x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
“ჩაეჭიდეთ პრესას”– ჟურნალისტის 10 მცნება

imageბლოგი შეეხება იმას რაც ჟურნალისტმა არ უნდა გააკეთოს და მეც როგორც მომავალმა ჟურნალისტმა გულისყურით ჩავიკითხე ეს ათი მცნება რაც, ჟურნალისტების თქმით, მათ არ უნდა გააკეთონ.
ეს 10 მცნება არის ამონარიდი ჯონ მაქსველ ჰამილტონისა და ჯორჯ კრისმსკისწინგნიდან, “ჩაეჭიდეთ პრესას – ამბავი საგაზეთო ცხოვრებაზე”.

image

საინტერესო წიგნის საინტერესო და გასათვალისწინებელი 10 მცნება.


1. ტყუილი გაზეთსა და ეთერში (იგულისხმება ფოტოსურათების შეცვლის თანამედროვე ტექნოლოგიებიც);
2. წყაროს მოტყუება ან დაშინება;
3. ჭორებისა და სხვა დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნება;
4. იმ მოსაზრებების შეკვეცა ან გამოტოვება, რომელთაც ჟურნალისტი არ ეთანხმება;
5. პირადი სიმპათიის ჩვენება რეპორტაჟებში;
6. საკუთარი ვინაობის დამალვა ტყუილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით(თუ ასეთი ქცევა უკიდურესობით არაა გამოწვეული);
7. სიტყვების ან აზრების პლაგიატი (სხვისი სიტყვების გამოყენება შეიძლება ავტორის დამოწმებით);
8. სატელეფონო საუბრების ჩაწერა ნებართვის გარეშე;
9. პირადი მიზნებით საკუთარი მდგომარეობის გამოყენება (მაგ., წყაროებისგან საჩუქრების მიღება);
10. ისეთი რამის გაკეთბა, რაც შეიძლება ჩაითვალოს “ინტერესთა კონფლიქტად” (მაგ., არჩევნებში მონაწილე ერთერთი კანდიდატისთვის გამოსვლის ტექსტის შედგენა);

0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:Natia_Fiore
Natia_Fiore
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0