x
image
ციცი
Mediator image
"კოლექტიური "გასანაა" დღევანდელი საზოგადოება!"-უფლებადამცველი ოთარ ბექაური მაგდა პაპიძის საქმეს ეხმაურება-"თქვენ სეირის მაყურებელი ბრბო ხართ..."

image
უფლებადამცველი ოთარ ბექაური სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ხშირად ეხმიანება ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძია საქმეს. იგი თვლის, რომ მაგდა პაპიძე არ არის მკვლელი და მის უფლებებს იცავს, მაგრამ ამ ეტაპზე გაჩუმებას ამჯობინებს და მიმართავს მართავს ყველას ვინც მას განიკითხავს:



"მე არ ვფიქრობ, რომ მაგდა პაპიძეა მკვლელი. მე პირიქით, მის მხარეს ვარ და ვიცავ მის უფლებებს, მაგრამ პროკურატურამ რაღაც სამხილები გამოალაგა და ამიტომ გავჩუმდი. ახლა ველოდები დაცვის მხარის არგუმენტებს. ჰოდა ამით იმის თქმა მინდა, რომ მე რო მე ვარ, მეც ვზივარ და ჩუმად ველი საქმის განვითარებას.
აი, თქვენ ვინა ხართ ბიჯო, რითი ვერ გაძეხით სეირის ყურებით? თან ყველა ქოცი როგორაა ვისაც იმ გოგოს გატყავება და სისხლის დალევა უნდა? ვინ გაგაჩინათ საიდან მოხვედით ბიჭო, მაინცდამაინც უნდა შევიგინო ამის დედაც ......??? რატო უნდა შემაძულოთ ეს ქვეყანა, დედამ არ გაგაჩინათ?!"

ხოლო მორიგ სტატუსში ოთარ ბექაური ეხმაურება მაგდა პაპიძისა და მისი ოჯახის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და ჭორების კორიანტელს და შესადარებლად ქართული ფილმის "ტბის" მოკლე შინაარსს იხსენებს"


"ქართული საზოგადოება vs მაგდა პაპიძე, ანუ კოლექტიური გასანა...
მინდა გამოვეხმაურო მაგდა პაპიძისა და მისი ოჯახის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟსა და ჭორების კორიანტელს...
თავდაპირველად მსურს მოგითხროთ ერთი გენიალური ფილმის "ტბა"-ს მოკლე შინაარსი, სადაც არის ერთი დაჩაგრული და მშიშარა ბიჭი, მეტსახელად გასანა. მას ყველა დასცინოდა, ყველა ჩაგრავდა, ვისაც არ ეზარებოდა ყველა კეფაში უტყაპუნებდა. ამ დროს, გასანას დამცველად მოევლინა ერთი გულიანი და მამაცი ბიჭი ზურა. თუმცა, გასანას წლების ნაგროვები ბოღმა მაინც გულში ჩარჩენოდა. საბოლოოდ, ის გაბოროტდა და თავისავე მფარველ ანგელოზს, სწორედ მან მოუღო ბოლო.
მივმართავ საზოგადოებას: ჩემო ძვირფასებო, თქვენ ის ხალხი ხართ, რომელიც ჩემ ბავშვობაში კანონიერ ქურდებს ეთაყვანებოდით. შემდეგ მოვიდა რეფორმატორი პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი და მისი გუნდი, რომელთაც ხერხემალში გადატეხეს ეს ბინძური სისტემა და თქვენ, იმავე წუთში "ქურდებს" დაცინვა დაუწყეთ.
ამის შემდეგ, მიშა სააკაშვილს ეთაყვანებოდით, სკანდირებდით მის სახელს ყველგან და ყოველთვის, რადგან მისი ზოგს გეშინოდათ, ზოგი კი ძალას ხედავდით და ვინც ძლიერია იმისკენ იწევდით.
მიშას წყალმაც ჩაიარა… თქვენ ქვები აიღეთ ხელში და ყველამ თითო ქვა მიაყოლეთ ოდესღაც სათაყვანებელ ლიდერს.
ჰო, რატომ ვისაუბრე ამდენი?
ასევე იყო უბედური მაგდა პაპიძის შემთხვევაც. თქვენ სეირის მაყურებელი ბრბო ხართ, ჩემო ძვირფასებო. მაგდას თავისი ტრაგედიაც ეყოფა, მისი უბედურება. აცალეთ, თუ დამნაშავეა მიიღოს სასჯელი და გამოიგლოვოს შვილი. მაგდას უბნელები და მეზობლები…. თურმე რამდენი ბოღმა და ზიზღი ჰქონიათ გულში ამ გოგოს მიმართ. ყველამ თითო მუჭა ტალახი მოიტანა სასროლად. ბრავო, თქვენ ის ხალხი ხართ რომელიც დიდი ხანი ბოღმას გულში იგროვებს და მომენტს ელოდება. კოლექტიური "გასანაა" დღევანდელი საზოგადოება!"imageimage

2
1234
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1234
  
2016, 28 ივნისი, 10:47
ოთარ იდი ნ....ი რა ბრატ!
2016, 28 ივნისი, 9:42
მაშინ ახსენი საიდან მოხდა ამდენი სისხლი სახლში თუ გარეთ იკო მოკლული მეუღლე და კიდე ბავშვი რომ გაგუდეს ანაბეჭდები დარჩა რაუნდა მაგის გაგებას ვისი ხელი იყო ქალის კაცის თუ დედამისისს
0 1 2