x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოდიდან გამოსული და ის ნივთები, რომლითაც მოხდა მათი ჩანაცვლება

მიუხედავად იმისა, რომ მოდა ცვალებადია, ის მაინც საკმაოდ დემოკრატიული არის. ზოგიერთი ნივთი შეგიძლიათ მშვიდად ატაროთ რამოდენიმე სეზონის მანძილზე და თქვენი სამოსი მოდურად ითვლებოდეს. მაგრამ, არის ისეთი ნივთებიც, რომლებიც მოდიდან კარგა ხნის წინ გავიდა, მაგრამ ჩვენს კარადებში ისევ იკავებენ ადგილს. გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებმაც უკვე დაკარგეს პოპულარობა და შეგიძლიათ თავიდან მოიშოროთ.



1. ასიმეტრიული კაბა და ქვედაბოლო
imageქვედაბოლო, რომელსაც უკან სიგრძე მაქსი აქვს, ხოლო წინ – მინი, მოდაში ორი წლის წინ იყო. შესაძლებელია, მომავალში, ისევ გახდეს აქტუალური, მაგრამ ჯერ-ჯერობით უმჯობესია, თუ მასზე უარს იტყვით.

წელს კაბის ყველაზე აქტუალური სიგრძე მიდი არის.

image

image

image

2. მოსახსნელი საყელო

image

მოსახსნელი საყელოები, ისე მალე გავიდა მოდიდან, როგორც შემოვიდა.

მათი ადგილი დიდი ზომის მძივებმა და ყელსაბამებმა დაიკავა.

imageimage


3. გრძელი გოფრე

image

წვრილად დაგოფრილი ქვედაბოლო, სიგრძით იატაკამდე, გასულ სეზონზე იყო მოდაში. წელს კი უმჯობესია მას დავემშვიდობოთ, მითუმეტეს თუ ის ფერადი შეფერილობის არის.



4. ბანდაჟისმაგვარი კაბა

image

ჯერ ერთი ასეთი კაბა, იშვიათად, რომ ვინმეს უხდებოდეს, რადგან ხაზს უსვამს ფიგურის ყველა ნაკლს, მეორეც – მოდაში ახლა უფრო თავისუფალი სილუეტები არის.

imageimage

5. ბასკა

image

ბასკა დიდი ხნის წინ გამოვიდა მოდიდან. მართალია, ასეთი სამოსი მოსახერხებელი არის წელის არეში ზედმეტი სანტიმეტრების დასამალად, მაგრამ ის მოდაში აღარ არის და ამ სტილის სანაცვლოდ, დიზაინერები მხოლოდ სპორტს გვთავაზობენ და გახდომას გვირჩევენ.



6. ეკლიანი სამოსი და აქსესუარები

image

Valentino მიერ შემოღებული და დამკვიდრებული ეკლიანი სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, 4 წლის მანძილზე იყო აქტუალური. მაგრამ, ეს დეკორი, წელს უკვე მოდაში აღარ არის.



7. გახეხილი ჯინსები

image

გახეხილი და მითუმეტეს «მოხარშული» ჯინსები, ყველაზე შორეულ კუთხეში უნდა გადაინახოთ. მოდაში ახლა შავი, ცისფერი და ლურჯი ჯინსი-სკინები არის.

image

image

8. კაფი
image

საყურე ცალ ყურზე, გასული სეზონის ტრენდია. წელს მისი ჩანაცვლება გრძელი და «ლურსმანი» საყურეებით მოხდა.

image

image


9. სნიკერსები

imageკედი პლატფორმაზე – ფეშენ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოდური გამოგონება არის. მაგრამ კედი, კედი უნდა იყოს, ხოლო ქუსლი ქუსლად დარჩეს! ამ სტილის ფეხსაცმლის მოდიდან გასვლით, ალბათ, ბევრს არ დასწყდება გული.

image

image

10. გლადიატორი
imageუკანასკნელი ორიოდე წლის მანძილზე, ყველა, ვინც მოდის მიმდევრად მიიჩნევს თავს, ატარებდა მაღალყელიან საზაფხულო ფეხსაცმელს, უამრავი შესაკრავებით. წელს სანდალი «გლადიატორი» მოდაში აღარ არის. მისი ჩანაცვლება ფერადი ფეხსაცმლით მოხდა.

image

1
680
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
680
  
2016, 1 ივლისი, 14:36
მე ასიმეტრიული ქვედაბოლოები ძალიან მიყვარს და ვისაც არ მოეწონება სულაც ნუ შემომხედავენ :DD
0 1 1