x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
7 წლის ბავშვმა დაბადების დღის საჩუქრებზე უარი თქვა, რათა იმ ჰოსპისს დახმარებოდა, სადაც დედამისი გარდაიცვალა
როდესაც ჰარვის ჰკითხეს, რა სურდა თავის მე-7 დაბადების დღეზე, მან უპასუხა, რომ

საჩუქრების ნაცვლად, ამჯობინებდა გაეკეთებინათ ხალხის შემოწირულობა, რათა

დახმარებოდნენ იმ ჰოსპის, სადაც დედამისი მკურნალობდა, სანამ გარდაიცვლებოდა.

image


ჰარვის მამამ განმარტა, რომ ჰარვი ძალიან ახლოს იყო დედასთან, ჰოსპისსში მკურნალობის დროს, ის იქაურ გარემოს ძალიან შეეჩვია.


"ჰარვი სკოლის მერე, ყოველთვის მიდიოდა რეიჩელთან ჰოსპისსში, მუდამ მის სიახლოვეს ტრიალებდა, ჰარვის მწუხარების დაძლევაში ისევ დედა დაეხმარა."


"ჩვენ უბრალოდ დავეხმარეთ ჰარვის ამ იდეის განხორციელბაში, ყველაფერი თავად მოიფიქრა, მას ნამდვილად სურდა დახმარებოდა ჰოსპისს, რომელიც ჯერ კიდევ

მშენებარეა და ახლა ფართოვდება."

image


ჰარვისმა თავისი დაბადების დღე მაინც აღნიშნა, "ვარსკვლავური ომები"-ის სტილში, მაგრამ ამას საქველმოქმედო აქციის სახე ჰქონდა, მან საჩუქრების ნაცვლად

შემოწირულობები მიიღო და საერთო ჯამში 1, 700$ შეაგროვა.


image


"ჩემი სახელია ჰარვი ჰიუზ-შარპი, მალე 7 წლის გავხდები, მინდა წელს, ჩემი დაბადების დღე მოვაწყოთ "ვარსკვლავური ომების" სტილში და შევაგროვოთ ფული ჰოსპისის დასახმარებლად, ჩემი დაბადების შემდეგ დედაჩემი ავად გახდა, გარკვა რომ მას კიბო ჰქონდა, ორი წლის შემდეგ დედაჩემი გარდაიცვალა, მაგრამ ჰოსპისი მას ტკვილის შემსუბუქებაში დაეხმარა, მაშინ როცა მე და მამა სასოწარკვეთილები ვიყავით, ახლა მინდა ჩვენ დავეხმაროთ ჰოსპისს, რადგან მომავალშიც ბევრი ადამიანის შველა და ნუგეში შეძლონ."


ჰოსპისის თანამშრომლები გაოცებულები და აღფრთოვანებულები არიან ჰარვის საქციელით:


"მოხარულები ვართ და ძალიან ვამაყობთ ჰარვით, მისი წარმოუდგენელი გამბედაობა

ჩვენ შთაგვაგონებს, რომ მისი სახით აიცილებლად გაიზრდება კიდევ ერთი უანგარო და კეთილი ადამიანი."

0
124
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0