x
image
alex999
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 7 ცხოველი!

image

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები უკვე ერთმანეთთან პაექრობენ ცხოველების შეძენაში. დღეს უკვე ხშირად გვხვდება სოც-ქსელებსა და სხვა გასართობ საიტებზე მტაცებლები, რომლებიც მილიარდერებს ჰყავთ მოშინაურებული. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ცხოველებს!


image







1. თეთრი ლომის ბელი ( 140 000 დოლარი)

image

ლომის რესესიული გენეტიკური მუტაციის შედეგად შეცვლილი სახეობა. ველურ ბუნებაში მხოლოდ 30-მდე იქნება, ძირითადად ეროვნულ პარკებში, სადაც ცხოველთა მომვლელების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობენ! ამ ცხოველების სანახავად ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ კრუგერის ეროვნულ პარკს, რომელიც მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე. თეთრ ლომებს ველურ ბუნებაში ბინადრობა არ შეუძლიათ. განსაკუთრებული ვიზუალიდან გამომდინარე, მონადირეების ყურადღებას მალევე იპყრობენ. პირველად თეთრი ლომი 1928 წელს იქნა შემჩნეული, მეცნიერების აზრით, ისინი არ არიან ალბინოსები!

image







2. შიმპანზე (60 000 - 65 000 დოლარი)

image

შიმპანზეები თავის საუკეთესო თვისებებით ადამიანს ემსგავსებიან. საკმაოდ ჭკვიანი და ერთგულები არიან. მოსალოდნელია რათქმაუნდა მოულოდნელი თავდასხმებიც, რადგან აგერესიულ ცხოველთა ოჯახს მიეკუთვნებიან. ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში ბინადრობენ. შიმპანზეები გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს შორის ითვლებიან. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირდღირებულნი არიან, ოჯახში შესანახად რისკი მიანც არ ღირს, რადგან ნებისმიერ დროს შესაძლოა მოულოდნელი თავდასხმის მსხვერპლი გახდეთ.

image







3. სავანას კატა (22 000 დოლარი)

image

სავანის კატები ძირითადად ბინადრობენ აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ სავანას ტერიტორიებზე. სავანას კატები ძალიან გვანან სერვალურ კატებს, თავის ნიშან-თვისებებით. თუმცა სერვალური კატები უფრო მძინარეები არიან და მიეკუთვნებიან ახალგაზრდა თაობას . პირველად 1980-იან წლებში კატის მომვლელმა, ჯუდი ფრენკმა შეაჯვარა სერვალის და სიამის კატა. ამ შეჯვარებიდან დაიბადა სავანას კატა. 2000 წელს ამ კატის სახეობამ ოფიციალური სახე მიიღო მსოფლიო მასშტაბით. სავანას კატების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და მათ უკვე როგორც ყველაზე ახალგაზრდა თაობას, გადაშენაბა მაინც ემუქრებათ!

image







4. პალმის კაკადუ (16 000 დოლარი)

image

ძალიან ჰგვანან თუთიყუშებს. არიან კაკადუსებრთა ოჯახიდან და ბინადრობენ ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ახალ გვიანეასა და არუს კუნძულებზე. პალმის კაკადუ არის კაკადუსებრთა ოჯახში საუკეთესო. გამოირჩევა ასევე საუკეთესო ნისკარტითაც. ცხოვრობენ დამოუკიდებლად, იზრდებიან 65 - 75 სანტიმენტრამდე. იკვებებიან: ვაშლით, ფორთოხლით, ბროწეულით, კარტოფილით, ჭარხლით, კომბოსტოთი და თხილით. წელიწადში 2 დებენ კვერცხებს!

image







5. ბიასინთის ამერიკული თუთიყუში (11 000 დოლარი)

image

თუთიყუშებრთა ოჯახის წარმოადგენელს, ასევე ეძახიან ბიასინთის ამერიკულ თუთიყუშს. ბინადრობენ ცენტრალურ და დასავლეთ ამერიკაში, მათი სიმაღლე 1 მეტრას აღწევს. თუთიყუშის სახელი დაკავშირებულია ფერთან. ის არის ბიასანთის ლურჯი ფერის თუთიყუში. ისინი არიან ძალიან ჭკვიანები და სოციალურ ფენაში აქტიურები, წონით 1.5 კილოგრამს იწონიან. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ადამიანებმა ამ ფრინველს ისეთი გარემო შევუქმენით, რომ ბიასანთის თუთიყუშები უკვე გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს შორის ითვლებიან.

image







6. აქლემი (10 000 დოლარი)

image

რათქმაუნდა ადამიანს უჭირს იმის დაჯერება, რომ აქლემები არიან შინაური ცხოველები, თუმცა ამ რეალობას უნდა შევეგუოთ, ვინაიდან აქლემების მოშინაურება ჯერ კიდევ 5000 წლის წინ მოხერხდა. აქლემის გამოყენება ხდება ძირითადად ტვირთის საზიდად. არის ყველაზე წყარი ეგზოტიკური ცხოველი. აქლემი, როგორც ძვირადღირეული ცხოველი, ასევე არის ძალიან ხარჯიანიც. აქლემის შეძენას თუ დააპირებთ აუცილებლად უნდა გქონდეთ ლიცენზია, სადაც მითითებული იქნება, რომ თქვენ გაქვთ 2 ჰექტარი მიწა და აუცილებლად გყავთ ვეტერინარული ექსპერტები.

image






7. პასტელის ყვითელ ზოლიანი პითონი (7 500 დოლარი)

image

"სამეფო პითონი"- ასე მოიხსენიებენ ამ პითონის სახეობას. სხვებისგან საკმაოდ განსხვავდება. მის ყვითელ ტყავზე შეინიშნება წვრილი შავი ზოლები. იზრდება 5 მეტრამდა და არის ადვილად მოშინაურებადი სახეობის პითონი. ჯერ-ჯერობით ამ გველის თავდასხმით გარდაცვლილი ადამიანი არ მოიძებნება, აქედან გამომდინარე მას შეიძლება ყველაზე უსაფრთხო გველის სახეობაც ვუწოდოთ!

image







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

3
4052
18-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
4052
  
2016, 24 აგვისტო, 11:08
ისე მე მყავს თუთიყუში "კარელა" მსოფლიოში მასზე ძვირადღირებული არცერთი ფრინველი არ მგონია ისე ლამაზად ღიღინებს :))
2016, 6 აგვისტო, 0:09
დიახ, მაგრამ თუთიყუშს გააჩნია რა თქმაუნდა. ზოგიერთი სახეობისა, მაგალითად რომელიც სტატიაზეა ნახსენები, საკმაოდ ძვირადღირებულია
2016, 5 აგვისტო, 9:47
თუთიყუში არა ძვირადღირებული მაგრამ საკმაოდ ჩკვიანი და მხიარული ფრინველია
0 1 3