x
image
beko777
გადატეხილმა ხემ, ოპერის უკან 3 მანქანა მოიყოლა
imageდღეს, შუადღისას, მაშინ როცა ცაზე ღრუბლის ნაგლეჯიც არ იყო, ოდნავი სიოც კი არ იძვროდა და გასაწამებელი, მომაბეზრებელი წვიმების, ღვარცოფების, ქარიშხალის და სეტყვის შემდეგ, თბილისელები ცხელი მზის სხივებით თბებოდნენ - სრულიად მოულოდნელად, რუსები რომ ამბობენ "ნე სჩივო ნე სტავო" ოპერის უკან, კატასტროფულად ავარიული აგურის სახლის, უკანა ეზოში მდგარი ორი ჯანსაღი (!) ხიდან ერთ-ერთი, მოულოდნელად - გადატყდა...


გადატეხილმა ხემ ოპერის უკანა ეზოს და ავარიული სახლის გამყოფი კედლის ზედა ნაწილი გადაანგრია და მთელი სიმძლავრით დაეხეთქა ოპერის კულისებში შესასვლელთან მდგარ სამ მანქანას, რომელთაგანაც ერთ-ერთი "მერსედერსის" მარკის მსუბუქი ავტომობილი განსაკუთრებულად დააზარალა.
ოპერის თანამშრომლების განცხადებით, ღმერთმა დაიფარა ისინი, რადგან მომსახურე პერსონალი ზუსტად ამ ადგილზე, უკანა ეზოში ხშირად იკრიბება ხოლმე და ინციდენტის დროს, საბედნიეროდ აღნიშნულ ადგილზე არავინ იყო.


შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე სამაშველო და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ, წაქცეული ხე დაჭრეს, დააფასოეს და ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს. აღმოჩნდა, რომ ხე, რომელიც გვარიანად შეფოთლილიყო და არც ავადმყოფის შთაბეჭდილებას ტოვებდა... გულში მთლიანად გამომპალი იყო და გადატყდომაც სწორედ ამან გამოიწვია და მოვლენას, განსაკუთრებული ქარი, გრიგალი და ხოშკანკალი არ დასჭირვებია.

image


image

image

image

image

image

image

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0