x
მეტი
  • 24.10.2019
  • სტატია:95888
  • ვიდეო:343196
  • სურათი:457812
თუ ასეთი ფოტოების გადაღება ჯერ კიდევ* შესაძლებელია – საქმე არც ისე ცუდად ყოფილა...

ყველაზე მნიშვნელოვანი რთულ სიტუაციაში ადამიანად დარჩენა და სხვისთვის დახმარების აღმოჩენა არის. მნიშვნელობა არა აქვს, ეს გმირული საქციელი იქნება, თუ ელემენტარულად, ვინმესთვის ხელის შეშველება... თუნდაც, სულ პატარა კეთილი საქციელიც რომ იყოს, მას დიდი სიხარული და ბედნიერება მოაქვს.


ავსტრალია

image


ვიდრე მაშველები მოვიდოდნენ, ნიკოლ გრემი* ჭაობში ჩავარდნილ ცხენთან ერთად, რამდენიმე საათი წელამდე ტალახში იდგა და მისი თავი წყლის ზედაპირზე ეჭირა, რომ ცხენი არ დამხვრჩალიყო.

image

image


მეხანძრე ტყის ხანძრის დროს წყალს ასმევს კოალას.

imageიტალია

image
სკოლის მასწავლებელმა სატვირთო ავტომობილი იყიდა და ის საბავშვო ბიბლიოთეკად გადააკეთა. გარდა ამისა, თავისივე სახსრებით 1000-ზე მეტი წიგნი შეიძინა. ის ამ მანქანით ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს, ჩადის პატარა დასახლების პუნქტებში, რომ ბავშვებს კითხვისადმი სიყვარული გაუღვივოს. ხოლო, მისი ყოველი გამოჩენა ქალაქში, თუ სოფელში, ყოველთვის დიდი მოვლენაა პატარებისთვის.

imageეგვიპტე

image


ქრისტიანები მუსლიმანებს იცავენ და მათ ლოცვის საშუალებას აძლევენ, ქვეყანაში არეულობის დროს.

image

image


მუსლიმანები ქრისტიანების ტაძარს იცავენ, ქვეყანაში არეულობის დროს.

imageტაილანდი

image


სპილომ ნაღმს დაადგა ფეხი და დაკარგა. მისთვის პროთეზი დაამზადებინეს და აცმევენ.

imageბანგლადეში

image
წყალდიდობისას შველის გადასარჩენად, ბიჭი საკუთარ სიცოცხლეს რისკავს.

imageდიდი ბრიტანეთი

image
დისნეილენდის პარკის დაცვის თანამშრომელი ავტოგრაფს ართმევს პატარა გოგონას, – თითქოს, მასში, ნამდვილი «პრინცესა» ამოიცნო. სინამდვილეში, ასეთი ავტოგრაფებით უკვე მთელი ბლოკნოტი აქვს სავსე.


image

ტაივანი

image
პარასპორტსმენები ფინიშამდე მისვლაში ერთმანეთს ეხმარებიან.

imageკანადა

image
მეტროში ტურნიკეტი გაფუჭდა და გასვლისას მგზავრებმა ფული მის თავზე დატოვეს.

imageუკრაინა

image
ისრაელელი ფეხბურთელები უკრაინელ ბავშვებს წვიმისგან იცავენ. თამაშის დაწყების წინ, სტადიონზე კოკისპირული წვიმა მოვიდა, ქარი ამოვარდა და საშინლად აცივდა. ამ დროს გუნდი, ტრადიციულად, ბავშვებთან ერთად მოედანზე იყო.

imageჩინეთი

image
გუო შიჯინი ყოველთვის ოცნებობდა უნივერსიტეტში სწავლაზე. ის სკოლაში კარგად სწავლობდა და თან სულით ავადმყოფ დედას უვლიდა. მან სკოლაში უმაღლესი შეფასება მიიღო და ოცნების ასასრულებლად, მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა... მაგრამ, სამუშაოზე გუოს მამა სიმაღლიდან გადმოვარდა და პარალიზებული დარჩა. ბიჭის წინაშე არჩევანი დადგა: ან ოცნება უნდა აესრულებინა ან მამაზე ეზრუნა. მაგრამ, ბედმა შანსი მისცა: ახალგაზრდას უფლება მისცეს, მამა საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში წაეყვანა.

