x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ეს პარაზიტი ყველა ჩევნგანის ბინაში ცხოვრობს. ნუ მისცემთ მას ზიანის მოყენების საშუალებას

საკვირველია, გაუგებარია, საშიშია, საშინელია, თუმცა – ეს ფაქტია. ჩვენს ბინებში საშიში პარაზიტები ცხოვრობენ, რომლებსაც ერთი სული აქვთ, რომ ზიანი მოგვაყენონ. მის ცხოველმოქმედების ნარჩენებს, ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, შეუძლია გამოიწვიოს ხროტინი და ქოშინი სუნთქვის დროს, ხოლო ალერგიით და ასთმით დაავადებულ ადამიანებში – ამ ავადმყოფობებისთვის დამახასიათებელი შეტევები. ყოველივე ამის მიზეზი – ოთახის მტვრის ტკიპა (ლათ. Dermatophagoides) არის.


imageimage
ამჟამად, მტვრის ტკიპას 150-მდე სახეობა არის ცნობილი! რომელთა ზომა 0, 1- 0, 5 მმ-ში მერყეობს. ისინი ადამიანის კანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან და მათი ფეკალიები ადამიანის კანს აზიანებს და იწვევს ძლიერ ქავილს.


image


მართალია, ეს ტკიპები კანში არ ეწებებიან ადამიანს და არც სისხლით იკვებებიან, მაგრამ, ენზიმებს და ანტიგენებს, რომლებსაც ისინი გამოყოფენ, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის დასნეულება შეუძლია, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებზე, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.


image


ამ პატარა ზომის პარაზიტებს ძალიან უყვართ ხალიჩები, დივნები, პლედები, ლეიბები და ა. შ. ამასთან, რაც უფრო ძველი და მტვრიანია ეს ნივთები, მით უკეთესად გრძნობენ თავს და მრავლდებიან და მრავლდებიან... ამიტომ, ნუ დაიზარებთ და რეგულარულად ჩაატარეთ ბინის სველი წმენდა, ხშირად გამოიყენეთ, დალაგების დროს, მტვერსასრუტი, ხალიჩების ბერტყვა და წმენდაც არ დაივიწყოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ალერგიით ან ბრონქიალური ასთმით დაავადებული ადამიანი არის! ნუ დაუტოვებთ ოთახის მტვრის ტკიპას თუნდაც მცირე შანსს!

image

imageimage

2
1982
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1982
  
2016, 8 აგვისტო, 13:59
ზაფხული შესანიშნავი დროა სახლის , ლოგინის და მისთანების გამზევება - განიავებისათვის. ასევე სველი ჩვრით ხშირი გაწმენდაც კარგად სპობს მტვერს!
2016, 30 ივნისი, 17:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2