ბენი ჰარლემმა და მისმა ექვსი წლის გოგონამ ინტერნეტში პოპულარობა მოიპოვეს თავიანთი ფუმფულა კულულების, არაჩვეულებრივი ვარცხნილობების და ერთმანეთისადმი ძალიან თბილი დამოკიდებულების გამო.
ბენი ჰარლემი _ მოდელი, მხატვარი და მუსიკოსი, ცხოვრობს რა ბევერლი-ჰილზში
– საკუთარ და თავისი გოგონას ჯექსინის სურათებს ათავსებს ინსტაგრამზე. სადაც მათ
უკვე 142 000 გამომწერი ყავთ.
ორივე პოზირებს როგორც აფრიკულ ტრადიციულ, ასევე სხვა ჩაცმულობებში.
არაჩვეულებრივი წყვილის თაყვანიმცემლებს განსაკუთრებით აღაფრთოვანებთ მათი
ვარცხნილობები. The Daily Mail-ს ჰარლემმა მოუთხრო, რომ ისინი საკუთარი წარმოების შამპუნს იყენებენ, რაშიც მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები შედის.
„ ჩემმა გოგონამ უნდა იცოდეს, რომ პირველ რიგში თუ საკუთარი თავი ეყვარება, სიყვარული მიიზიდავს მასთან მეგობრობას, ურთიერთობას“ _ აღიარა ჰარლემმა. ჯექსინის მამა თვლის, რომ ვალდებულია ასწავლოს მას „ ბუნებრივი ელეგანტურობა“, მისცეს მას თავდაჯერებულობა და აღზარდოს უშიშარი.