x
image
მანჩო 777
მსოფლიოს ათი ქვეყანა, სადაც ყველაზე ჭკვიანი მოსახლეობა ცხოვრობს
რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში ბლომად არიან როგორც ჭკვიანები, ასევე სულელები, მაგრამ სტატისტიკოსებმა გამოიანგარიშეს, თუ რომელ ქვეყნებშია მოსახლეობის ინტელექტის დონე გაცილებით მაღალი და რომლებში - დაბალი. მოდით, ერთად გავეცნოთ ამ კვლევის შედეგებს.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა მსოფლიოს ათი ქვეყანა, სადაც ყველაზე ჭკვიანი მოსახლეობა ცხოვრობს.



შვედეთი



image

შვედების ინტელექტის საშუალო მაჩვენებელი 101 ბალის ტოლია. ამის დამამატკიცებელია ის, რომ ქვეყანას მსოფლიოში მეორე ადგილი უჭირავს სამუშაო ადგილების კომპიუტერიზაციის მხრივ- სხვადასხვა პროფესიის შვედების 75% სამუშაო ადგილზე კომპიუტერს იყენებს.


ავსტრია


image

ავსტრიელების IQ ოდნავ მეტია, ვიდრე შვედებისა-საშუალოდ ის უდრის 102-ს. ქვეყანას მსოფლიოში მეორე ადგილი უჭირავს დოქტორის ხარისხის მქონე ადამიანების პროცენტული მაჩვენებლით-აქ მცხოვრებ 1000 ავსტრიელზე 16 დოქტორი მოდის.


გერმანია


image

გერმანია მუდამ განთქმული იყი თავისი მწერლებითა და ფილოსოფოსებით, ამჟამად კი გერმანული განათლება თანამედროვეობას უწყობს ფეხს-ფილოსოფია აქ არცთუ ისე პოპულარულია, მაგრამ სამაგიეროდ გერმანელებს მესამე ადგილი უჭირავთ უნივერსიტეტდამთავრებულების რაოდენობის მიხედვით. მათი IQ 102-ის ტოლია.


იტალია


image

იტალიური განათლების სისტემა სულაც არ ითვლება საუკეთესოდ, მაგრამ ძველი დროის მოაზროვნეების და მხატვრების გავლენა თავისას აკეთებს: იტალიელების საშუალო IQ 102-ის ტოლია, ანუ იმდენი, რამდენოც გერმანელების და ავსტრიელების.


ჰოლანდია


image

ჰოლანდიის სასკოლო განათლების სისტემა ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში. აქაური მოსწავლეები მუდამ მოწინავე ადგილებს იკავებენ მსოფლიო ჩემპიონატებზე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხოლო ქვეყნის საშუალო IQ 103-ის ტოლია.


სინგაპური


image

შესაძლებელია, ვინმეს უსამართლოდ მოეჩვენოს, მაგრამ ყველაზე ჭკვიანების ხუთეულში მხოლოდ აზიის ქვეყნები შევიდნენ. სინგაპურელი მოსწავლეები და სტუდენტები უმაღლეს შეფასებებს ღებულობენ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მსოფლიო ტურებზე. ქვეყნის საშუალო IQ 103 -ია.


ტაივანი


image

ტაივანის მოსახლეობის ნახევარი თავისუფლად ფლობს ორ ენას-აქ ინგლისურის არცოდნა დიდ სირცხვილად ითვლება. ქვეყნის საშუალო IQ 104-ის ტოლია


იაპონია


image

იაპონური განათლების სისტემა ცნობილია სიმკაცრით, რასაც, როგორც ჩანს, თავისი ნაყოფი მოაქვს. ქვეყანაში განათლებული ადამიანების რაოდენობა 99%-ია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში, ხოლო იაპონელების საშუალო IQ 105-ია.


სამხრეთ კორეა


image

სამხრეთ კორეა-მსოფლიო ჩემპიონია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დიპლომიანების რაოდენობის მიხედვით. ქვეყნის მოსახლეობის 30%-ს აქვს უმაღლესი განათლება მათემატიკის, ფიზიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგებში. ქვეყანაში საშუალო IQ 106-ია.


ჰონკონგი


image

IQ-ს საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლით 107 ჰონკონგი ითვლება ყველაზე ინტელექტუალურ ქვეყნად მსოფლიოში. ჰონკონგელი სტუდენტები საერთაშორისო კონკურსებში ხშირად იკავებენ პირველ ადგილებს, ხოლო აქაური სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების სისტემა ფინურის შემდეგ მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.




P.S. მაინც რა არის IQ და რატომ ითვლება ის ადამიანის ინტელექტის დონის საზომ ერთეულად? შევეცდები მოკლედ აგიხსნათ:

ინტელექტის კოეფიციენტი - IQ (ინგლისურიდან: IQ - Intelligence Quotient; იკითხება როგორც "აი ქიუ") ადამიანის ინტელექტის დონის რაოდენობრივი შეფასებაა და აღნიშნავს ინდივიდის ინტელექტის დონის შეფარდებას იმავე ასაკის საშუალოსტატისტიკური ადამიანის ინტელექტის დონესთან. IQ ითვალისწინებს ლოგიკურ აზროვნებას, დასახული მიზნის მიღწევისა და დასაბუთებული მსჯელობის უნარს, თვითკრიტიკას. 0-დან 19-მდე IQ გონებაჩლუნგობას მოწმობს, 20-36 ერთეული - აზროვნების უკმარობას, 69-85 ერთეული - ნორმასთან ახლოა, 86-114 - ნორმაა, 115-124 ერთეული - ნორმაზე მეტია, 125-134 ერთეული - ინტელექტის მაღალი დონეა, 135 ერთეულზე მეტის მფლობელები კი გენიოსები არიან. IQ სპეციალური ტესტების საშუალებით განისაზღვრება. IQ ტესტები აზროვნებაზეა გათვლილი და არა ცოდნის დონეზე (ერუდიციაზე). ერთი სიტყვით, ინტელექტის კოეფიციენტი საერთო ინტელექტუალური ფაქტორის შეფასების მცდელობაა.

10
790
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
790
  
2016, 5 აგვისტო, 8:51
აბაა, და ბაკალავრიატ დამთავრებული გამყიდველები :D
2016, 4 აგვისტო, 20:25
ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლები:)
2016, 4 აგვისტო, 16:02
ქართველები დაგავიწყდათ :D
2016, 29 ივნისი, 12:20
მადლობა, გაიახარეთ
2016, 28 ივნისი, 21:43
საწყალია ეს საქართველო, რომ ტრაბახობს ზოგი უჭკვიანესი ვარო....
სტატია მომწონს.
2016, 16 ივნისი, 0:13
ორდიპლომიან:)
2016, 15 ივნისი, 14:31
სხვა არ უნდა ტაქსის მძღოლები ნახონ მარტო. :((
2016, 15 ივნისი, 14:23
დავიჯერო დიპლომიანების რაოდენიბით მეათე ადგილზე მაინც არ ვართ? რავიცი, ქვა რომ ააგდო, დიპლომიანს დაეცემა თავში :D
2016, 15 ივნისი, 14:16
ჩვენს სამარშრუტო მიკროავტობუსებში ან ზღვის სანაპიროზე რომ გასულიყო ავტორი დაამატებდა- ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს!!!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10