x
image
melody_inside
15 საიდუმლო აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებზე, რაც თქვენ არ იცოდით

მალე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი. ჩვენი დროის ერთი თავისებურება ის არის, რომ დღეს თითოეული კანდიდატის შესახებ ბევრი რამე ვიცით: ინტერნეტი სავსეა ინფორმაციით ბერნი სანდერსზე, დონალდ ტრამპზე და ჰილარი კლინტონზე. წარსულში ინფორმაციის წვდოვის დონე სულ სხვანაირი იყო, ამიტომ ზოგიერთი პიკანტური მომენტი ამომრჩევლების და მხარდამჭერების გვერდის ავლით ხდებოდა. დროა გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს!

image


15. ლინდონ ბეინს ჯონსონი და მისი ...

ლინდონ ბეინს ჯონსონი პრეზიდენტი გახდა კენედის მკვლელობის შემდეგ და ამ თანამდებობაზე იყო 1963 წლიდან 1969 წლამდე. ჯონსონი „ გაგიჟებული“ იყო
თავის მამაკაცურ ღირსებაზე: ის მას „ჯამბო“-ს ეძახდა და ადმინისტრაციის
თანამშრომლებს ეუბნებოდა -„ ოდესმე გინახავთ ასეთი დიდი?“. გარდა ამისა მას ჰქონდა ცუდი ჩვევა მოეშარდა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.

image


14. ჯეიმს ბიუკენენი: შესაძლო გეი
დღეს იყო გეი - არც ისე დიდ რამეს წარმოადგენს, ვიდრე ეს იყო 1800 წლებში. მაშინ საქმე სულ სხვაგვარად იყო! ჯეიმს ბიუკენენი დემოკრატი იყო და პრეზიდენტის პოსტზე იმყოფებოდა 1857- 1861 წლებში. ის არასოდეს არ დაოჯახებულა, მხოლოდ ერთ ქალზე ზრუნავდა ახალგაზრდობაში და მთელი ცხოვრება მარტო იყო. ბევრი ფიქრობდა რომ ის იყო ასექსუალი, მაგრამ ის უფრო გეი იყო: მის პარტნიორად ითვლებოდა უილიამ რუფუს კინგი, ალაბამის სენატორი. სიცოცხლეშივე მათ წყვილად მოიხსენიებდნენ!
image


13. მილარდ ფილმორი: თავისი მასწავლებელი მოიყვანა ცოლად


ფილმორი პრეზიდენტი გახდა 1850 -იან წლებში, როდესაც ზაქარი ტეილორი გარდაიცვალა. მომავალ მეუღლეს - ებიგელს- ის პირველად შეხვდა ნიუ-ჰოუპის აკადემიაში როგორც თავის მასწავლებელს. ახლანდელი თვალსაზრისით არც თუ ისე სკანდალური მომენტით, ის მხოლოდ 19 წლის იყო მაშინ. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ამ პრეზიდენტს გარკვეულ შარმს მატებს!

image


12. ენდრიუ ჯექსონი: პრაქტიკულად დაუმარცხებელი

როგორც ასეთი ეს სამარცხვინო საიდუმლო კი არაა- პრაქტიკულად სუპერშესაძლებლობა უფროა. ენდრიუ ჯექსონის დუელებისადმი სიყვარული ( მარტო მეუღლის პატივის დასაცავად მან 100-ჯერ იბრძოლა ), წარმატებები მასში, არაჩვეულებრივი უნარი გაუძლოს ტკივილს და ამტანობა- გამორჩეულს ხდის ამ საოცარ პრეზიდენტს. დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე ომში ის ტყვედ ჩავარდა ბრიტანელებთან და შიმშილით იღუპებოდა _ სავარაუდოდ სწორედ ამან გამოაწრთო მისი ხასიათი და ჯანმრთელობა: შემდგომში ის იტანჯებოდა მალარიით და ჩუტყვავილით, მაგრამ ავდმყოფობებმა მას ვერ აჯობეს. შეიძლება მისი პორტრეტის „ ტკბილ დეტალად“ ჩაითვალოს ის, რომ სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამერიკელი ინდიელების ძალადობრივ გადასახლებაზე.
image


11. უილიამ ჰოვარდ ტაფტი: აბაზანაში გაეჭედა
ჩვენი დროის ამერიკელი პრეზიდენტები საკმაოდ კარგად გამოიყურებიან: ადრე ამ პოსტს საკმაოდ ტანსრული ადამიანები იკავებდნენ. მაგრამ მათ შორის ვერცერთი ვერ
შეედრება უილიამ ჰოვარდ ტაფტს! ის 160 კგ-ზე მეტს იწონიდა და როგორც ყვებიან,
ერთხელ ... თეთრი სახლის აბაზანაში გაეჭედა! უმრავლესობა ჩვენთაგანი აბაზანაში გაჭედვის შემდეგ დასკვნას გააკეთებდა, რომ დროა თავი დავანებოთ ფუნთუშებს, მაგრამ არა ტაფტი: მან უბრალოდ ბრძანება გასცა შეეკვეთათ უფრო ფართე აბაზანა.

