x
image
natia.a
როგორ გამოვიცნოთ როდის არის საზამთრო სახიფათო და როგორ მივირთვათ სწორად - ის, რაც ბევრმა არ იცის!
imageსაზამთრო - პროდუქტი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ზაფხულის ცხელი დღეები. თუმცა ბოლო დროს მის მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულება შეიცვალა და ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს. საზამთრო ხშირად ხედბა ჯანმრთელობისთვის საშიში, რისი მიზეზიც მისი არასწორი მიყვანა და შენხვისა და რეალიზაციის პირობების დარღვევაა. იმისათვის, რომ საზამთრო საწრაფად გაიზარდოს და დამწიფდეს, მას ნიტრატებით ამდიდრებენ (ნატრიუმის, ამონიუმის, კალიუმისა და კალციუმის).


ნიტრატები პროდუქტის რბილობში გროვდება. ამას ხელს უწყობს მზის სხივების არასაკმარისი რაოდენობა და მაღალი ტენიანობა. თავისთავად ნიტრატები ნაკლებად ტოქსიკურები არის, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორაში მოხვედრისას ისინი საზიანო ნიტრიტებად იქცევა, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა შეუძლია. დიდი ხნით შენახვისას ნიტრატების ნიტიტებად გადაქცევა თავად საზამთროშიც ხდება.


ნიტრიტები არღვევენ სისხლის სატრანსპორტი ფუნქციას - ეს გავლენას ახდენს ჰემოგლობინზე, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ჰიპოქსია - ჟანგბადის უკმარისობა ქსოვილებში. განსაკუთრებით ძნელად ამ ყველაფერს იტანენ ბავშვები და გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები.


image
სამწუხაროდ, შეძენილი საზამთროს ხარისხზე 100%-იან გარანტიას ვერავინ მოგცემთ, გამონაკლისი მხოლოდ საკუთარ ბაღჩაში მოყვანილი პროდუქტია. ამიტომ, სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ნუ შესთავაზებთ საზამთროს 2 წლამდე ასაკის ბავშვებს. 2-3 წლის ასაკში ბავშვისთვის საკმარისია დღეში 100 გრამი საზამთროს მიღება, 3-6 წლის ბავშვებისთვის კი ეს ნიშნული 150 გრამამდე შეიძლება გაიზარდოს. თუმცა იმ პირობით, რომ საზამთრო ხარისხიანია. ამასთან, აუცილებელია საზამთრო მისი ბუნებრივი მწიფობის პერიოდში მიიღოთ - აგვისტოს დასასრულსა და სექტემბერში. ამ დროს საზამთრო ბუნებრივად, გამდიდრების გარეშე მწიფდება და გემოც გაცილებით უკეთესი აქვს.



ვისთვისაა საზამთრო უკუნაჩვენები?


კეთილსინდისიერად მოყვანილი, დამწიფებული და გემრიელი საზამთროც კი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:


image
1. შარდის გამოყოფის დარღვევის დროს.

2. დიარეასა და კოლიტის დროს.

3. მათ, ვისაც ორგანიზმში დიდი ზომის კენჭები აქვთ. საზამთროს ძლიერი შარდმდენი მოქმედება აქვს და კენჭი შეიძლება დაიძრას, რაც თირკმლის კოლიკებს გამოიწვევს.


როგორ ავარჩიოთ სწორად საზამთრო?


საზამთროს კანზე უამრავი რაოდენობით მომწამვლელი მიკრობი, მტვრისა და ჭუჭყის ნაწილაკებია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ დაზიანებული, გახეთქილი ან გამყიდველის მიერ დემონსტრაციულად გაჭრილი საზამთრო. გაჭრილ საზამთროში ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდება და ნაწლავის ინფექციის მიზეზი შეიძლება გახდეს. ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს საზამთროს დიდი ხნით შენახვაც.


image
ნუ შეიძენთ ტრასაზე გამოტანილ პროდუქტს, რადგან ბაღჩეულ კულტურებს სულ რაღაც რამდენიმე საათი სჭირდებათ იმისათვის, რომ მანქანების გამონაბოლქვში არსებული მძიმე მეტალები შეითვისოს.


გასაყიდი საზამთრო არ უნდა იდოს პირდაპირ მიწაზე, აუცილებელია იგი მოთავსებული იყოს დახლზე ან კალათში და ჰქონდეს მზისგან მოსაჩრდილი სახურავი.


აირჩიეთ საშუალო ზომის საზამთრო, ოპტიმალურია 4-5 კგ-იანი. პატარა და ძალიან დიდი ზომის პროდუქტს მოერიდეთ.


საზამთროს სიმწიფის ნიშანია მშრალი "კუდის" და ღია ფერის "ნადების" არსებობა. ნადები, ანუ ადგილი, რომლითაც საზამთრო ნიადაგზე იდო, უმჯობესია თუ იქნება ყვითელი ან ნარინჯისფერი.
image

მწიფე საზამთროს ქერქი უნდა იყოს მყარი და გლუვი. თუ ქერქი ფრჩხილის გასმით ადვილად სცილდება, ესე იგი პროდუქტი კარგად არ არის დამწიფებული. ქერქზე არსებული ზოლები გამოკვეთილი და მაქსიმალურად კონტრასტული უნდა იყოს. მასთან, თუ ქერქზე ფრჩხილის ოდნავ გასმისას ბალახის სუნს იგრძნობთ, ეს იგი საზამთრო ჯერ არ არის მწიფე.


