x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
5 წლამდე ასაკის ბავშვების ფიზიკური (მოტორული) განვითარება !
image

ფიზიკური განვითარების ცნება ვიწრო გაგებით გულისხმობს ორგანიზმის განვითარებას, რომელიც განისაზღვრება ანთროპოლოგიური და ბიომეტრული მაჩვენებლებით: სიმაღლე, წონა, გულ-მკერდის შემოწერილობა, ტანადობა, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა და სხვა. ფართო გაგებით კი ფიზიკურ განვითარებაში ფიზიკური თვისებების განვითარებაც იგულისხმება: სისწრაფე, სიმარდე, მოქნილობა, ძალა, ამტანობა.

მრაველფეროვანი ფიზიკური აქტივობების წყალობით ბავშვს განსაკუთრებით
უვითარდება მსხვილი მოტორული უნარები. მაგალითად:
3 წლის ბავშვი კარგად ინარჩუნებს წონასწორობას სიარულისა
და სირბილის დროს და არ ჭირდება საკუთარი მოძრაობების ვიზუალური კონტროლი, იღებს საგნებს ერთი ხელით.
4 წლის ასაკის ბავშვს
შეუძლია შეცვალოს სირბილის რითმი; შეუძლია ერთ ადგილზე ხტუნვა; მოუხერხებლად, მაგრამ მაინც ახერხებს სიგრძეზე ხტომას.
5 წლის ბავშვს შეუძლია
სირბილი; ასკინკილა (მარჯვენა და მარცხენა ფეხით), წინსვლით; ადგილიდან სიგრძეზე ხტომა;გამორბენით სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომა; სრიალი; გორაობა; აძრომა; მიზანში სროლა;სიარული ცერებზე, ნახევარბუქნით, ქუსლიდან ცერზე გადსვლით; საგნებს შორის კლაკნილადფორთხვა; ოთხზე გავლა ხელებსა და ტერფებზე დაყრდნობით; სიარული ნახევარბუქნით, ქუსლიდან ცერზე გადსვლით; რბენა მუხლების აწევით; სკამის ქვეშ გაძრომა.


ფიზიკური აქტიობა პიკს აღწევს 3 წლის ასაკის ბავშვებთან, შემდეგ
კი თანდათანობით კლებულობს. გოგონებთან ის უფრო სწრაფად იკლებს, ვიდრე ბიჭებთან. ამიტომ 5-6 წლის ბიჭი უფრო ძნელი დასაოკებელია, ვიდრე გოგონა.
5-6 წლის ასაკის ბავშვს შეუძლია გუნდურ თამაშებში მონაწილეობის მიღება, რომლის დროსაც ბავშვები სწავლობენ როგორც საკუთარი მოტორული ქცევის კოორდინირებას, ასევე თანამშრომლობასა და წესების დაცვას.
შემოქმედებითი ხასიათის აქტიობები (ცეკვა, რითმული მოძრაობები) ხელს უწყობს მოძრაობის დახვეწას და წარმოსახვის განვითარებასაც.
ფიზიკური აქტიობები აუმჯობესებს დროისა და სივრცის აღქმას, ხელს
უწყობს დროის და სივრცითი წარმოდგენების ჩამოყალიბებას. მაგალითად, ბავშვები განარჩევენ რა არის მათ უკან, წინ, ზემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ, ახლოს, შორს და სხვა.
ნატიფი მოტორული უნარები შედარებით სუსტად არის განვითარებული (წერა, დანისა
და ჩანგლის ხმარება). ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ნატიფი მოტორიკის განვითარებას, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი სავარჯიშოები.მაგალითად, 4 წლის ბავშვს არ შეუძლია ჩანგლით ჭამოს საჭმელი და ამავე დროს ილაპარაკოს.


3-4 წლის ბავშვს
შეუძლია ჩაიცვას და გაიხადოს მარტივი ტანსაცმელი, შეკრას დიდი ზომის ელვა, სწორად დაიკავოს კოვზი.
5-6 წლის ბავშვს
შეუძლია დანით დაჭრას რბილი საკვები, შეიკრას ფეხსაცმლის თასმები (მართალია, ზოგისთვის ეს ძალიან რთული ამოცანაა).


მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, სიარულის, სირბილის, აძრომის და სხვ. საშუალება.
ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, წერის, პლასტელინით (ცომით), კუბებით და სხვ. თამაშის საშუალება


საშუალებები 5 წლის ბავშვების განვითარების წასახალისებლად.
*ვასწავლოთ ბავშვს მონაწილეობის მიღება–ვასწავლოთ სპორტული და სათამაშო წესები,
*ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა.

*წავახალისოთ ბავშვი რომ ითამაშოს სხვა ბავშვებთან ერთად, რომელიც მას განუვითარებს როგორც მოტორულ ისე სოციალურ უნარებს,

*ითამაშეთ კრეატიულად ბავშვთან ერთად,

*დააწესეთ დროის ლიმიტი ტელევიზიისა და კომპიუტერისთვის
*წაახალისეთ ბავშვი რომ შეასრულოს მარტივი სახლის საქმეები როგორიცაა მაგიდის გაწყობაში დახმარება ან სათამაშოების დალაგება.