image


10. შესაძლებელია რამდენიმე პრეზიდენტი კუ- კლუკს-კლანის წევრები იყვნენ


აშშ-ს ბევრი პრეზიდენტი ღია რასისტი იყო, მაგრამ ხუთმა მათგანმა ყველას გაასწრო: ისინი კუ- კლუკს-კლანის წევრები იყვნენ. ესენი არიან უილიამ მაკ-კინლი, ვუდრო ვილსონი, კალვინ კულიდჟი, უორენ ჰარდინგი და ჰარი ტრუმენი. ამ ბრალდების
უმრავლესობა რეალურ საფუძველს მოკლებულია, მაგრამ ჰარდინგი და ტრუმენი ამ
ორგანიზაციაში თითქმის ნამდვილად იყვნენ. ამის შემდეგ ობამას პრეზიდენტობა ნამდვილად ძნელი წარმოსადგენი იყო!
image


9. თომას ჯეფერსონი და მონასთან გაჩენილი შვილი

ზოგიერთ ადამიანში ახლაც შოკს იწვევს ის ფაქტი, რომ ფუძემდებელი- მამები
ლეგალურად ფლობდნენ მონებს. უფრო მეტიც: ზოგიერთი მათგანი თავის მონებთან იწვნენ კიდეც! მაგალითად, თომას ჯეფერსონი. მის სიცოცხლეშივე გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ მეუღლის სიკვდილის შემდეგ 6 შვილი შეეძინა მონა სალი ჰემინგსისგან. მეცნიერები დღემდე კამათობენ მათ ზუსტ რაოდენობაზე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჰემინგსი მისი საყვარელი იყო, უდაოა.
image


8. ჯორჯ ბუში: მარდჟ შედინგერი

პრეზიდენტ ბუშს თავის ქვეყანაში ძალიან ორაზროვანი რეპუტაცია აქვს. 2002 წელს მას ბრალად ედებოდა გოგონა მარდჟ შედინგერის გაუპატიურება. ის ამტკიცებდა, რომ მოაქციეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და შემდეგ ძალა იხმარეს მასზე_ ესენი იყვნენ ბუში და ფბრ-ის რამდენიმე ოფიცერი. ეს ისტორია ახალ ამბებში თითქმის არ განხილულა, მაგრამ თავისი სარჩელის შეტანიდან ერთი წლის შემდეგ შედინგერი თავის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს _ ამტკიცებდნენ, რომ მან თავი მოიკლა.
image


7. უორენ ჰარდინგი, ფრანკლინ რუზველტი, ვუდრო ვილსონი, ლინდონ ჯონსონი,
ჯორჯ ბუში - უფროსი: ქორწინების გარეშე კავშირები

ყველამ იცის ბილ კლინტონის და მონიკა ლევინსკის შესახებ, უმრავლესობამ იცის კლინტონის სხვა „სიყვარულზეც“, ჯენიფერ ფლაუერსზე და თითქმის ყველამ იცის კენედის საყვარლების შესახებ, მერილინ მონროს ჩათვლით. ჯეფერსონიც მოვიხსენიეთ. მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ პუნქტში ჩამოთვლილი პრეზიდენტების სასიყვარულო ისტორიების შესახებ! უორენ ჰარდინგს ორ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და ერთი
მათგანისგან შვილიც კი ჰყავდა. ფრანკლინ რუზველტს თავისი მეუღის მდივანთან ჰქონდა რომანი. ჯონსონი წლების მანძილზე ინარჩუნებდა ურთიერთობას ელის გლასთან, და როგორც ჩანს მისმა მეუღლემაც იცოდა ამის შესახებ. ჯორჯ ბუშ უფროსს
ბრალი ედებოდა თავის ასისტენტთან ურთიერთობაში, ხოლო ვუდრო ვილსონს _ ქალბატონ მერი პეკთან.
image


6. რონალდ რეიგანი: სელენა უოლტერსი

რონალდ რეიგანი სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, მსახიობი იყო. ეს ბევრმა იცის,
მაგრამ უმრავლესობისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ მსახიობი სელენა უოლტერსი ამტკიცებდა, რომ რეიგანმა ის 1950-იან წლებში გააუპატიურა. როცა ეს 1991 წელს საჯაროდ გახმაურდა, რეიგანი არც აღიარებდა და არც უარყოფდა ამ ფაქტს.
image


5. გროვერ კლივლენდი: ყველაზე საშინელი სექსუალური სკანდალი ამერიკის ისტორიაში.

