კი დამნაშავესავით უწევს თავის მართლება.
თავად შევესწარი ანალოგიურ სიტუაციას– გადატვირთულ ქუჩაზე მოვყევი საცობში, სადაც სირენა ჩართული და ავარიული მაშუქების ციმციმით მდგარი სასწრაფო დახმარების მანქანაც იყო გაჩერებული.
მანქანიდან გამოსული მძღოლი წინ და უკან მდგარი მანქანების მძღოლებს ეხვეწებოდა: ავადმყოფ ბავშვთან ვართ გამოძახებული და იქნებ ან წინ გამატაროთ ან უკან გასვლის საშუალება მომცეთ დროულად რომ მივიდე ადგილამდეო!
არ ვიცი რამ გააბოროტა ასე ზოგიერთი, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის მუდარას შედეგი არ მოჰყოლია მანამ, სანამ უზარმაზარი ჯიპიდან ზორბა ტანის ახალგაზრდა მამაკაცი არ გადმოვიდა რომელმაც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ხელი ჩაავლო ერთერთი მსუბუქი მანქანის გვერდითა ფრთას და ბორდიურისაკენ მძღოლიანად მარტომ გაათრია, ამის დანახვაზე ბევრი სხვაც გადმოვიდა მანქანებიდან და ასე ხელით დაიწყეს იმ მანქანების გაწევა ბორდიურისაკენ რომლებიც ხელს უშლიდა სასწრაფო დახმარების მანქანას საცობიდან გასვლაში, მალევე მოვიდა საპატრულო ეკიპაჟიც რომელმაც შესაშური ოპერატიულობა გამოიჩინა და საკმაოდ სწრაფად გაუხსნა გზა სასწრაფო დახმარების მანქანას.
ჯიპიდან გადმოსული ახალგაზრდა მამაკაცი კი როგორც გამოირკვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ძალოსანი აღმოჩნდა (შემეძლო მისი სახელი და გვარიც დამედო, მაგრამ ჩავთვალე მისი ნებართვის გარეშე ამისი გაკეთება არ იქნებოდა მართებული), რომელიც ზღვაზე ყოფილა ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩამოსული.
მეც და სხვებმაც იმ ახალგაზრდასაც და საპატრულო ეკიპაჟსაც მადლობა გადავუხადეთ გზის გახსნისათვის.
როგორც კი შევუხვიე ჩემს ქუჩაზე დავინახე მეზობლის სახლთან გაჩერებული სასწრაფო დახმარების მანქანა, ბუნებრივია ეგრევე მეზობლის სახლისაკენ გავემართე, როგორც აღმოჩნდა ოჯახის შვილიშვილს 6 წლის ბიჭუნას ასთმური შეტევა ჰქონდა და შეშინებულმა ოჯახმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
ოჯახში კი საკმაოდ ხმამაღალი შელაპარაკება მოხდა სასწრაფო დახმარების ბრიგადასა და პაციენტის ნათესავებს შორის ბრიგადის დაგვიანების გამო, შესვლისთანავე ვიცანი სასწრაფოს მძღოლი რომელიც გზაზე მძღოლებს გზის დათმობას სთხოვდა და ბავშვის მამას ვუთხარი კიდეც ბრიგადის ბრალი რომ არ იყო დაგვიანება, რის შემდეგაც კონფლიქტი ამოიწურა და ოჯახის უფროსმა ბოდიში მოუხადა სასწრაფო დახმარების ბრიგადას.
აქედან გამომდინარე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს–აღჭურვონ სასწრაფო დახმარების მანქანები ვიდეორეგისტრატორებით, რომელიც დააფიქსირებს იმ გარეწარ მძღოლებს რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად არ უთმობენ გზას სიცოცხლის გადასარჩენად მიმავალ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს.
ვიდეორეგისტრატორების მიერ გადაღებული მასალები მიეწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად.
პირველ შემთხვევაში მსგავსი მძღოლები დააჯარიმონ მინიმუმ 200 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 1000 ლარით, ხოლო მესამე შემთხვევაში დაისაჯონ მართვის მოწმობის ჩამორთმევით 1 წლის ვადით, მეოთხე შემთხვევაში კი მანქანის კონფისკაციით, მანქანები გაიყიდოს აუქციონის წესით და მიღებული თანხა მოხმარდეს სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოპარკის შესავსებად.
პ.ს
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძირითადად ძვირადღირებული მანქანების მძღოლები "ლიხაჩობენ", ვფიქრობ საკმაოდ სოლიდური თანხა შეგროვდება სასწრაფო დახმარების ავტოპარკის შესავსებად, თუნდაც მაღალი გამავლობის მანქანების შესაძენად.

2
164
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
164
  
2016, 30 ივნისი, 13:57
არა უბრალოდ მე შევთავაზე, უბრალოდ ასეთი სახის დაჯარიმება თუ გამოიღებს შედეგს.
2016, 30 ივნისი, 13:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2