გამომდინარე იქიდან რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალური მანერითა და გარკვეული ხაზით ვითარდება, შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება როდის მოახერხებს სკოლამდელი ასაკის ბავშვი თავისი უნარების იდეალურ შესრულებას, რასაკვირველია არსებობს გარკვეული სახის ზოგადი მახასიათებლები
გარკვეული ასაკისთვის, თუმცა ნუ ჩავარდებით პანიკაში თუ თქვენი შვილის განვითარება მცირეთი განსხვავებულ კურსით მიმდინარეობს.ჩართეთ თქვენი პედიატრები თუ თქვენი შვილი ქვემოდ ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ნიშანს შეესაბამება, ეს შეიძლება განვითარების დარღვევის ნიშანი იყოს.
*გამოხატავს ძლიერ აგრესიულ ქცევას.
*არ შეუძლია მშობლებთან დაშორება დიდი პროტესტის გარეშე
*მალევე კარგავს ყურადღებას და ვერ კონცენტრირდება ერთი და იგივე აქტივობაზე 5 წუთის მეტს.
*გამოხატავს სხვა ბავშვებთან თამაშის მცირე ინტერესს
*უარს ამბობს პასუხი გასცეს ხალხს, ან პასუხობს ზედაპირულად.
*იშვიათად იყენებს ფანტაზიას და იმიტაციას თამაშისას
*ხშირად ჩანს მოწყენილი ან არა ბედნიერი (უბედური)
*არ ერთვება სხვადასხვა აქტივობებში
*თავს არიდებს და იშორებს სხვა ბავშვებსა და უფროსებს

*არ გამოხატავს ფართო სპექტრის ემოციებს
*აქვს კვების, ძილის და ტუალეტის გამოყენების პრობლემები
*ვერ არჩევს ფანტაზიას რეალობისგან
*უჩვეულოდ პასიური ჩანს
*არშეუძლია თავისი სახელის და გვარის სწორად წარმოთქმა
*როცა საუბრობს ვერ იყენებს შესაბამის მრვალობით რიცხვს ან წარსულ დროს

*არ საუბრობს თავისი დღიური აქტივობების ან გამოცდილების შესახებ
*არ შეუძლია ააგოს კოშკი 6–8 კუბის დახმარებით
*არაკომფორტულადაა როცა ფანქარი ან პასტელი უჭირავს
*უჭირს ტანსაცმლის გახდა
*ვერ იხეხავს კბილებს კარგად
*არ შეუძლია ხელების დაბანა და გაშრობა


ა.შ.შ–ში ბავშვთა 2 % ს აქვს სერიოზული განვითარების დარღვევები
და მათ უმეტესობას აქვს მეტყველებისა და მოტორიკის პრობლემები, ბავშვთა ნახევარზე ნაკლების, დარღვევათა იდენტიფიკაცია სკოლის დაწყებამდე ხდება.ბავშვთა
დარღვევებზე ადრეულ ინტერვენციასა და მათთან პროფესიონალთა მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
*ფიზიკური თერაპია მსხვილი მოტორული უნარების დარღვევებისთვის

*ოკუპაციური თერაპია ნატიფი მოტორული უნარებისთვის

*სმენის შეფასებისა და მეტყველების თერაპია მეტყველების პრობლემისას

*სპეციალური სკოლამდელი პროგრამები აუტისტური სპექტრის და სხვა დარღვევებისთვის.
‘’ადრეული ინტერვენცია არა მარტო აუმჯობესებს ბავშვის ფუნქციონირებას, არამედ აუმჯობესებს ურთიერთობას მშობელსა და ბავშვს შორის, მშობელი უფრო მეტად გებულობს შვილის მდგომარეობას’’


ნატიფი მოტორული უნარები
*მიაწოდეთ სხვადასხვა ტექსტურის სათამაშოები რომ ბავშვმა თავად ‘’გამოიკვლიოს’’ ის თავისი თითების დახმარებით.

*მიაწოდეთ ასაკისთვის შესაფერისი ფაზლები, კუბები, ფურცლები და პასტელის საღებავები.

*წაახალისეთ ბავშვი რომ ჭამოს დამოუკიდებლად.



გამოყენებული ლიტერატურა:

მანანა მელიქიშვილი ''განვითარების ფსიქოლოგია''

http://www.greatschools.org/gk/articles/developmental-milestones-age-5/


https://www.healthychildren.org/English/ages-stages/preschool/Pages/Developmental-Milestones-4-to-5-Year-Olds.aspx


http://www.webmd.com/parenting/baby/features/is-your-baby-on-track?





// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

0
374
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა მენაღარიშვილი
ანა მენაღარიშვილი
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0