x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვან გოგი - სიგიჟე თუ ხელოვნება ?
ალბათ ბევრს გსმენიათ სხვადასხვა ვერსია ვან გოგის ყურის მოჭრასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი მრავალგზის არის განხილული. წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. თითოეული სტატია და კვლევა სხვადასხვა ვერსიას განიხილავს. ვეცდები შევაჯამო და განვიხილო რამოდენიმე მათგანი. რატომ მოიჭრა ვან გოგმა ყური? საინტერესეოა იყო ეს ქმედება ხელოვნებისთვის თავგანწირვა თუ ეს უბრალოდ შიზოფრენიის ტიპიური გამოვლინება აღმოჩნდა?

imageპირველ რიგში მოკლედ მიმოვიხილიავ

ვინსენტ ვან გოგის ბიოგრაფიას.ვინსენტ ვილემ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს ჰოლანდიაში. ის არის ნიდერლანდელი ფერმწერი და გრაფიკოსი. მან თავდაპირველად შეისწავლა თეოლოგია და 1878-1879 წლებში მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 — 81) და ანტვერპენის (1885— 86) სამხატვრო აკადემიებში.80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა.ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმის და ფაქტურის უკიდურესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა.ტრაგიკულმა პათოსმა განსაზღვრა ვან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თვითონ იყო.იგი გარდაიცვალა 1890 წლის 29 ივლისს.

როგორც უკვე აღვნიშნე ვან გოგი ფსიქიკურად დაავადდა. მის ესცენტრიული ქცევის ერთ-ერთი გამოვლინება სწორეს ყურის მოჭრაა.1000 ზე მეტი განსხვავებული ვერსიაა შემოთავაზებული წლების განმავლობაში.ფსიქოლოგმა ვილიამ რანიანმა შეისწავლა და განიხილა ფსიქობიოგრაფიული ლიტერატურა ვან გოგის შესახებ და აღმოაჩინა სულ მცირე 13 ფსიქოლოგიური ახსნა მხატვრის უჩვეულო ქცევისა.მაგალითად პირადა მე რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.
პირველი ეს არის „დაავადება და დაკარგული სიტვარული“. ესახსნა განმარტება დაფუძნებულია იმაზე, რომ პირველ რიგში ეს ეხება მის ძმას თეოს, რომელთანაც მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა, როგორც ფინანასური ასევე ემოციური. ვან გოგი შიშობდა, რომ მისი დაოჯახების შემდეგ ამ მხარდაჭერას დაკარგავდა. ხოლო მეორეს მხრივ უკავშირდება მის მეგობარს, გოგენს. ის უიმედოდ
იყო, რადგან თუ გოგენი წავიდოდა ფიქრობდა, რომ მის მსგავს პარტნიორს საერთო იდეებითა და ერთგულებით ვერ იპოვიდა. აგრესიული იმპულსები როგორც რეაქცია ფრუსტრირებულ ცხოვრებისეულ პირობებზე, საბოლოოდ გოგენის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგალითად ერთხელ ვან გოგმა მას აბსცენტით სავსე ჭიქაც კი ესროლა. საბოლოოდ ეს ყოველივე საკუთარ თავში დაბრუნდა და საკუთარი
ყურის დასახიჩრებით გმაოვლინდა.image

მეორე მათგანი ეხება “Lul oder Lel “ ყური თუ პენისი?
- ამ ჰიპოთეზით ხაზი ესმევა ვან გოგის ჰომოსექსუალური გრძნობების გამოწვევას. ჰოლანდიურ
ჟარგონზე რომ ვთქვათამ სიტყვებმა მიიღო სხვაგვარი მნიშვნელობა. ვან გოგისთვის ყური აღმოჩნდა ფალოსური სიმბოლო და მან თვითკასტრაციას მიმართა.


მესამე ჰიპოთეზა ეხება ხარისა და მატადორის ტრადიციას.
გამარჯვებული მატადორი ხარის მოჭრილ ყურს რჩეულ ქალს ართმევდა. ვან გოგი დაინტერესდა
ამ ტრადიციით მან მოიჭრა საკუთარი ყური და საბოლოოდ მეძავ ქალს წარუდგინა როგორც თავისი
არჩევანი.


არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა, რომელიც სამედიცინო ვარაუდს ეხება . ვან გოგს ყურში ესმოდა ხმები, ხმაური. მას აკუსტიკური ჰალუცინაციები აწუხებდა და სწორედ ამისგან გასათავისუფლებლდ მოიჭრა ყური.


ეს ჰიპოთეზები მხოლოდ ნაწილია იმ სიმრავლიდან რომლებიც
სინამდვილეში არსებობს. ამ მოვლენის სხვადასხვა ინტერპრეტაცია ხდება. არსებობს თემები, მოტივები და კონფლიქტები. ინტერპრეტაციების მრავალფეროვნების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელია.ზოგიერთი ახსნა ამოსავალი წერტილიც შეიძლება გახდეს. ეს ასპეკტები შეგვიძლია გავაერთიანოთ.უმეტესი მათგანი მეძავ რეიჩელს უკავშირდება, თუმცა არც მის ჰალუცინაციებსა და დეპრესიას არ გამორიცხავენ. ვან გოგი დღეისათვის ცნობილია მისი ექსპრესიული ნახატებით.
ამიტომ ეს ფაქტი ერთ-ერთი ვერსიით წმინდა პეტრეს ყურის მოჭრის ფაქტს უკავშირდება ახალი აღთქმიდან. როგორც ამბობენ, იგი ფიქრობდა ამ მოვლენებზე და ცდილობდა დაეხატა ის.


ცდა იმისა, რომ ინტერპრეტაციათა სიმრავლე დასაბუთდეს
არის. თუმცა, ეს არ ხდის მსგავს მნიშვნელობებს აღიარებულ, დამაჯერებელ ინტერპრეტაციებად.ზოგიერთი ჰიპოთეზა ერთმანეთის თანხმობაში მოდის ზგოერთი კი არა. ძიება ჯერ კიდევ არ არის დამთავრებულიდა შესაბამისი მეთოდებით მიმდინარეობს, რათა მოიპოვონ დამაჯერებელი ახსნა
ამ ფაქტის შესახებ.image



ჩემი სტატიიდან გამომდინარე ჩანს, რომ ფსიქოლოგია ერთის მხრივ დაკავშირებულია ხელოვნებასთან. მრავალი მხატვრის ცხოვრების დეტალის ფსიქოლოგიური კვლევა, ახსნდა და დასაბუთებაა შესაძლებელი.

0
94
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ სამხარაძე 5
მარიამ სამხარაძე 5
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0