მწიფე საზამთრო ხელის დარტყმის შედეგად რეზონანსს გამოსცემს.


თუ მწიფე საზამთროს მთლიანად ჩააგდებთ წყალში, ამოტივტვდება.


დააკვირდით ასევე პროდუქტის ქვედა მხარეს - იგი არა მხოლოდ "დედალ-მამალზე" მიუთითებს, არამედ სიტკბოზეც. "გოგონებს" სიმრგვალე უფრო ფართე და ბრტყელი აქვთ, ვიდრე "ბიჭებს", შესაბამისად, მათში მეტი სიტკბო და ნაკლები კურკაა.

image

მავნე და ნიტრატებით სავსე საზამთროს ნიშნები


მავნე საზამთროს რბილობის ფერი ზედმეტად წითელი, ოდნავ იისფერი შეფერილობის მქონეა.


შიდა ბოჭკოები არის არა თეთრი, არამედ ყვითელი.


მოათავსეთ საზამთროს რბილობი წყლიან ჭიქაში. თუ წყალი გაწითლდება ან გავარდისფრდება, საზამთრო მავნეა! სასარგებლო საზამთროს რბილობისგან კი სითხე მხოლოდ აიმღვრევა.


ნიტრატების დაშვებული ნორმა 1 კგ საზამთროში 60 მგ-ს შესადგენს.



როგორ მივირთვათ სწორად საზამთრო


image
გაჭრამდე საზამთრო კარგად გარეცხეთ თბილი წყლით, შესაძლებელია საპნითაც.


გაჭრილი საზამთრო არ შეინახოთ დიდხანს: მაქსიმუმ 1 დღით, მაცივარში.


მოაცილეთ ქერქი დაახლოებით 3 სანტიმეტრის სისქეზე.


ბავშვებს მიეცით ის ნაწილი, რომელიც ყველაზე ახლოსაა საზამთროს "გულთან".


მიირთვით საზამთრო, მაგრამ არ დაივიწყოთ ზომიერება!



და მაინც, რა სარგებელი აქვს საზამთროს?


იმედია, ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ საზამთროს მირთმევის სურვილი არ დაგეკარგათ რადგან ხარისხიანი, სწორად შერჩეული და სწორად შენახული საზამთრო ძლიან სასარგებლო პროდუქტია!


საზამთროში უამრავი რაოდენობით ანტიოქსიდანტია: კაროტონი, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი.


საზამთროს მოხმარება აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.


საზამთროს შემადგენლობაში შემავალი ფოლის მჟავა ხელს უწყობს დნმ-ს შენებას და ადამიანის სწორ განვითარებას.


სასარგებლოა საზამთრო შარდმდენი მოქმედებითაც, რისი წყალობითაც თირკმლებიდან შესანიშნავად გამოაქვს დაგროვებული შკალები, ხელს უშლის მარილებისა და კენჭების წარმოქმნას, სწრაფად და მარტივად ასუფთავებს ორგანიზმს.


მაგნიუმის შემცველობის წყალობით, ხელს უწყობს მინერალებისა და ვიტამინების შეთვისებას, აუმჯობესებს კუნთებისა და ნერვული სისტემის მუშაობას. საზამთრო შესანიშნავი ანტიდეპრესანტია - თუ დაიღალეთ, გაღიზიანებული ან განერვიულებული ხართ, მიირთვით ცოტაოდენი გემრიელი საზამთრო.


ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნით საზამთრო წონის კლებაშიც გვეხმარება. ამასთან, აქრობს შიმშილის გრძნობას. მაგრამ ნუ მიირთმევთ საზამთროს სხვა საკვებთან ერთად, ამან შეიძლება აირების წარმოქმნა გამოიწვიოს.


image
საზამთრო სასარგებლოა ორსულებისთვისაც: მასში არსებული ვიტამინი В9 დადებითად მოქმედებს ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირებაზე, ხელს უწყობს მუშაობაში თავად დედის საჭმლის მომნელებელ სისტემას და ზრდის რძის გამოყოფას ლაქტაციის პერიოდში. თუმცა საზამროს ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება არა მხოლოდ ნაწლავის დისკომფორტი გამოიწვიოს, არამედ ტკივილიც.


ცხელ ზაფხულში საზამთრო კარგად უმკლავდება წყურვის - ვერც ერთი გაზიანი სასმელი და ნექტარი ვერ შეედრება გემრიელი, მწიფე საზამთროს ნაჭერს, რადგან მასში არ არის ძნელად ასათვისებელი შაქარი. ამის გამო, საზამთროს მიღება შეუძლიათ დიაბეტის მქონე პაციენტებსაც, თუმცა მცირე რაოდენობით.


კიდევ ერთი პიკანტური პლუსი საზამთროს სასარგებლოდ - ციტრულინი, ნივთიერება, რომელიც შედის ამ პროდუქტის რბილობში, მეტაბოლიზმის პროცესში იქცევა არგინინად. ეს უკანასკნელი აფართოებს სისხლძარღვებს და ვიაგრას შესანიშნავი ალტერნატივაა.

image

ამგვარად, ცხადია, რომ საზამთრო ძალიან სასარგებლო ბაღჩეულია და უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის, მთავარია სწორად შევარჩიოთ და ზომიერების ფარგლებში მივირთვათ.


image

1
3806
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3806
  
2016, 22 ივნისი, 17:23
ძალიან სასარგებლო და დროულად დაწერილი სტატია არის.
0 1 1