x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლიკვიდირებულია ისლამური სახელმწიფოს მეთაური აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი
image



"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია დასავლური კოალიციის სპეცოპერაციის დროს, იუწყება Mirror -ი.



როგორც გამოცემა იუწყება, რიგი წყაროები ადასტურებენ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალებას. ერთი წყარო იტყობინება, რომ იგი დაიღუპა ავიადაბობვის დროს რაყაში(რაქაში) რამაზანის მეხუთე დღეს, ხოლო მეორე წყაროს ინფორმაციით "ისის" ლიდერი მოსულში მოკლეს.


უფრო ადრე, 10 ივნისს საინფორმაციო სააგენტოებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი და რამდენიმე მეთაური მასიური ავიადაბომბვების შემდეგ დაიჭრნენ ირანის და სირიის საზღვართან.


ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ისლამური სახელმწიფოს რომელიმე ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა როგორც მოგვიანებით ირკვევა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდება ხოლმე.

მაგალითად, იგივე აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2014 წლის ნოემბერში და 2015 წლის აპრილშიც გავრცელდა.



აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ანუ იბრაჰიმ ალ–ბადრი ას–სამარრა'ი დაიბადა 1971 წელს სამარაში, ცენტრალურ ერაყში. არსებული ცნობებით, იგი ფლობდა სადოქტორო ხარისხს ისლამმცოდნეობაში ბაღდადის უნივერსიტეტიდან და მშობლიურ ქალაქში მეჩეთის იმამად მსახურობდა ერაყის ომის დაწყებამდე.


ერაყში კოალიციის ძალების შეჭრისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში
ალ–ბაღდადი დააპატიმრეს და იმყოფებოდა ბანაკ ბუკკაში (Camp Bucca)
აჯანყებულებთან კავშირების გამო 2004 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე. შემდეგ იგი გაანთავისუფლეს და მას შემდეგ ამერიკელებს იგი აღარ დაუკავებიათ არც ერთხელ.

ამ დროიდანვე იგი უერთდება აჯანყებულებს და ჯერ მცირე რაზმს
ხელმძღვანელობს, ხოლო მოგვიანებით იგი ხდება ერაყის ისლამური სახელმწიფოს
მმართველი ორგანიზაციის წევრი.


სახელის გადარქმევამდე იგი იყო ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს ამირა, ხოლო 2014 წლის ივნისში მიღწეული სამხედრო წარმატებების შემდეგ ერაყისა და შამის ისლამურმა სახელმწიფომ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაცხადა სახალიფო, – ყველა მუსლიმის სახელმწიფო და ამას მოჰყვა მისი ამირის ხალიფად გამოცხადება.


2011 წლის 4 ოქტომბერს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ალ–ბაღდადი გამოაცხადა მსოფლიო მნიშვნელობის ტერორისტად და მის შეპყრობაში ან მოკვლაში დახმარებისთვის ჯილდოდ დააწესა 10 მილიონი აშშ დოლარი. მხოლოდ აიმან აზ–ზავაჰირიზე, ალ-ქაიდას ორგანიზაციის ამირზე, არის დაწესებული უფრო დიდი ჯილდო (25 მილიონი აშშ დოლარი).


image

1
324
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
324
  
2016, 14 ივნისი, 18:11
ეს ერთი და სხვა მრავალი!!!
ტერორისტის ბოლოც ესაა...
0 1 1