x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"ჩვენ კომპიუტერულ სიმულაციაში ვცხოვრობთ" - Elon Musk
image- ამერიკელი ინვესტორის, PayPal-ის დამფუძნებლისა და Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორის, ელონ მასკის განცხადებით, „მილიარდიდან მხოლოდ ერთი“ შანსია, რომ ჩვენ კომპიუტერულ სიმულაციაში არ ვცხოვრობდეთ...

image

„ჩვენი ცხოვრება თითქმის მთლიანად წარიმართება ხელოვნური სამყაროს მიერ, რომელსაც თავის მხრივ ხელოვნური ინტელექტი და სუპერ-მძლავრი კომპიუტერები მართავენ, ზუსტად ისე, როგორც „მატრიცაშია“, — აღნიშნა Tesla Motors-ისა და SpaceX-ის აღასრულებელმა დირექტორმა კალიფორნიაში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე.

image მასკი, რომელიც უზარმაზარ ფინანსებს გამოყოფს ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ორიენტირებული კვლევებისათვის, იმედოვნებს, რომ მისი მოსაზრება მართებულია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყაროს დასასრული გარდაუვალია.


image„უძლიერესი არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ სავარაუდოდ სიმულაციაში ვცხოვრობთ, ისაა, რომ 40 წლის წინ ჩვენ მხოლოდ პონგის თამაში გვქონდა — ორი მართკუთხედი და წერტილი. ახლა კი, ჩვენ გვაქვს რეალისტური 3D სიმულაციები, სადაც ერთდროულად მილიონობით ადამიანი თამაშობს, რაც წლიდან-წლამდე კიდევ უფრო უმჯობესდება. სულ მალე კი ჩენ ვირტუალური რეალობა გვექნება“, — აცხადებს ელონ მასკი

0
217
4-ს მოსწონს
ავტორი:ხეთაგური
ხეთაგური
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0