x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უცნაური შემთხვევა: უცნობი მამაკაცი დაქალების ფოტოზე ორი წლის შემდეგ ისევ მოხვდა
imageბრიტანელი ქალი ქალაქ ნიუკასლიდან განცვიფრებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა 2 ფოტო, რომელიც ორწლიანი სხვაობითაა გადაღებული თვითმფრინავში და ორივე სურათზე ერთი და იგივე უცნობი ახალგაზრდაა აღბეჭდილი .ქალი ინტერნეტმომხმარებლებს სთხოვს აუხსნან როგორ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო, იუწყება Mirror-ი.


პირველ ფოტო შერონ ჰააკმა "ფეისბუქზე" ორი წლის წინ გამოაქვეყნა, სურათი "ნიუკასლ-პალმას" ბორტზეა გადაღებული, როდესაც დაქალებთან ერთად ესპანეთში მიემგზავრებოდა დასასვენებლად.მათ ჯგუფული სელფი თვითმფრინავის აფრენის წინ გადაიღეს და მხოლოდ ადგილზე ჩასვლის შემდეგ შეამჩნიეს სურათზე მათ უკან მჯდომი მომღიმარი ახალგაზრდა მამაკაცი.


აქ არც არაფერი უცნაური და არაჩვეულებრივი მომხდარა, რომ არა 2 წლის შემდეგ თვითმფრინავში გადაღებული მორიგი სელფი, როდესაც დაქალები ისევ შვებულებაში იმყოფებოდნენ..სურათის უკანა ფონზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩანს, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავს ბიჭს პირველი ფოტოდან.


"ორივე სურათი დავდე "ფეისბუქზე", რომ მეგობრებს შეემოწმებინათ დამდვილად ერთი და იგივე მამაკაცია თუ არა ფოტოზე?ყველა ამბობს, რომ კი!ხომ არ შევიშალე?როგორ შეიძლება მსგავსი რამ მომხდარიყო?დაუჯერებელია."-წერს ბრიტანელი ქალი.



ქალს სურვილი აქვს გაიცნოს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ფოტოები გაუფუჭა და ჰკითხოს:როგორ აღმოჩნდა მათთან ერთად თვითმფრინავში ორწლიანი პაუზით ზუსტად მათ უკან და მათ სურათებში.

image


0
2572
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0