x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნივთები, რომლებიც მხოლოდ 90-იან წლებში დაბადებულ ბავშვებს გვემახსოვრება
ამ ნივთების დანახვისას, მართლაც გამახსენდა ჩემი ბავშვობა, უმეტესი მათგანი მგონდა

კიდეც, გამახსენდა ტკბილი ბავშვობა და ამასთანავე სევდაც დამეუფლა, 90-იან წლებში

არც ისე სახარბიელო მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში, ყველას როდი ჰქონდა შესაძლებლობა ამ ნივთების შეძენისა.


image




პეიჯერი


ოთხმოცდაათიან წლებში, თითქმის ყველას ჰქონდა პეიჯერი, მას ძირითადად იყენებდნენ ექიმები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე მშობლები, შვილებთან დასაკავშირებლად და დარეკვისთვის სასურველი დროის შესათანხმებლად – პეიჯერი მობილური ტელეფონის წინამორბედი მოწყობილობა იყო.


image



ფლოპი დისკები


ეს იყო მცირე მოცულობის კომპიუტერული ინფორმაციის ჩასაწერი დრეკადი ფირფიტა,

დღეს მას უკვე აღარავინ იყენებს.


image



ფლეიერი


მასში იდებოდა კასეტა და უსმენდი მუსიკას, ვისაც ეს ქონდა მაგარი ტიპი იყო :დ

image


დისკმენი


ეს წინა ფლეიერისგან განსხვავებით უფრო ძლიერი იყო, მასში კასეტის კი არა, დისკის

ჩადება შეიძლებოდა, იტევდა უამრავ მუსიკას და მასთან ერთად გადაადგილება ბევრად

სასიამოვნო იყო.


image


ელექტრონული ჩანაწერების წიგნი


მაშინ არ იყო არც სმარტფონი და არც ფლანშეტი, სამაგიეროდ იყო ელექტრონული ჩანაწერების წიგნი.


image


პორტატული ტეტრისი


დროის მარტივად გასაყვანი საშუალება, არამარტო ბავშვებისთვის არამედ დიდებისთვისაც.

მასში შედიოდა, ტეტრისის რამდენიმე სახეობა.


image



კომპიუტერი "დენდი"


ეს იყო ყველაზე საინტერესო და საყვარელი ბავშვებისთვის, უერთდებოდა ტელევიზორს

სპეციალური კასეტის მეშვებოით კი საყვარელი თამაშის ჩართვა და თამაში შეგვეძლო.


image



პირველი მობილური ტელეფონი


მაშინდელი მობილური ტელეფონის ტარება ისეთივე ძნელი იყო, როგორც აგურის :დ

თუმცა მაინც ატარედბდნენ.


image



ვიდეომაგნიტოფონი


ეს იყო მეგობრების შეკრების კერთ-ერთი მიზეზი, საყვარელი ფილმის საყურებლად.

(მაგ: ბრიუს ლი, ტიტანიკი, როკი ბალბუა და ა.შ) :დ

image



Polaroid-ის ფოტოაპარატი


ღილაკზე თითის დაჭერით ფოტო უკვე მზად იყო, ამ ფოტოაპარატის ქონა დიდი ფუფუნება იყო.


image

7
484
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
484
  
2016, 1 ივლისი, 14:04
არამგონია ბავშვები მაგით ინტერესდებდოდნენ ეხლა
2016, 1 ივლისი, 10:18
პორტატული ტეტრისი არვარ 90 ათიანი მაგრამ მაინც მქონდა ეხლაც იყიდება
2016, 30 ივნისი, 4:18
დენდიიიიიიიიიი
2016, 29 ივნისი, 21:02
ბევრი რამ არ იყო, მაგრამ რაც იყო, იმით ვხალისობდი)))
2016, 29 ივნისი, 10:47
ისე კარგად მახსოვს...)
0 1 7