x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები საცურაო კოსტიუმში

როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები საცურაო კოსტიუმში





1. ირინა შეიკი - რუსი "სუპერმოდელია" დაიბადა 1986 წლის 6 იანვარს რუსეთში.
ირინა დაიბადა ქალაქ ემანჟელინსკში ( Еманжелинск ). მისი ნამდვილი გვარი შაიხლისლამოვაა. მამა - ეთნიკური თათარი, დედა - რუსი. მამა 14 წლისას გარდაეცვალა, მარტო დარჩენილ დედას ორ ადგილას უწევდა მუშაობა, ოჯახს ძალიან უჭირდა. ირინას მუსიკალური განათლება აქვს(დედას სურდა). სკოლის დამთავრების შემდეგ მარკეტინგს სწავლობდა, მაგრამ მალევე მოწყინდა და ”სილამაზის სკოლაში” შევიდა. მოდელის კარიერა ირინამ ჩელიაბინკსში გამართულ სილამაზის კონკურსზე დაიწყო. 2004 წელს მის ჩელიაბინსკი გახდა, 2007 წელს კი Intimissimiს სახე. 2010 წელს არმანის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მოდელი იყო, სწორედ იქ გაიცნო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელთან 5 წელიანი რომანი აკავშირებდა. 2011 წელს ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა ჟურნალმა Periodika .
ასევე გახდა Vogue-ს სახე, მრავალ ქვეყანაში მუშაობდა და მუშაობს მოდელად.



imageimageimageimage






























































































2. რიანა - ბარბადოსელი მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი და დიზაინერი.დაიბადა წმ.მიხეილში ბარბადოსში.მისი კარიერა დაიწყო პროდიუსერ Evan Rogers შეხვედრისას 2003 წელს, მან ჩაწერა დემო ფირები მისი ხელმძღვანელობით.მისი ფირები შემდგომ გაიგზავნა რამდენენიმე ჩამწერ სტუდიაში შემდგომში კი მან კონტრაქტი გააფორმა " Def Jam Recordings"-თან, შემდეგ hip-hop პროდიუსერთან და რეპერი Jay-Z-თან.




imageimageimage

















































































3. ადრიანა ლიმა - დაიბადა 1981 წლის 12 ივნისს. ლიმა ბრაზილიელი სუპერმოდელია. ამჟამად თანამშრომლობსVictoria's Secret-თან და რეკლამირებას უწევს მას, ლიმამ 13 წლის ასაკში დაიწყო მოდელობა, მან 2009 წლის 15 თებერვალს იქორწინა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე.

ადრიანა ფრანჩესკა ლიმა 1981 წელს დაიბადა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში. მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ. ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა და ლიმას აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული. მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა მცირეხნიანი შეხვედრის ორგანიზება. თუმცა ადრიანამ არ ისურვა იმ ადამიანთან შერიგება, რომელმაც ის და დედა ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა. ადრიანას აქვს ფრანგული და პორტუგალიური ფესვები, ასევე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელების და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.



imageimageimageimage














































































































4. სკარლეტ იოჰანსონი დაიბადა 1984 წლის 22 ნოემბერს. ამერიკელი მსახიობი და მოდელი. მან პოპულარობა 1998 წლის ფილმით „ცხენებთან მოჩურჩულე“ და ამას მოყოლებული კრიტიკოსების ქება დაიმსახურა როლებისთვის ფილმებში „აჩრდილთა სამყარო“, „თარგმანში დაკარგული“, „გოგონა მარგალიტის საყურით“ და „შავი გეორგინი“. მსახიობი ოთხჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსისჯილდოზე, მათ შორის ორჯერ 2003 წელს. სკარლეტ იოჰანსონი დაიბადა ნიუ-იორკში, 1984 წლის 22 ნოემბერს. სკარლეტის მამა, — კარსტენ იოჰანსონი, —დანიური წარმოშობის არქიტექტორია კოპენჰაგენიდან, ხოლო ბებია მამის მხრიდან, — ეინერ იოჰანსონი, — სცენარისტი და რეჟისორი იყო. მსახიობის დედა, — მელანი სლოენი, — ბრონქსის ებრაული ოჯახიდან იყო და მისი წინაპრები მინსკიდან იყვნენ ემიგრირებულნი. სკარლეტს ჰყავს უფროსი და ვანესა (ასევე მსახიობი), უფროსი ძმა ედრიენი, ტყუპისცალი ძმა ჰანტერი და უფროსი ნახევარძმა კრისტიანი (მისი მამის პირველი ქორწინებიდან).




imageimageimageimageimage



































































































5. ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი - ამერიკელი მსახიობი. არის ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოების ლაურეატი. ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი დაიბადა 15 აგვისტოს 1990 წელს ლუისვილში (შტატი კენტუკი, აშშ)სამშენებლო ფირმის მუშაკის ჰარი ლოურენსისა და საბავშვო ბანაკის მომუშავე კარენ ლოურენსის ოჯახში. უკვე 14 წლის ასაკში გოგონამ მტკიცედ გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი და სთხოვა მშობლებს წაეყვანათ ის ნიუ-იორკში, იმისათვის რომ იქ თავისთვის აგენტი ეპოვა. სააგენტოებმა მისი სამსახიობო უნარებს მაღალი შეფასება მისცეს, იმისდა მიუხედავად, რომ მას არ გააჩნდა სამუშაო განათლება და გამოცდილება. მან დაამთავრა სკოლა ექსტერნით 2 წლით ადრე, იმისათვის რომ აქტიურად დაეწყო გადაღებები.



image














image








































6. კრისტენ სტიუარტი - ამერიკელი მსახიობი, რომელსაც დიდი პოპულარობა მოუტანა მისმა როლმა "ბინდში". მას აგრეთვე აქვს მონაწილეობა ისეთ ფილმებში, როგორიცაა : შიშის ოთახი (2002), ილაპარაკე (2004), ზატურა (2005), წარგზავნილები (2007), ფიფქია და მონადირე (2012), გზაზე (2012). ის აგრეთვე მონაწილეობს ბანაკი იქს-რეიში(2014) და სილს მარიაში (2014) .



imageimageimage



























0
422
10-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
422
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0