x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ქცევითი აშლილობა
imageბავშვის ასაკის დარღვევებიდან ქცევითი აშლილობა ყველაზე "ძვირადღირებული" პათოლოგიაა . ამის მიზეზი ისაა, რომ ქცევითი აშლილობა არ ემორჩილება მკურნალობას, ასეთი ბავშვები ხშირად კრიმინალურ საქმიანობაში არიან ჩართულნი და რაც ყველაზე საგულისხმოა, ქცევითი აშლილობა თაობიდან თაობას გადაეცემა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის გენეტიკურია, მიზეზი ისაა, რომ ქცევითი აშლილობის მქონე მშობლების აღზრდის სტილი ხშრად იგივე მდგომარეობას განაპირობებს შვილებშიც.

ქცევითი აშლილობის დროს ბავშვის ქცევა მნიშვნელოვნად სცდება ნორმალური ქცევის ფარგლებს.ბავშვები არ ემორჩილებიან უფროსების თხოვნას და წესებს.ხშირად ბრაზდებიან, ადვილად ღიზიანდებიან, სხვებს აბრალებენ თავიანთ შეცდომებს.მათ დაბალი ფრუსტრაციის დონე აქვთ, ამიტომ ადვილად გამოდიან წყობიდან.მათი დაუმორჩილებლობა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს - არ შეუძლიათ თანამშრომლობა, ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტს.

გამომწვევ მიზეზებს რაც შეეხება, შეგვიძლია განვიხილოთ გენეტიკური ფაქტორი, ჰორმონალური ფაქტორი -მამაკაცებში აგრესიულ ქცევას ტესტოსტერონის დონის ზრდა განაპირობებს.

არსებობს აგზნების თეორიაც - ბავშვებს, ქცევითი აშლილობით, აგზნების დაბალი დონე აქვთ, რაც განაპირობებს ნაკლებ მგრძნობელობას დადებითი და უარყოფითი განმტკიცების მიმართ.შესაბამისად მათ მეტი დრო სჭირდებათ სოციალური ქცევის დასასწავლად და ანტისოციალური ქცევის დასათრგუნად.


არსებობს ნეიროფსიქოლოგიური დეფიციტის თეორია - თეორიის მიხედვით, ბავშვებს თვითრეგულაციის პრობლემები აქვთ, ეს იწვევს სასკოლო მოსწრების დაქვეითებას, რაც, თავის მხრივ, ფრუსტრაციის მიზეზია.

არსებობს სუპერ-ეგოს დეფიციტის თეორია - რომელიც ითვალისწინებს მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებას. თუ მშობელი ზედმეტად შემწყნარებელია ასეთ დროს ბავშვებს მერყევი და სუსტი სტანდარტები უყალიბდებათ, ხოლო აბუჩად ამგდები მშობლების შემთხვევაში ბავშვიც აგრესიას იშინაგნებს.

მიჯაჭვულობის თეორიით -როცა ადრეული ასაკიდან სანდო მიჯაჭვულობა არაა ჩამოყალიბებული მომავალში ბავშვებს ძალიან გაუჭირდებათ ზნეობრივი მოდელების დაუფლება.

კოგნიტური თეორიის მიხედვით, სოციალური ინფორმაციის გადამუშავება - მოიაზრებს აგრესიის დასწავლას მშობლებისგან, და-ძმისგან.

სოციალური დასწავლის თეორიიდან გამოიყოფა მოდელირების თეორია - ოჯახს, რომელსაც პრობლემასთან გამკლავება არ შეუძლია, ოჯახს, რომელსაც გარდამავალ პერიოდებთან წარმატებით გამკლავება არ შეუძლია ბავშვებში ქცევითი აშლილობის საფრთხეს ქმნის .

ძალადობრივი ოჯახური ურთიერთობების დროს, როცა დელიკვენტური ქცევა მატერიალური მიზნის მიღწევის მთავარი საშუალებაა ბავშვს ანტისოციალური ქცევის მიმღებლობის დიდი ალბათობა აქვს.

რაც შეეხება პრევენციის საშუალებებს, აუცილებელია არსებობდეს საბავშვო ბაღში, შემდგომ სკოლაში - რაც გულისხმობს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის მყარ კომუნიკაციას. აუცილებელია არსებობდეს საზოგადოებრივი პროგრამები - მაგ. ავტორიტეტული უფროსების მიერ მოზარდების მენტორობა.

მკურნალობის ეფექტურობისთვის საჭიროა ქცევით აშლილობასა და სხვა მდომარეობობეს შორის კომორბიდულობის დადგენა, ეფექტურია ქცევის მართვის ტრენინგები, ფარმაკოლოგიური თერაპია .

რაც მთავარია, ინტერვენციის პროგრამები ხანგრძლივი უნდა იყოს.

0
401
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ლურსმანაშვილი
ელენე ლურსმანაშვილი
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0