x
image
alex999
Mediator image
რას საქმიანობდა ჟოსეფინ ჯილანი "სამეფო კარის თამაშების" მსახიობობამდე?
Game Of Thrones- არის სერიალი რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით

მაყურებელი და ფანატი ჰყავს. სერიალი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სერიალად

ითვლება.


თუ ხართ ამ სერიალის მაყურებელი, მაშინ კარგად გეცოდინებათ, თუ რა როლს


ასრულებს ჟოსეფინ ჯილანი?!... ის შესანიშნავად თამაშობს მეძავის როლს, სერიალში მოიხსენიება სახელით - მერი.

image


ჟოსეფინ ჯილანმა თავის ცხოვრების შესახებ გვიამბო. ვნახოთ როგორი ცხოვრება

აქვს გადატანილი მას Game Of Thrones-ის გადაღებამდე...


პირველ რიგში რასაც ჯილანი გვიამბობს, არის მისი საშინლად დაწყებული ბავშვობა.

მან არასრულწლოვან ასაკიდან დაიწყო ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება.

მსახიობის თქმით, "სამეფო კარის თამაშების" სერიალმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა.


სერიალის დაწყებიდან რამოდენიმე თვით ადრე მას ნარკოტიკის შესაძენად ფული

არ ჰყოფნიდა, აქედან გამომდინარე მან დაიწყო მეძავობა. ამ ბინძურ სამსახურიდან

გამომუშავებული ფულით ის სასმელს, სიგარეტს და ნარკოტიკულ ნივთიერებებს

ყიდულობდა.



ჟოსეფინ ჯილანი:


"ამ პერიოდების გახსენება არ მინდა, საშინელ დღეში ვიყავი. წარმოიდგინეთ ადამიანი,

რომელიც ნარკოტიკებზეა დამოკიდებული... რათქმაუნდა თქვენთვის რთული

წარმოსადგენი იქნება... კოკაინს ვერ ვეშვებოდი, მის შესაძენად კვირაში ოთხჯერ

საკუთარ სხეულს ვყიდიდი, ვწვებოდი მდიდარ, ასაკიან მამაკაცებთან..სამაგიეროდ

კვირაში 4000 გირვანქა სტერლინგს ვშოულობდი, ეს ფული მყოფნიდა, თუმცა

ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა... ასეთი ცხოვრების სურვილს დღითი-დღე ვკარგავდი,

მაგრამ მოხდა სასწაული...სამეფო კარის თამასები გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მათ

მე სიცოცხლე და მომავალი შემინარჩუნეს. ყოველთვის მადლობელი ვარ და ვიქნები

კიდეც... უღრმესი მადლობა ფილმის რეჟისორს და განსაკუთრებით დიზაინერს,

რომელიც დიდი პატივისცემით და ყურადღებით მეპყრობა ყოველთვის..."





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
1945
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1945
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0