x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ეს მხოლოდ ბრიტანეთში შეიძლებოდა მომხდარიყო!

ზღარბების ოჯახი 50 მლრდ. £ მშენებლობას აფერხებს!

დიახ, დიახ! გინდ დაიჯერეთ, გინდ არა! მაგრამ, ყველაფერი სწორედ ასე არის! ძვირადღირებული ობიექტის, ულტრათანამედროვე, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, ლონდონსა და ბირმინგემს შორის, 11 ზღარბის გამო არის შეჩერებული!


image


საქმე იმაშია, რომ ამ პატარა ცხოველებმა ბინა ადგილობრივი პარკის ავტოსადგომზე დაიდეს, რომლის ადგილზე, პროექტის მიხედვით, სარკინიგზო დეპოს მშენებლობა არის დაგეგმილი. ამის შესახებ ბრიტანელმა ცხოველების უფლებების დამცველებმა შეიტყვეს და საპროტესტო აქცია მოაწყეს. თან, ამ საქმეში, ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების ექსპერტებიც ჩართეს.

– ეს რა ხდება? ზღარბები, ხომ ერთადერთი ველური ცხოველები არიან პარკში! არ შეიძლება მათი სახლის განადგურება, რადგან ამან შეიძლება მათი დაღუპვა გამოიწვიოს! – ამბობენ ზღარბების «ადვოკატები».

და ვიდრე, სამშენებლო ორგანიზაციის იურისტები «საქმეს არკვევენ» ბუნების დამცავებთან, ამ უკანასკნელებმა, ზღარბების დაცვის მოთხოვნით, 800-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს და მშენებლობა შეაჩერეს.

«ზღარბი უპირველეს ყოვლისა!!!» – გამოდიან მოწოდებით ეკლიანი ცხოველების დამცველები.

1
528
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
528
  
2016, 22 ივნისი, 11:41
მერე ვერ წაიყვანენ სხვაგან?
0 1 1