x
image
ახალი თაობა
ლადო ბედუკაძე „მაესტროს“ კითხვებს პასუხობს
image



კითხვა 1- რატომ პოლიტიკა და რატომ ცენტრისტები, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკოსობა და რატომ კონკრეტულად ამ პარტიაში, არ ისურვეთ თუ არ ისურვეს თქვენი მიღება სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა...?


ლადო ბედუკაძე-რატომ ცენტრისტები, ეს პოლიტიკური ძალა შექმნილია 2002 წელს პარტიის ლიდერის ბატონ თემურ ქაჩიშვილის მიერ, პარტიის იდეოლოგია რაც გააჩნია პარტიას თანხვედრაშია ჩემს პოლიტიკურ მრწამსთან, მე სხვა პოლიტიკურ პარტიასთან არ მქონია არანაირი კონსულტაცია პარტიაში გაწევრიანების შესახებ, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და შემოთავაზება ბატონ თემურის მიერ ვყოფილიყავი ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის კონკრეტულ გეგმებს რაც შეეხება, ეს პარტია არის ერთადერთი მკვეთრად გამოხატული პარტია რომელიც დღეს რეალურად საუბრობს ლტოლვილების დაბრუნების შესახებ, აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და სამაჩაბლოდან.ასევე არსებობს გეგმა საქართველოს ერთიანობის და მთლიანობის რომელიც მოწონებულია რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიერ და რომელის განხორციელებასაც ხელს ვუშლით ქართველები, საქართველოს გამთლიანების გეგმა შემუშავებულია მაშინდელი ლიდერების, პოლიტიკოსების გრაჩოვის, შოიგუს და ერთობლივად თემურ ხაჩიშვილის მიერ, ეს გეგმა მინდა ვთქვა რომ დღესაც ძალაშია თუ ქართველები დავიწყებთ სტრატეგიულ პარტნიორობას რუსეთთან, საქართველოში ლტოლვილების დაბრუნების პრობლემა ნამდვილად არ არსებობს, ვინც დაბრუნებაზე იწყებს დიალოგს ან კარიკატურული ფიგურაა დღეს ან საერთოდ არ ალაპარაკებენ, მე ასე მიმაჩნია.


კითხვა 2- ბატონო ლადო რუსეთში კონკრეტულად ვისთან გაქვთ მოპალაპარაკება?



ლადო ბედუკაძე-მოლაპარაკება პარტიის ლიდერს წლების განმავლობაში ჰქონდა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან კონკრეტულად ეს იყო საგანგებო სიტუაციების მინისტრი შუიგუ, დღეს თავდაცვის მინისტრი ვისთანაც შეთანხმებულია, დამტკიცებულია გეგმა ვიმეორებ თუ მოვისურვებთ ქართველები ამის განხორციელებას, მარტივად შეიძლება პარტიამ თუნდაც პოლიტიკურმა ცენტრმა, ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ აიღოს პასუხისმგებლობა, აუცილებლად ჩავალ მოსკოვში და შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ყველა პოლიტიკურ ძალას.რუსეთთან დიალოგს რაც შეეხება ამაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დიალოგი ჰქონდა უწმინდესთან, არსებობდა დაპირება ვლადიმერ პუტინის რომ სააკაშვილის საქართველოდან წასვლის შემდგომ დიწყებდნენ უშუალო მოლაპარაკებას საქართველოსთან მაგრამ დღეს რატომღაც ეს გეგმა არავის ახსოვს.


კითხვა 3-საიდან ფინასნდება თქვენი პარტია?


ლადო ბედუკაძე-პარტია ფინანსდება ხალხისგან, ამომრჩევლებისგან, მე მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს მოვიდეს, გაწევრიანდეს ჩვენს პარტიაში, ვისაც ერთადერთ რეალურ გზად, საქართველოს ხსნის და გადარჩენის გზად მიაჩნია რუსეთთან სტრატეგიული , პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი.


კითხვა 4-არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?


ლადო ბედუკაძე-ჩემთვის, საქართველოსთვის ყველა მოსაზღვრე სახელმწიფო არის ოკუპანტი მათ შორის რუსეთიც.

0
152
2-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0