x
image
zuginio
ლომისობის დღესასწაულზე მომლოცველები დაშავდნენ

imageშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში 80 დაზარალებულს გაუწიეს დახმარება.
ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მომლოცველები რთული რელიეფის გამო დაშავდნენ. დღესასწაულთან დაკავშირებით 60 მაშველი, პრევენციის მიზნით, სოფელში დილის ექვსი საათიდან იყო მობილიზებული. ამ დროისთვის მაშველები 80 ადამიანს დაეხმარნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეების დასახმარებლად დღესასწაულის დამთავრებამდე მლეთაში დარჩებიან.

0
228
1-ს მოსწონს
ავტორი:zuginio
zuginio
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0