x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გენიოსის გამოგონება ნაწილი 3
საშინელი ის იყო, რომ ორმა ელვამ არ აკმარა და ამაზე ძალზედ დიდი სეტყვა წამოვიდა.

ელვებს გაუძლო ჯავშანმა, თუმცა სეტყვამ დააზიანა და გენიოსის ჩამოვარდნა გამოიწვია.

ის წყალში ჩავარდა უგონოდ, თუმცა გადარჩა. რომ მოადინა ზღართანი გაიგონა ერთმა მორბენალმა, რომელიც ყოველ დღე დილაადრიან დარბოდა. გაიქცა ტბისკენ, ბევრი გაცურა, ბოლოს ჩაყვინთა და გენიოსს ხელი მოკიდა, ამოიყვანა და უშველა. შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანა.







***


ეს ამბავი იყო მაგალითი სხვებისთვის. ვერავინ ბედავდა მსგავსის გამეორებას. მომქანცველი წოლის შემდეგ შემდეგ გენიოსი ადგა, მაგრამ ოდნავ კოჭლობდა. ექიმთა განცხადებით ფეხი მალე მოურჩებოდა. გენიოსს ძალიან არ მოსწონდა ფეხის ამბავი. მას ბოღმა ახრჩობდა, რას ჰქვია და ელვამ "მომიგოო." გულის ნადებს არავის ეუბნებოდა, რადგან გიჟად ჩათვლიდნენ.




***

გენიოსი მოუთმენლად ელოდა მომჯობინებას. როდესაც დრო გავიდა, გადაწყვიტა ცოტა ხნით თავი შეეკევაბინა (რადგან მალევე, რომ გაფრენილიყო და გადარჩენილიყო, მაშინ შტერად გამოაცხადებდნენ.). დაახლოებით ერთი წელი გავიდა. მან ერთი ელვიანი დილა დაამთხვია და სისხამ დილით გაფრინდა.





***

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რამაც გამოიწვია მისი განდიდება და სხვების გათამამება. ერთხელაც ერთ საღამოს ელვამ გათამამებული ბავშვი იმსხვერპლა, რაზეც პოლიციამ გენიოსს დააბრალა ყველასგან მოულოდნელად (რა გენიოსის ბრალი იყო, იმ ბავშვის სითამამე, მაგრამ პოლიციის უფროსის ჭკუაზე დადიოდა ყველა ძალაუნებურად).




***

მოსამართლემ გენიოსი "იხსნა, " თუმცა გენიოსი ბევრს დარდობდა ბავშვზე. მისი სულელური საქციელის მსხვერპლი გახდა, მან ხომ საბაბი მისცა სხვებს. თავს იმით იმშვიდებდა, რომ მთლიანად მისი ბრალი არ იყო. მისი რა ბრალი იყო იმ ბავშვის გაუაზრებელი საქციელი. თავსაც ვერ იმშვიდებდა, იმდენად რამდენადაც თავის თავს ადანაშაულებდა. ნერვიულობით თმა გაუთეთრდა, რამდენიმე თვეში ინფარქტმა დაარტყა და ლოგინად ჩავარდა.





***

საავადმყოფოში გაატარა უკანასკნელი დღეები. დარდობდა. ექიმებმა მის ცოლს უთხრეს მისი ბედი, მაგრამ გააფრთხილეს არ უთხრაო. ერთ დღეს კი გენიოსმა უთხრა ცოლს:

- ჩემი მექანიზმი მინდა იმ ბავშვს მივუძღვნა. ჩვენ ძალიან ბევრი ფული გვაქვს იმ მექანიზმის წყალობით. მიეცი დაღუპულის ოჯახს ამ თანხის მეოთხედი. ეს ჩემი ანდერძია, თუ მოვკვდი...

დანარჩენი კი შენია, ეჰ, შვილი არ გვყავს, რომ დავუტოვო.

- შენ სწორად მოიქეცი...



***

შემდეგ დღეს გენიოსმა სული დალია, რაზეც ხალხმა უდიდესი ტკივილი განიცადა. მისმა მეუღლემ ანდერძი შეასრულა. ბევრი ფული კი დარჩა, მაგრამ დანარჩენი ცხოვრება, ცუდად გაატარა, უხალისოდ. ბედნიერი არ იყო. ვერც დრომ და ვერც ფულმა ვერ მოარჩინა მისი დანაღვლიენებული გული. ორ წელში კი ის მისი ქმრის კვალს გაჰყვა და მისი ანდერძის მიხედვით, მთელი მისი ქონება მოხმარდა ავადმყოფ ხალხს.ანდერძი




0
148
4-ს მოსწონს
ავტორი:პლატონ ჭიაბრიშვილი
პლატონ ჭიაბრიშვილი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0