x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბედი და «შემთხვევითობა»

image

image

უფროსი ანგელოზი მკაცრად უყურებს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ახალგაზრდა ანგელოზს.
– აბა, მომახსენე! ორი სიტყვით.
– ცოცხალია. სამუშაოზე დადის. რაღაცის იმედი აქვს.
– რისი?
– ძნელი სათქმელია. ორჯერ ვაჩვენე მას ბედნიერი სიზმარი - ვერ ხედავს. ამბობს, რომ სამუშაოზე იღლება.
– სამუშაოზე რა ხდება?
– ისეთი არაფერი, როგორც ყველგან არის: უფროსობა, სირბილი, მოსაწევი ოთახი, ჭორები.

– უფროსი მკაცრია?
– ჩვეულებრივი, როგორიც ყველგან არის. მაგრამ, რატომღაც ეშინია მას ხელმძღვანელის…
- შიში დაუფრთხე?
- რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ ოფისსის გზაზე. მის თავზე ფრთებს ვაქნევდი. ყურშიც კი მოვარტყი ერთი, რომ მზე შეემჩნია.
- სიმპათიური უცნობი გოგონა გზაზე? ქუსლებზე. ამაფორიაქებელი სუნამოს სურნელით?
- მმმ, მაწყენინეთ… ცხვირით-ცხვირთან შევაჯახე მეტროში.
- მერე?
- არაფერი. “მაპატიეთ” და ისევ თავის ფიქრებს დაუბრუნდა.
- სამუშაოს შემდეგ?
- მაღაზია. ტელევიზორი. ჭურჭლის რეცხვა. ინტერნეტი. ძილი.
- ტელევიზორი დაამტვრია?
- დაამტვრია. მერე, რატომღაც, ახალი იყიდა…
- ინტერნეტი გათიშა?
- 5 დღით. იმ დღეებში, სამუშაოზე გვიანობამდე რჩებოდა. მის სამუშაოზე ეს შესაძლებელია.

- გასაგებია. დასვენების დღეებში?
- ძილი სადილამდე. სახლის დალაგება. საღამოს - მეგობრები, უაზრო საუბრები, სასმელი, სახლში მისვლა – შუა ღამის შემდეგ. დილით თავის ტკივილით პლედის ქვეშ ან ტელევიზორთან, ან კომპიუტერთან.
- გოგონა?
- ახლოს ცხოვრობს. სამი სახლის იქით. ერთ სუპერმარკეტში დადიან საყიდლებზე.
- სალაროსთან რიგში იდგნენ ერთად?
- რა თქმა უნდა. გარდა ამისა, დღესასწაულებზე ავტობუსის გაჩერებაზეც.
- ბედის ხაზები შეამოწმე?
- კი, შეთავსებადია! საქმეც მაგაშია… ეს ისეთი ქალაქია… ცხოვრების ისეთი წესი აქვთ… მეტი აღარ შემიძლია! მისია შეუსრულებელია!
- აბა, აბა! სადა გაქვს ძლიერმოქმედი საშუალებების ჩამონათვალი?
- აი, უფროსო, ინებეთ: გრიპი მაღალი სიცხით და ბოდვებით. ამოვარდნა, მოტეხილობა, საავტომობილო ავარია, გაკოტრება, ხანძარი, არეულობა ქუჩებში, ფინანსური კრიზისი, სამოქალაქო ომი…
- გეყოფა. სიყვარულის გამო, უკიდურეს შემთხვევაში, ჩათვალე, რომ უფლება მიღებული გაქვს. მაგრამ, მხოლოდ ერთი რამე აირჩიე. წადი შეასრულე!
- არის, უფროსო!

2
501
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
501
  
2016, 28 ივნისი, 10:43
:) ყველა რომანი სიყვარულზე, სწორე ამ ისტორიის გაგრძელებაა და მნიშვნელობა არა აქვს საუკუნეს, რომელშიც ეს ისტორია ვითარდება...
2016, 27 ივნისი, 21:25
გაგრძელება იქნება ?
0 1 2