x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ძაღლები, რომლებიც კარგად ეგუებიან ბინას TOP 3
1.პომერანიული შპიცი

image


პომერანიული შპიცი გამოიყვანეს 19–ე საუკუნეში, როცა მოდაში დეკორატიული ძაღლები შემოვიდა.იგი კარგად ეგუება სახლის პირობებს. ამ ძაღლის წვრთნა ადვილია. მართლია, პომერანიულ შპიცს ნებივრობა და მოფერება უყვარს, მაგრამ ასევე მოსწონს თამაში და ცელქობა. ეს საოცრად დამყოლი არსება ნებისმიერ პატრონს შეეგუება. ეს პატარა, მხიარული ძაღლი კარგი მოდარაჯეა და მიუხედავად მცირე ზომისა, ხმამაღალი ყეფით უმალ გაცნობებთ, თუ რაიმე უჩვეულოს შენიშნავს.

პომერანიული შპიცისთვის სავარჯიშოდ რაიმე განსაკუთრებული პირობების შექმნა საჭირო არ არის, საამისოდ მისთვის პატარა ადგილიც საკმარისია. კარგი იქნება, თუ დროდადრო პარკშიც გაასეირნებთ. მიზანშეწონილია მისი გრძელი, ორმაგი ბეწვის რეგულარული მოვლა.



2.პუდელი

image

ამ გონიერი ცხოველის მომხიბლაობა ყველას ატყვევებს.პუდელი უკვე 13–ე საუკუნიდან არის ცნობილი. ოფიციალურად აღიარებულია სამი ზომის პუდელი: სტანდარტული, მინიატურული და თოი. მას უზომოდ უყვარს მხიარულება, თამაში და თუკი ოჯახურ ცხოვრებაში არ ჩართავთ გაგებუტებათ. მართალია, ამ ძაღლებს ძალიან უყვართ წყალში ჭყუმპალაობა და სეირნობა, მაგრამ ზედმეტი ვარჯიშის მოთხოვნილება არ აქვთ. პუდელს ხვეული, უხეში ბეწვი აქვს და არ სცვივა. მათ ყოლას ურჩევენ ადამიანებს, რომლებსაც ძაღლის ბეწვზე ალერგია აქვთ. ამ ჯიშს ურჩევნია ბინაში ცხოვრება.


3.ჩიხუახუა

image


პაწია ჩიხუახუა, რომელიც პატრონებს განსაკუთრებით უყვართ, დიდად ფასობს თავისი ზომის გამო. მართალია, მისი ცხოვრება ბავშვებთან ერთად შეუფერებელია, მაგრამ ეს თვალებ ბრიალა არსება საუკეთესოდ შეეფერება ბინის პირობებს. ჩიხუახუაზე ძალზე ცოტა რამ არის ცნობილი. ის ასი წლის წინ აღმოაჩინეს მექსიკაში, მაგრამ ითვლება, რომ 9–ე საუკუნეში ეს ჯიში უკვე არსებობდა. ჩიხუახუა უკიდურესად ერთგული ძაღლია, ძალზე ეჩვევა პატრონს, იქამდეც კი, რომ ეჭვიანობს. უცხო პირის სტუმრობისას ერთი ნაბიჯითაც არ ცილდება მას და ცდილობს მისი ყურადღების მიქცევას. ეს ძაზრლი სწრაფად ითვისებს ნასწავლს და ექვემდებარება წვრთნას.

0
338
2-ს მოსწონს
ავტორი:ახალი გზა
ახალი გზა
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0