კლივლენდი რომ ჩაგვეთვალა პუნქტში „ პრეზიდენტები, რომლებსაც საყვარლები
ჰყავდათ“ ხელი შეუშალა იმან, რომ რაც მან გააკეთა, მის დაოჯახებამდე მოხდა. მან პაემანზე დაპატიჟა ქალი სახელად მარია ჰელინი, ვახშმის შემდეგ კი შეიჭრა მის სახლში და გააუპატიურა. ამის შემდეგ ის მოკვლით დაემუქრა, მომხდარზე ვინმეს თუ მოუყვებოდა. ჰელინი დაფეხმძიმდა; ბავშვის დაბადების შემდეგ ის საგიჟეთში წაიყვანეს, შვილი კი აღსაზრდელად სხვას გადასცეს.

image

4. ფრანკლინ დელანო რუზველტი: იაპონელების ძალადობრივი დეპორტაცია

პრეზიდენტი რუზველტი აშშ-ს ისტორიაში ხშირად აისახება როგორც ე. წ. სუპრმენი,
რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა დიდი დეპრესიისგან და მეორე მსოფლიო ომისგან. მაგრამ მის ქმედებებს შორის არის არც თუ ისე მაამებელი ფაქტები. პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ იაპონია ამერიკის მტერი გახდა, შტატებმა ამის პასუხად მხოლოდ
ჰიროსიმა არ დაბომბეს: რუზველტმა ბრძანება გასცა 100 000-ზე მეტი იაპონელი, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიაზე ცხოვრობდა, საკონცენტრაციო ბანაკებში გააეგზავნათ.
image


3. ულის გრანტი: ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტი?

როცა საუბრობენ აშშ-ს კორუმპირებულ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, პირველ
რიგში თავში მოგვდის თანამედროვეები- ტელევიზიისა და პრესის წყალობით. მაგრამ, შესაძლებელია ულის გრანტის ადმინისტრაცია ყველაზე კორუმპირებული იყო. პოსტზე ყოფნის მთელი რვა წლის მანძილზე მას ადანაშაულებდნენ ნეპოტიზმში - თანამდებობებზე ადამიანების პროტექციით დაწინაურებაში. ხოლო 1869 წლის „შავმა
პარასკევმა“ თითქმის მთლიანად დაშალა ამერიკის ეკონომიკა, რაც დაკავშირებული იყო
მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ინვესტორების მოღვაწეობასთან. ამის გარდა, მის ადმინისტრაციაში ყველა დაუფარავად იღებდა ქრთამს!
image


2. ავრაამ ლინკოლნი: თავისი დროის რასისტი

ამერიკელების დიდი ნაწილი ლინკოლნს აღიქვამენ როგორც კეთილ ანგელოზს, რომელმაც გაიმარჯვა სამოქალაქო ომში და გაათავისუფლა მონები. მაგრამ მოდით სიმართლე ვთქვათ: ეიბს საერთოდ არ აინტერესებდა შავკანიანების ტანჯვა. ისინი მონობისგან გაათავისუფლა არა იმიტომ, რომ სიმპატიით იყო განწყობილი მათდამი,
უბრალოდ პოლიტიკის გამო. უფრო მეტიც, ლინკოლნს სჯეროდა რასობრივი უპირატესობის და შერეული ქორწინების აკრძალვის!

image

1. რიჩარდ ნიქსონი: მთავარი როლი ითამაშა კამბოჯიის გენოციდში

ყველამ იცის უოლტერგეისტის სკანდალის შესახებ, მაგრამ ამის გარდაც არის ნიქსონზე
სათქმელი: მისმა ერთერთმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია კამბოჯიის ხალხის ტრაგიკული შედეგები, რის დროსაც 1970-იან წლებში წითელმა კხმერებმა მილიონობით ადამიანი მოკლეს. ვიეტნამის კონფლიქტში ჩაერია რა სამხრეთ ვიეტნამის მხარეზე, ნიქსონმა კამბოჯიის დაბომბვის ბრძანება გასცა, სადაც ნაწილობრივ ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალები იმალებოდნენ. დაბომბვებმა კამბოჯის დესტაბილიზაცია გამოიწვია; იმ პერიოდში ბევრი სასოწარკვეთილი კამბოჯიელი შეუერთდა წითელ კხმერებს. ასე შეაგროვა პარტიამ ძალები იმისთვის, რომ შემდგომში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ბოროტებები ჩაედინა.

image

3
3558
16-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
3558
  
2016, 1 დეკემბერი, 22:15
ლინდონ ბეინს ჯოსნსონი.....და მისი ჯამბო.....მოხვდა მის ყველას
2016, 30 ივნისი, 17:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 29 ივნისი, 23:30
საინტერესო იყო :)
0 1 3