x
image
natia.a
Mediator image
Mediator image
ყველა დროის 10 საუკეთესო ანეკდოტი ფეხბურთის შესახებ

image

— მამიკო, წავიდეთ, ფეხბურთი ვითამაშოთ.
— შვილო, ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი არ არსებობს! უნდა თქვა: "წავიდეთ, ბურთი ვითამაშოთ".


–––––––––––––––––––––––––––––––

ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობს, მე კი ვერაფერს ვამბობ, რადგან არასოდეს მაინტერესებდა ფეხბურთი. ამაში ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრებს ვგავარ.


–––––––––––––––––––––––––––––––

გუშინ შევედი მაღაზიაში "ყველაფერი ფეხბურთისთვის" და ლუდი, სიგარეტი და ტელევიზორი ვიყიდე.


–––––––––––––––––––––––––––––––

სამოთხის კარზე კაკუნი გაისმის. კარს პეტრე მოციქული აღებს. მის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დგას.

- შენ ვინა ხარ? - ეკითხება პეტრე.

- მე ქართველი ფეხბურთელი ვარ.

- იტყუები! შეუძლებელია!!! როგორ მოახერხე კარში მოხვედრა?!

–––––––––––––––––––––––––––––––
ფეხბურთის ორი კომენტატორი ლაპარაკობს:

- როგორ მოგწონს ამ ფეხბურთელის თამაში?

- დოსტოევსკის მაგონებს.

- კი მაგრამ, დოსტოევსკის ხომ არასოდეს უთამაშია ფეხბურთი!

- ზუსტად მაგიტომ!


––––––––––––––––––––––––––––––––

ქართველი ფეხბურთელი ჟურნალისტებს საკუთარ სახლში პატიჟებს: "აი, შეხედეთ: მოკროტალღური ღუმელი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, სახლის კინოთეატრი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, კომპიუტერი. თქვენ კი ამბობთ, რომ ტექნიკა არ მყოფნის!"


––––––––––––––––––––––––––––––––
ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა კიდევ ერთხელ გაახარა გულშემატკივრები. ამჯერად გულშემატკივრები უელსიდან იყვნენ.

––––––––––––––––––––––––––––––––
ჩვენს ქვეყანაში მილიონობით დამიანმა არ იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ მხოლოდ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების წევრები იღებენ ამაში ჰონორარს.

––––––––––––––––––––––––––––––––
გამოცანა: დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში, მოკვდა საქართველოში. რა არის? ფეხბურთი!


––––––––––––––––––––––––––––––––

ორი მეგობარი შეთანხმდა: რომელიც პირველი მოკვდება, ცოცხალს სიზმარში გამოეცხადება და ეტყვის, არსებობს თუ არა ფეხბურთი საიქიოშიც. მართლაც, ერთი რომ გარდაიცვალა, მეორე დღეს მეგობარს სიზმარში გამოეცხადა და უთხრა:
– ორი ამბავი უნდა გითხრა, კარგი და ცუდი.
– მიდი, აბა, – შეაგულიანა მეორემ.
– ფეხბურთს აქ ნამდვილად თამაშობენ. ეს კარგი ამბავი.
– აბა, ცუდი რაღაა?!
– ხვალინდელ მატჩში სასტავში ჩაგწერეს. არ დაიგვიანო, იცოდე!




2
1564
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
Mediator image
1564
  
2016, 30 ივნისი, 10:08
ანეკდოტი კი არა მწარე რეალობაა სამწუხაროდ :-)

ისლანდიამ ისწავლა "დაჟე" ფეხბურთის თამაში
2016, 29 ივნისი, 16:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2