x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აუცილებელი ნივთები, რომლებიც 2016 წლის გარდერობში უნდა იყოს

2016 წლის მოდა ძალიან დემოკრატიული და მრავალფეროვანია. პოდიუმი აჭრელებულია დიზაინერების მიერ შექმნილი ორიგინალური და ეფექტური სამოსით. აქ წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მოდურ ნივთს, რომელიც, სეზონის მიუხედავად, უკანასკნელ მოდაზე ჩაცმულად წარმოგაჩენთ.


image







მაქმანებიანი კაბა

imageეს კაბები ძალიან პოპულარულია ზაფხულის სეზონზე. მაქმანები განსაკუთრებით უსვამს ხაზს კაბის პატრონის სექსუალურობას და ქალურობას. წელს, დიზაინერები, საინტერესო კომბინაციებსაც გვთავაზობენ – მაქმანებით გაწყობილ ტყავის კაბებს, რომლის მაქმანები, შეიძლება, როგორც ტყავის, ის ქსოვილის იყოს.

image

image





თავისუფალი სტილის პალტო

imageასეთი პალტო გასულ სეზონზე შემოვიდა მოდაში და წელსაც ინარჩუნებს აქტუალობას. დიზაინერები უპირატესობას პასტელის ფერებს და კუბოკრულ ქსოვილებს ანიჭებენ.

image






თეთრი პერანგი

image

წელს, კალსიკური თეთრი პერანგი ყველა გოგონას ტანსაცმლის კარადაში უნდა იყოს – ადვილია მისი კომბინირება სამოსის სხვა ელემენტებთან, ის ფაქტიურად, ყველაფერს უხდება და რომანტიზმს მატებს გარეგნობას.

image






კლასიკური ქვედაბოლო

imageსწორი ქვედაბოლო, სიგრძით – მუხლის ოდნავ ქვემოთ, წელსაც ტრენდშია. კლასიკა არასდროს გამოდის მოდიდან და ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოდგება.



image






შარვალი განიერი ტოტებით

imageწლევანდელ წელს, დიზაინერები უპირატესობას ფართო ტოტებიან შარვლებს ანიჭებენ. ამ სტილის შარვალს ძალიან უხდება, ზემოთ ხსენებული – კლასიკური თეთრი პერანგი, თხელ ბლუზი და მოკლე პიჯაკი.

image






თავისუფალი პულოვერი
imageთავისუფალი და მოსახერხებელი პულოვერი – უნივერსალური სამოსი არის, რომელიც ნებისმიერი ფიგურის მქონე ადამიანს უხდება. ამასთან, ის ძალიან პრაქტიკულიც არის: არანაირად არ ზღუდავს ადამიანს და აქტიური მოძრაობის საშუალებას იძლევა.

image






ჯინსი-სკინი
imageუკვე რამდენიმე სეზონია, პოპულარული სკინები არ თმობენ თავიაანთ პოზიციებს. მაგრამ, ამ შარვლის ჩაცმის შემთხვევაში, აუცილებელია ფიგურის ფორმების გათვალისწინება. რადგან, ჯინსი-სკინი ყველას არ უხდება.

image






ტყავის პიჯაკი

imageimageჯერ კიდევ გასულ სეზონზე, ტყავის პიჯაკი სრული უგემოვნობის მაჩვენებელი იყო. ხოლო 2016 წელს – ის გარდერობის ულტრამოდურ ატრიბუტად იქცა. მოდაშია ნებისმიერი ფერის პიჯაკი. მაგრამ, უპირატესობა მიანიჭეთ შავ პიჯაკს, რადგან უფრო პრაქტიკულია და ნებისმიერი ფერის ტანსაცმელს უხდება.

image






ქურქი

imageზამთარში მოდის პიკში იქნება ქურქი კომბინირებული ბეწვით. იდეალური კომბინაცია არის: წაულა, “კარაკული" და ნუტრია.

image

image






მასიური სამკაული

image

image

გრძელი მასიური ჯაჭვები და მასიური საყურეები ისევ გამოჩნდა მსოფლიო მოდის პოდიუმებზე. წელს, მოდაში, ასევე, დიდ თვლიანი ბეჭდები და მარგალიტის სამკაულებიც არის.

image

0
250
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0