x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კოლორადოში დედამ 5 წლის შვილი პუმას კლანჭებიდან დაიხსნა
image


ამერიკის შტატ კოლორადოში დედამ თავის 5 წლის ვაჟი პუმას კლანჭებიდან დაიხსნა, როდესაც მტაცებელი მათი სახლის ეზოში შემოვიდა, იუწყება ВВС.


ადგილობრივი შერიფის ინფორმაციით, ქალმა გაიგო ყვირილი და ეზოში გამოვიდა, სადაც დაინახა, რომ ბიჭუნას ზემოდან პუმა ეჯდა.ქალი მივარდა მტაცებელს, ცალი ხელით მის თათს ჩაეჭიდა, ხოლო მარჯვენა ხელი პირში ჩასჩარა, რომ იქიდან შვილის თავი გაენთავისუფლებინა.



ამჟამად ბიჭუნა დენვერის ჰოსპიტალში იმყოფება.ბავშვს დაზიანებული აქვს თავი და მხრები, თუმცა ექიმები განცხადებით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.დედას ხელზე აქვს ჭრილობა და გაფხაჭნილი აქვს ფეხი.


ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, რომ ინციდენტის შემდეგ პუმა შემთხვევის ადგილიდან შორიახლოს იპოვეს და მოკლეს.ძებნის დროს კიდევ ერთი პუმა აღმოაჩინეს და ისიც მოკლეს.


კოლორადოს შტატში დაახლოებით 4500 პუმა ბინადრობს, ხანდახან ისინი საკვების საძიებლად დასახლებულ პუნქტებში ჩამოდიან.


ბოლო 25 წლის განმავლობაში ველურმა კატებმა 3 ადამიანი მოკლეს, ხოლო 18 დაჭრეს.


შარშან პუმა მეთევზეს დაესხა თავს კოლორადოს ჩრდილო-აღმოსავლეთში, მამაკაცი გადარჩა.

0
355
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0