x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მესამე მსოფლიო ომი ნაწილი 4
უცებ ისეთი ქარიშხალი ატყდა, ზღვა ძალიან ააფოიაქა. ქარბორბალაც შეიქმნა და ვერტმფრენი დაატრიალა, თუმცა ბედად გადარჩა. შემდეგ ქარბორბალამ მოისროლა და წყალში ჩააგდო. უცნაური ის იყო, რომ წყალი არ შედიოდა ვერტმფრენში(ის გამძლე იყო ყველაფერისთვის, მაინც ომი იყო და...) და არც დაიღუპნენ. როგორც ამბობენ ის არის და ესაო, არაფერი უნახავთ, ერთი უბადრუკი გემის გარდა, რომელიც დაფარულიყო ნახევრად წყალმცენარეებით. ასე დარჩნენ.




***

მკვლევარები არც მაშინ შეფერხებულან, როცა ომი იყო. ისინი იკვლევდნენ და იკვლევდნენ. ჩაძირვიდან ერთი კვირის შემდეგ წყალქვეშა ნავმა იპოვა და ნავის კაპიტანმა ცოცხალი ხალხი დაინახა. გადაწყვიტა ეშველა. მიუახლოვდა იმ ადგილს და გადაარჩინეს. მადლიერმა გადარჩენილებმა დარჩენილი საჭმლით რაც მათ ჰქონდათ ვერტმფრენში გადაუხადეს ნავში მყოფებს მადლობა და თავისი ამბავი თქვეს, რის გამოც დამეგობრდნენ. პეტრემ, რომელმაც უბადრუკი გემი შეამჩნია უთხრა კაპიტანს გემი ვნახოთ და ისტორიაში შევალთო, მაგრამ შეშინდნენ, თან რა იცი რა ცხოვრობსო და ხელი აიღეს. ივანემ თქვა მე წავალო(ის რისკიანი იყო), ამაზე პეტრეც აჰყვა და წავიდნენ. მათ ისე მოუხდათ სპეციალური ფორმა, რომ ვლადიმერი ახარხარდა, სხვებმა ჩაიცინეს. ივანე მიუახლოვდა გემს, მას პეტრე მიჰყვებოდა. ხომალდზე არაფერი იყო საინტერესო, მხოლოდ ერთი კაიუტა გამოიყურებდა შედარებით კარგად. მივიდნენ და კაიუტის კარი გააღეს. გაღებისთანავე დაინახეს ზღვის გველი. პეტრე და ივანე გამოცურდნენ სწრაფად. გველსაც შეეშინდა და გაცურა. შემდეგ ისევ დაბრუნდნენ. კაიუტაში შეიხედეს და დახვდათ ერთი ჩვეულებრივი ზომის ზანდუკი. გაუხარდათ, იქნება ფულიაო და მიცურდნენ. ზანდუკს ხელი დაავლეს და დაბრუნდნენ ნავში.







***


- აქ უამრავი ოქროა და რომ გადავიყვანოთ დოლარებში დაახლოებით ერთი მილიონი იქნება. სულ შვიდნი ვართ! მე და პეტრეს ოთხასი ათას-ოთხასი ათასი, რადგან ჩვენ ვიპოვეთ. ასი ათასი ვლადიმერს იმისთვის, რომ მისი ვერტმფრენით მოვხვდით ოკეანეში. დანარჩენი ასი ათასი თქვენთვის მომიცია მეგობრებო! თქვენი ნავი, რომ არა ჩვენ რა გვეშველებოდა! იმედია კმყოფილნი ხართ! - გაანაწილა ივანემ.

- სამართლიანია! - ყველამ თქვა ერთხმად.

- ეჰ! ამით ისეთ ბიზნესებს წამოვიწყებთ! - დაიწყო ოცნება ივანემ და პეტრემ.

- ნურას უკაცრავად! ჩვენ გამოქცეულნი ვართ და ბლომად უნდა გადავიხადოთ ჯარიმა, ან ჯარიმა არ გვიშველის! - თქვა ვლადიმერმა.

- ჰოდა, ისეთ ქვეყანაში წავალთ, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას. მაგალითად ავსტრალია, თუ რა ტქმა უნდა კაპიტანი... -თქვა ივანემ.

- სადაც გსურთ წაგიყვანთ! - უპასუხა კაპიტანმა.

- და კიდევ ოჯახიც ჩამოვიყვანოთ! ვის გსურთ? - რჩევებს იძლეოდა ივანე.

პეტრე და ვლადიმერი დათანხმდნენ.

ნავში ოთხნი მუშაობდნენ: კაპიტანი - გაბრიელი - ინგლისელი იყო; ჯეკი - ესპანელი; ნიკო - ფრანგი; რიკი - ამერიკელი. ამათ გასაქცევი არსად ჰქონდათ და კვლევის შემდეგ თავ-თავიანთ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ.

- ახლა კი წავიდეთ! - თქვა კაპიტანმა.

- ძალიან კარგი! - გაუხარდათ რუსებს.

წავიდნენ. ვლადიმერმა კი თქვა, როცარვაფეხა
ავყვავდები ძმას დავპატიჟებო. გზად კი გიგანტური რვაფეხა დაატყდათ თავს.



0
182
4-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0