imageინდოეთი

image


მატარებლის მგზავრებმა ფანჯრებიდან ორმოში ჩავარდნილი სპლიყვი დაინახეს და მემანქანე მატარებლის გაჩერებაზე დაითანხმეს. ვიდრე დახმარებას ელოდნენ, ხალხი პატარა სპილოს საკვებს აწვდიდა.

imageაშშ

image
10 ათასი ადამიანი შეიკრიბა ქუჩაზე, რომელზეც 8 წლის დილეინ ბრაუნი ცხოვრობდა, რათა მიელოლეიკოზით დაავადებული გოგონასთვის საშობა სიმღერა ემღერათ.

imageბრაზილია

image
კაცი საკუთარ ფესხაცმელს უსახლკარო გოგონას აძლევს.

image

image


P. S. უბედური შემთხვევა პლაჟზე*imageნიკოლ გრეიმი, მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, 18 წლის ცხენზე, – ასტრაზე ამხედრებული, მელბურნის სამხ. სანაპიროზე სეირნობდა. უეცრად ცხენს ბილიკიდან ფეხი აუცდა და ტალახში ჩავარდა. აღმოჩნდა, რომ იმ ადგილზე ჭაობი იყო, ცხენს ფეხები მცენარეებში გაებლანდა და ჩაძირვა დაიწყო. ასტრა სულ უფრო მეტად ეფლობოდა ჭაობში და ამას ისიც დაემატა, რომ მოქცევა დაიწყო… ცხენი ნამდვილად დაიღუპებოდა, რომ არა მისი პატრონის გმირული საქციელი.


image


ნიკოლმა ბავშვი უსაფრთხო ადგილამდე გაიყვანა და თვითონ ასტრასთან დაბრუნდა. რაც უფრო მეტად ცდილობდა ქალი ცხენის ამოყვანას და რაც უფრო ინძრეოდა ცხოველი, მით უფრო მეტად ითრევდა მას ჭაობი. ნიკოლის შვილი ავტომობილების სადგომისკენ გაიქცა და დახმარება ითხოვა. ხოლო, ნიკოლი ცხენს ამშვიდებდა და ცდილობდა, მაშველების მოსვლამდე მისი თავი წყლის ზედაპირზე დაეჭირა.

როდესაც ამ შემთხვევის შესახებ შესაბამისმა სამსახურებმა შეიტყვეს, ვეტერენარების გარდა, ასტრას და ნიკოლის დასახმარებლად მეხანძრეთა ჯგუფიც გაგზავნეს.


imageimage


დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაშველებმა ცხენის ამოყვანა მაინც ვერ შეძლეს. მათ ადგილობრივი ფერმერიც დაეხმარა თავისი ტრაქტორით, მაგრამ სანამ ვერტმფრენი არ მივიდა ადგილზე, ასტრა ჭაობიდან ვერაფრით ამოიყვანეს. ცხენის გადარჩენის ოპერაცია თითქმის 3 საათს გაგრძელდა და ბოლოს, წარმატებით დასრულდა.


image


«ეს საშინელება იყო. საშინლად მტკივნეული იყო იმის დანახვა, რომ ასტრა ბრძოლამ დაღალა და მან დანებება გადაწყვიტა» – თქვა ცხენის ჭაობიდან ამოყვანის შემდეგ ნიკოლმა.

imageეს კი მიზეზი, თუ რატომ, «ჯერ კიდევ»*... (და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, კონფლიქტების, ომების და მილიონობით ადამიანის შიმშილის ფონზე).


image
ის ჩვენი მსხვერპლია... ინდონეზიის სანაპიროზე მკვდარი ვეშაპი იპოვეს

image

image

image

პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირას არის

image

image

image

«განგა, შენი წყალი აიმღვრა»: ინდოელებმა დიდი მდინარის გაწმენდა გადაწყვიტეს

image

image

image

ცხოვრების ბნელი მხარე

image

image

image

თუ გული გაქვთ, გულგრილობას არ გამოიჩენთ — ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს!

image

image

image

მათ გაუმართლათ, რომ კარგ ადამიანებს შეხვდნენ

image

0
678
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
678
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0