x
image
ახალი თაობა
თამაზ ურთმელიძის ბიოგრაფია


imageთამაზ ურთმელიძე- დაიბადა 1975 წლის 11 აპრილს ცაგერში, 1992 წელს დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი .1997-99 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწედ, 2000 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალდარღვევების სექტორის უფროს კონსულტანტად .2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სტატისტიკისა და ნორმატიული აქტების სისტემატიზაციის სექტორის უფროსად .2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსად.2002-2003 წლებში იყო მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი.2004-2006 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმა პარტნიორის ადვოკატად.2006 წლიდან არის ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე .2006-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში .2009 წლიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში.2009 წლის დეკემბრიდან ასევე დაკისრებული აქვს მარნეულის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილება.2010 წლის 1 ნოემბრიდან მივლინებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

0
145
2-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0