x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"საქართველოს პარლამენტია, ჟიური კი არა... ეს ქალი არის ამ პროექტის სირცხვილი" - რამ აღაშფოთა "X ფაქტორის" მაყურებელი
image
როგორც ცნობილია, მეგა-შოუს "X ფაქტორის" გუშინდელი ლაივ-კონცერტი კიდევ ერთხელ გახდა მენტორებს შორის დაპირისპირებისა და მაყურებლების უკმაყოფილების მიზეზი. დარჩენილი კონკურსანტებიდან კონცერტის ბოლოს აუტსაიდერებში მიშო სულუხია და დათუნა ლაზარიშვილი აღმოჩნდნენ. ეს უკანასკნელი უკვე მესამედ იდგა აუტსაიდერებში, მაშინ, როცა მიშო სულუხია წინა ლაივის ლიდერი იყო. ოთხ მენტორს შორის ხმების თანაბარი გადანაწილების შემდეგ, გადაწყვეტილების მიღება ჟიურის მეხუთე წევრს, ნინა სუბლატს ერგო წილად, რომელმაც თავისი ხმა დათუნა ლაზარიშვილს მისცა. ამ გადაწყვეტილებამ მაყურებლის დიდი აღშფოთება გამოიწვია, რაც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებში გამოიხატა. მოხმარებელთა ძალიან დიდი ნაწილი აღშფოთებულია ნინა სუბლატის გადაწყვეტილებით და მას "პროექტის სირცხვილს" უწოდებენ:



"სუბლატი მეზიზღება ეს ქალი არის ამ პროექტის სირცხვილი. ჟიური შეთანხმებულად მოქმედებდნენ ლიჟბი ნიკას რომელიმე გუნდის წევრი აუცაიდრებში მოხვედრილიყო. ეს ასე მოხდა და გააგდეს უნიჭიერესი ყველაზე ნიჭიერი და პროფესიონალი ხაზს ვუსვამ პროფესიონალი და ნიჭიერი მიშა სულუხია. მენტორებს ეშინოდათ ნიკას გუნდია წევრების რადგან ორივე მათგანს ჰქონდათ (და ერთს კვლავ აქვს) იმია პოტენციალი რომ ეს პროექტი მოეგოთ.
ნიკა სამართლიანი და ობიექტური ხარ მიყვარხარ. წარმატებები ავთანდილს მან ეს პროექტი უნდა მოიგოს ხმით ვოკალით და სხვა მენტორების ჯინაზეც".


"დაურეკეს საკმარისად და ლაზარიშვილი იყო ბოლო ადგილზე და არა მიშა რეიტინს თუ გადახედავთ. მენტორები არ უნდა იდგნენ მაყურებელზე მაღალ ინსტანციაზე. დაუშვებელია ასეთი სითავხედე."


"ეს გოგო არასოდეს მომწონდა. ვინ ყავს ასეთი კრიშა? თანაც ამას რა უნდა ჟიურიში? ამის გადასაწყვეტი რომ გახდება უნიჭიერესი კონკურსანტების დარჩენა და გაშვება."



"უგუნდოდ დარჩენილმა გაბოროტებულმა სუბლატმა დღეს ბოროტი მენტორის როლი მოირგო და დიდი უსამართლობის მომსწრე გაგვხადა მთელი საქართველო. მეცოდება ქვეყანა, სადაც ასეთი ჟიური წყვეტს ვინ უნდა დარჩეს. ამას გვარამიას მართალია სიმართლენარევმა, მაგრამ აგრესიულმა და ფორმა შეურჩეველმა კომენტარებმაც შეუწყო ხელი, რის ფონზეც ჩვენს ემოციურ ხასიათს სხვა რა უნდოდა, სანამ გონება ჩაირთო ჯერ ხალხმა საფრთხე შეუქმნა მიშოს შემდეგ კი ის სუბლატის „ნიჭიერი ყურების“, თუ გონების წყალობით ჩამოშორდა პროექტს. ასე „ვითარდებოდით“ ყოველთვის და ამიტომ ვდგავართ ერთ ადგილზე. ელემენტარული მენტორებსაც, რომ დააკვირდე ხუთივე ერთმანეთს ჭამს და ამაში ჩაფლულები ვერც ამჩნევენ რა ცუდ შედეგამდე მიყავთ თავიანთი ჯგუფის წევრები. ჩემთვის პირადად და ალბათ ბევრისთვის დღეს დასრულდა ქართული X - ფაქტორი და ის მოიგო მიშო სულუხიამ. დანარჩენებს ცირას და მისთანებს უყუროს და არჩიოს სუბლატმა და სოფიო ნიჟარაძემ. ამიტომ გარბის ამ ქვეყნიდან ყველა და სანამ არ ვისწავლით ვის უნდა დაუფასდეს შრომა და ნიჭი და ვინ უნდა მოიცადოს და განვითარდეს ასაკის თუ სხვა მონაცემების გამო, მანამ არაფერი გვეშველება ამ კონკრეტულ საკითხში."


"სუბლატის მომღერლობა სად არის, რომელი საუკეთესოთა შორის საუკეთესოა, გაფიცებთ რაა. ევროვიზიაზე საიდან მოხვდა თვითონაც დღემდე არ იცის და დამთავრდა მაგითი მაგისი მაგარი მომღერლობა...საქართველოს პარლამენტია, ჟიური კი არა, რაც ხალხს უნდა იმას არ აკეტებს არავინ" - წერენ სოციალურ ქსელში "X ფაქტორის" ოფიციალურ გვერდზე მაყურებლები.


imageimageimage


0
1516
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0