x
image
მანჩო 777
სრულყოფილება, რომელიც არსებობს - ანუ პერფექციონისტების სამოთხე
ჩვენს ირგვლივ სამყარო სავსეა ქაოსით, დისჰარმონიითა და ორომტრიალით. თანამედროვე ეპოქის ადამიანები გიჟური რიტმით ცხოვრობენ, ისინი გამუდმებულ მოძრაობაში არიან და განუწყვეტლივ ეხეთქებიან სამყაროს უკიდეგანო ნაპირებს. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს გვსურს გავაკეთოთ ის, რაც გვინდა, მაგრამ დროდადრო ვხვდებით, რომ არანაკლებ სასიამოვნოა მოწესრიგებული, ჰარმონიული, ორგანიზებული გარემოს შექმნა ჩვენს ირგვლივ.


image


ამ პოსტში თქვენ ნახავთ ოც ფოტოსურათს, რომლებიც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ამ ქაოსურ სამყაროში მაინც მოიძებნება წესრიგი და ჰარმონია. თუ თქვენს შორის ორიოდე პერფექციონისტი მაინც მოიძებნება, მათ შეუძლიათ უსასრულოდ დატკბნენ ამ იდეალური წესრიგითა და სილამაზით.


ელექტროსისტემაშიც კი შეიძლება იყოს რაღაც ლამაზი და ჰარმონიული



image


ხედავთ?- უბრალო კედელიც კი შეიძლება გახდეს იდეალურად მოწესრიგებული


image


თვალების დასატკბობი საშუალებაა, არ მეთანხმებით?


image


მას, ვინც ეს გააკეთა, დიდი რესპექტი ეკუთვნის უსაზღვრო მოთმინებისათვის


image


ნამდვილი სრულყოფილება


image


წესრიგი ყველგან და ყველაფერშია საჭირო, მათ შორის სამზარეულოშიც


image


გასაოცარი ჰარმონია



image


როგორც ჩანს, ბუნებაც არანაკლები პერფექციონისტია



image


იქნებ თქვენც გეცადათ ამის გაკეთება


image


როგორც ჩანს, ამ ფრინველმა კარგად იცის კამუფლიაჟის და სიმშვიდის ფასი


image


აი, როგორ უნდა მიირთვათ ჩიპსები


image


ბუდისტმა ბერებმაც კარგად იციან ორგანიზებულობის ფასი


image



აი, მესმის სანახაობა..გამოცდილი ბარმენის ნამუშევარი


image


კომბოსტოც შეიძლება იყოს სრულყოფილი


image


კოსმიურ წესრიგს ზოგჯერ მზეც კი ემორჩილება..აი რას ნიშნავს ბნელეთის და სინათლის გასაყარი


image


პერფექციონისტების სუპერმარკეტი


image


ყველაზე პერფექციონისტული ტორტი მსოფლიოში


image


იდეალურად მოთავსდა


image


შეშა, დაწყობილი მოჭრილი ხის სილუეტზე


image


აი როგორ უნდა ჭამოთ ეს კანფეტები


image



პ.ს. მაინც რას ნიშნავს სიტყვა ''პერფექციონისტი" და რა ნიშან - თვისებებით გამოირჩევიან ამ "სენით" დაავადებული ადამიანები? - შევეცდები მოკლედ განგიმარტოთ:
თანამედროვე ფსიქოლოგიაში პერფექციონისტებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად სრულყოფისკენ, უნაკლობისკენ სწრაფვა ახასიათებთ. თითქოს შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ მეცნიერები გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამენ და პერფექციონიზმს "მაღალი სტანდარტების დაავადებას" ან "ფრიადოსნობის სინდრომს'' უწოდებენ, რადგან წესრიგისა და იდეალურობისაკენ ზღვარგადასულ მისწრაფებას ადამიანი ხშირად მიჰყავს გონების გადაღლამდე და სერიოზულ ფსიქიკურ გართულებებამდე. ასე რომ, ნუ ეცდებით იყოთ ზედმეტად იდეალურები, დატკბით ცხოვრებით და იყავით ბედნიერნი.


13
1387
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1387
  
2016, 7 ივლისი, 20:52
კი ..ულამაზესია :)
2016, 7 ივლისი, 13:00
""შეშა, დაწყობილი მოჭრილი ხის სილუეტზე"" ძაან მაგარია
2016, 5 ივლისი, 21:23
საჩემო სტატიაა :) აი პერფექციონისტების სუპერმარკეტი კი ყველაზე მეტად მომეწონა. ისე, არ გავს საქართველოს ბაზარს? ყველი და ხორცი რომ ერთად ყრია და ყველაფერს მწერები ასხდებიან :D უბრალოდ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!
2016, 1 ივლისი, 20:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 30 ივნისი, 19:50
გამოგივათ :)
2016, 30 ივნისი, 13:54
ეხ დრო იყო მასეთ ფერად ყავას მეც ვაკეთებდი ხოლმე. 4 წელია აღარ გამიკეთებია. იმედია ისევ გამომივა
2016, 30 ივნისი, 10:15
ჯარიმა კი ამას მართლაც უშველიდა, მაგრამ არ აკონტროლებენ! მასას ნამდვილად ვერ შეცვლი, მაგრამ პროგრესი თითქოს იგრძნობა...
2016, 30 ივნისი, 10:09
მასა?--მასას რას გაუგებ..აი, ახლაც, ვიღაც ბიჭა ჩემი საკონდიტროს წონ ჩაიარა და ნახევარდ დამწვარი სიგარეტი ძირს მოისროლა, არადა ნაგვის ურნა ორ ნაბიჯზეა :( მოდი და ეცადე ამის შემდეგ სამყაროს გალამაზებას.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10