x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველა დროის 10 ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მსოფლიოში

ყველა დროის 10 ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მსოფლიოში


image













10 ტომას იუნგი - იუნგი იყო ინგლისელი ექიმი და ფიზიკოსი. მისი IQ შეადგენს 185-დან 200-მდე, სხვადასხვა შეფასებების მიხედვით.


image














9. უილიამ სიდისი - იყო უკრაინელი ებრაელისა და ამერიკელიოჯახიდან გამოსული „საოცარი ბავშვი“, რომელსაც საოცრად ჰქონდა განვითარებული მათემატიკური დალინგვისტური უნარ-ჩვევები. მისი ცხოვრების განმავლობაში, სიდისის IQ მერყეობდა 250-დან 300-ს შორის, ეს კი ყველაზე დიდი მაჩვენებელია რაც კი ოდესმე ყოფილა მსგავსი კვლევის ფარგლებში. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაშინდელი ტესტირების მეთოდები განსხვავდება დღევანდელი ტესტებისგან. ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში მან ჩააბარა ჰარვარდში, მოზარდობისას კი მან პრეტენზია განაცხადა 40-ზე მეტი ენისა და დიალექტის ცოდნაზე. თუმცა, მოგვიანებით, მის შესახებ ზოგიერთი ფაქტის სისწორე რამდენიმე სტატიის ავტორმა ეჭვქვეშ დააყენა.



image














8. გოტფრიდ ლაიბნიცი - გერმანელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი, იურისტი, ისტორიკოსი, დიპლომატი, გამომგონებელი და ლინგვისტი. პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. მისი IQ შეადგენს 182-დან 200-მდე.



image
















7. ნიკოლოზ კოპერნიკი - პოლონელ-პრუსიელი ასტრონომი. კოპერნიკმა ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრულ სისტემას. მისი IQ შეადგენს 160-200.



image















6. რუდოლფ კლაუზიუსი - გერმანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი. მისი IQ შეადგენს 190-205.



image













5. ჯეიმზ კლარკ მაქსველი - შოტლანდიელი გამოჩენილი მეცნიერი, რომელიც მოღვაწეობდამათემატიკური ფიზიკის დარგში. მისი მთავარი მიღწევა იყო განტოლებების შექმნა, რომლების საშუალებითაც აჩვენა, რომ ელექტრობა, მაგნეტიზმი და ოპტიკა ემორჩილებიან ერთ ფენომენს რომელსაც ელექტრომაგნიტური ველი უწოდა. მისი IQ შეადგენს 190-205.


image














4. ისააკ ნიუტონი - ინგლისელიფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა დაჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში.
მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ. გოტფრიდ ლაიბნიცთან ერთად მას ეკუთვნის წვლილიინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვის განვითარებაშიც. ნიუტონი პირველი იყო ვინც ჩამოაყალიბადედამიწისა და პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ციური სხეულებიმოძრაობენ ორბიტებზე, რომლებიც წარმოადგენენ ყველა სახის კონუსურ კვეთებს.. მისი IQ შეადგენს 190-200..



image
















3. ლეონარდო და ვინჩი - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მათემატიკოსი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, ბოტანიკოსი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი, გეოლოგი, მწერალი, კარტოგრაფი და მხატვარი. ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი, მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, ფლორენციაში ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო, ხოლო მისი დედა — კატერინა, უბრალო ქალი იყო. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. მისი IQ შეადგენს 180-220..


image












2. ალბერტ აინშტაინი - ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემიაფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის. მისი IQ შეადგენს 205-225..



image












1. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე - გერმანელი მწერალი და მოაზროვნე. დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის" მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი. მისი IQ შეადგენს 210-225..



image






0
748
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
748
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0