x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სიღნაღში ჩეხი ტურისტი გააუპატიურეს


image
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება 21 ივნისს ჩეხმა გოგონამ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზზე 03:11 საათზე დარეკა და განაცხადა, რომ გააუპატიურეს.მისივე თქმით, ის ღამით, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ საოჯახო სასტუმროში ღამის გასათევად დაბინავდა, სადაც ახლაგაზრდა მამაკაცმა გააუპატიურა.


ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის რაიონული
განყოფილების წარმომადგენლები მივიდნენ. ექიმებმა გოგონა წნორში,
„არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო
ცენტრს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრშიც დაუდასტურეს და წნორის
კლინიკაშიც. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ოთარ რუაძის განცხადებით,
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პოლიციელებმა
ის ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს.


სამართალდმაცავებმა ბრალდებული, ახალგაზრდა მამაკაცი მალევე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

4
828
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
828
  
ეტყობა ვირად მოეჩვენათ....... ადგნენ და გააუპატიურეს..... ვა...რა მაგარი ჩოკინააო იფიქრეს....
2016, 25 ივნისი, 10:49
ვაი სირცხვილო
2016, 25 ივნისი, 9:46
რა გვჭირს ხალხო, რა მართლა ქალის უნახავებივით არიან ეს ქართველი კაცები.
2016, 25 ივნისი, 9:23
ეგეთები უნდა დაასაჭურისო
0 1 4