x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 2016

imageთიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მეათე ჯაზ-ფესტივალს.
15-24 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.


ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „Brass Band“-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში უცხოელი შემსრულებლების გარდა ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს გამართავენ ჯაზ-ბენდები.

2016 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: Quincy Jones & The Global Jumbo All Stars | ქუინსი ჯონსი და „გლობალ გამბო ოლ სთარსი“, Jamie Cullum | ჯეიმი კალუმი, Macy Gray | მეისი გრეი, The Prodigy | პროდიჯი, Ms.Lauryn Hill | მის ლორენ ჰილი, Miles Electric Band | მაილს ელექტრიკ ბენდი, Nik West | ნიკ ვესტი და Chris Brown | ქრის ბრაუნი. ფესტივალის ფარგლებში, კლუბში „Take Five” შედგება Macy Gray DJ Set; გაიმართება Nik West-ის, DJ Logic & Friends - ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები.


ფესტივალის პროგრამა:

- 15 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი- Quincy Jones & The Global Jumbo All Stars feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier | ქუინსი ჯონსი და „გლობალ გამბო ოლ სთარსი“
- 16 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Miles Electric Band | მაილს ელექტრიკ ბენდი
- 17 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Ms. Lauryn Hill | მის ლორენ ჰილი
- 21 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - The Prodigy | პროდიჯი
- 22 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Jamie Cullum / Nik West | ჯეიმი კალუმი / ნიკ ვესტი
- 23 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Chris Brown | ქრის ბრაუნი
- 24 ივლისი, 20:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Macy Gray | მეისი გრეი

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 11 მაისიდან ონლაინ ვებ–გვერდზე tkt.ge; ბილეთების თიბისი პლატინუმით, პრაიმ და სტატუს ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი;

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ–გვერდს: http://batumijazz.ge/ ან დარეკეთ ნომერზე: 2 99 05 99;

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:Natia_Fiore
Natia_Fiore
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0